ამბები Intro to Front-end Development-ის კურსიდან - ლადო ტორჩინავა

blog-detail-img

Front-end დეველოპმენტის შესწავლა გადავწყვიტე, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული, მოთხოვნადი და საინტერესო სფეროა.

Front-end დეველოპერი არის პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი, რომელიც სპეციალიზირებულია ვებსაიტებისა და ვებ-აპლიკაციების, მომხმარებლის ინტერფეისისა (UI) და მომხმარებლის გამოცდილების (UX) შექმნაში. Front-end დეველოპერის მთავარი პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მომხმარებლისთვის მოსახერხებელი, ესთეტიკურად სასიამოვნო და ფუნქციურად ეფექტური ვებსაიტის ან აპლიკაციის ვიზუალური და ინტერაქტიული ასპექტები.

ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული მრავალი სფეროდან, სწორედ Front-end Development-ზე გააკეთა არჩევანი ჩვენმა კურსდამთავრებულმა – ლადო ტორჩინავამ, რომელსაც ამ ბლოგში გაგაცნობ.

გარკვეული წარმოდგენა მქონდა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ პროფესიას სრულად დაეუფლო და რა უპირატესობები თუ დადებითი მხარეები აქვს ამ სფეროში მოღვაწეობას.

როდესაც ლადო Commschool-ს შემოუერთდა, მხოლოდ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდა HTML-სა და CSS-ზე, თუმცა, კურსის განმავლობაში ის ფუნდამენტები შეისწავლა, რომლებიც აუცილებელი და საჭიროა იმისთვის, რომ პროფესიულ დონეზე დაეუფლებოდა ამ სფეროს. 

კურსის გავლის შემდეგ მაქვს ცოდნა, რომელიც გამიმარტივებს ყველა შემდეგ ნაბიჯს.

რაც შეეხება სალექციო პერიოდს, ლადო დადებით უკუკავშირს გვიზიარებს, რადგან, მისი აზრით, ლექტორის მიერ ყველა საკითხზე გაცემული პასუხები, ინტერაქციულ ლექციებთან ერთად, სტუდენტების ცოდნის ხარისხზე დადებითად ისახებოდა.

პრაქტიკული დავალებებით უფრო განვამტკიცებდით ჩვენს ცოდნას და მთელი სწავლის პროცესი თანმიმდევრული და უფრო ეფექტური ხდებოდა.

პრაქტიკაზე დაფუძნებული, თანმიმდევრული კურსის ბოლოს, ყველა სტუდენტი დამოუკიდებლად მუშაობს ფინალურ პროექტზე, რაც ლადოს თქმით ცოტა სტრესული და ამავდროულად საინტერესო გამოცდილება იყო.

საბოლო ჯამში სახალისო და საინტერესო პროცესი გამოვიდა, რომლითაც ვისიამოვნე, მითუმეტეს, როცა უკვე ფინალში გავედი და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა.

გუნდური და საერთო მიზნისკენ მიმართული სასწავლო პროცესის გავლის შემდეგ, ლადომ წარმატებით შეასრულა თავისი ფინალური პროექტი და Front-end-ით დაინტერესებულ ადამიანებს ურჩევს:

სხვებს ვურჩევდი Commschool-ში ჩაბარებას, რადგან როცა იწყებ Front-end-ის შესწავლას, ეს იდეალური ადგილია იმისთვის, რომ გეგმები სისრულეში მოიყვანო. ისეთი ლექტორი გასწავლის, რომელსაც სურვილი და „მუღამი“ აქვს, რომ მაქსიმალური ცოდნა წაიღო მისგან და თავს არაფერში ზოგავს.

მე კი გეტყვი, რომ Intro to Front-end Development-ის კურსს 12 ივნისს ვიწყებთ. თუ მისი შესწავლა შენთვის საინტერესოა და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გსურს, შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება