ანა ლეჟავა Toptal-ის გუნდს შეურთდა - ამბები React-ის კურსიდან

blog-detail-img
react

Web Development ერთ-ერთი საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სფეროა, რომელიც ამ სფეროში განვითარების საინტერესო გზას გვთავაზობს, მაგალითად თუ უკვე იცი HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის საწყისები, შენი შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა React შესწავლა იყოს. 

ამ ბლოგში კი მინდა React-ის კურსდამთავრებული, ანა ლეჟავა გაგაცნო, რომელიც კურსის გავლის შემდეგ ძალიან საინტერესო კარიერულ გზას დაადგა.

კარიერული ზრდა ჯერ React დეველოპერის ინტერნობიდან Sweeft Digital-ში დაიწყო, შემდეგ Scandiweb-ში განაგრძო, ახლა კი უკვე Toptal-ში დასაქმდა Front-end-ის მიმართულებით.

ანა გვიამბობს, რომ კურსის დასრულების შემდეგ ვერ წარმოედგინა ასე მალე თუ შეძლებდა მისთვის სასურველი ვაკანსიის მოძებნას და დასაქმებას, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი სწავლის პერიოდში ყველაზე საჭირო უნარის – დამოუკიდებლად მუშაობის დამსახურებაც იყო:

კურსის განმავლობაში ამ ფრეიმვორქის უბრალოდ გამოყენებისა და მისი წესების გარდა, ვისწავლეთ პროექტების დამოუკიდებლად შექმნა, რაც ყველაზე მეტად დამეხმარა სატესტო დავალების შესრულებისას პროგრამის სწორად აწყობაში

ანა ასევე გვიზიარებს, რომ კურზე დამოუკიდებლად მუშაობის გარდა, პრობლემის მრავალმხრივად გადაწყვეტის გზებიც ისწავლა:

ყოველკვირეული დავალებები და მათი შესრულების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა ლექციებზე, მნიშვნელოვნად აძლიერებს შენს უნარებს, არაერთი გზით მიუდგე პრობლემას

ამიტომ თუ შენც გინდა, რომ ვებ დეველოპმენტში განვითარება React-ის მიმართლებით განაგრძო, ანა გირჩევს რომ Commschool-ს შემოუერთდე, რადგან მისი აზრით, პროგრამის ხელმძღვანელები ყოველთვის ზრუნავენ სტუდენტთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე და საკუთარი გამოცდილებით თვლის, რომ კურსი მაქსიმალურად ორიენტირებულია ხარისხიან შედეგის მინიმალურ დროში დადებაზე:

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თამამად ვურჩევ ნებისმიერ ადამიანს, გაიაროს Commschool-ის რეაქტის კურსი. რადგან პროგრამისტს, გზის დამოუკიდებლად გაკვალვის გარდა, სჭირდება მენტორი, რომელიც დააყენებს სწორ გზაზე და მისცემს მიმართულებას. მარტო სწავლისას, ხშირად იმაზე მეტ დროს ვხარჯავთ მალე გასავლელ წვრილმანებზე, ვიდრე საჭიროა. ორთვიანი კურსი კი იდეალურად აგვარებს ამ პრობლემას. მიხარია, რომ ამ კურსს სწორ დროს გადავაწყდი ინტერნეტში“.

აქვე გეტყვი, რომ React-ის კურსი 16 ლექციისგან შედგება, რაც ჯამში 2 თვეს მოიცავს. კურსის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკაზე დაფუძნებით შეისწავლიან Javascript-ის პროგრამირების ენაზე კოდის წერას, React-ის ტექნოლოგიის ეფექტურად გამოყენებას, კურსის ბოლოს კი ყველა ის საჭირო ცოდნა და უნარები ექნებათ, რითაც შეეძლებათ საშუალო ზომის აპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობა. 

ვფიქრობ, ანას წარმატების ისტორიის წაკითხვის შემდეგ საკმარისი მოტივაციითა და შემართებით შეიარაღდი, ამიტომ თუ React-ის შესწავლა გინდა, გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ


ავტორი: მარიამ ჯაფარიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება