ამბები Digital Product Testing & QA-ის კურსიდან - ნინო სუთიძე

blog-detail-img

ფინალურ პროექტზე მუშაობამ შეაჯამა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, შედეგით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ შემიძლია Junior tester-ის პოზიციასაც გავართვა თავი

დღის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო მილიარდობით ადამიანი იყენებს სოციალურ ქსელებს, ახორციელებს ტრანზაქციებს და ატარებს ონლაინ შეხვედრებს, ეს ყველაფერი კი გამართული პლატფორმის ხარჯზე უნდა შესრულდეს.

სწორედ ამ უხარვეზო მომსახურებას ხელმძღვანელობს  ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერი(QA), რომელზე მოთხოვნაც დღითიდღე იზრდება, ამიტომ გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვი, რომ QA სპეციალისტის საშუალო ანაზღაურება საქართველოში 3000 ლარია!

ამ ბლოგში კი მინდა Digital Product Testing & QA-ის კურსდამთავრებული, ნინო სუთიძე გაგაცნო, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება. ნინო ახალი პროფესიის შესწავლით დაინტერესდა და მეგობრების რჩევით Commschool-შიც მოვიდა.

დავინტერესდი ხომ არ მეცადა ახალი და თან საინტერესო პროფესიის შესწავლა, მოვიკითხე სამეგობრო წრეში სად შეიძლებოდა გამევლო Digital Product Testing & QA-ის კურსი და არჩევანი Commschool-ზე შევაჩერე.

დღევანდელი გადმოსახედიდან ნინო Digital Product Testing & QA-ის კურსს სრულიად განსხვავებულად უყურებს და ამბობს, რომ კურსი იმაზე საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე ელოდა. იგი არც Comschool-ის გუნდს ივიწყებს და ამბობს, რომ:

ყოველი სალექციო შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული იყო, ვფიქრობ პრაქტიკული დავალება აუცილებელი იყო ცოდნის გასამყარებლად

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული საიტისითვის უნდა მოამზადონ ტესტირების გეგმა, ტესტირების დიზაინის ტექნიკები და ტესტ ქეისები. 

ნინო ფინალურ პროექტთან დაკავშირებითაც გვიზიარებს საკუთარ აზრს და ფიქრობს, რომ ფინალურ პროექტზე მუშაობამ შეაჯამა მისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა.

ვფიქრობ მიღებული ცოდნით Junior Tester-ის პოზიციას თავს გავართმევ

თუ ნინოს ისტორიის წაკითხვის შემდეგ ხვდები, რომ უფრო მეტად  გსურს ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან ისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა ამ სფეროში, გეტყვი, რომ კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

აქვე გეტყვი, რომ Digital Product Testing & QA-ის კურსზე მიღება დაწყებულია, მანამდე კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაიგე მეტი კურსის შესახებ

ავტორი: მარი ბენიაიძე

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება