ამბები Data Science-ის კურსიდან - თორნიკე ხარიტონიშვილი

blog-detail-img

დღევანდელ სამყაროში ინფორმაცია ყოველწამიერად გროვდება, შესაბამისად დღესდღეობით ძალიან დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი მონაცემები არსებობს. მონაცემთა მეცნიერება გვეხმარება, რომ შევძლოთ ამ დიდი მონაცემების ანალიზი ისე, რომ ის მნიშვნელოვანი და ღირებული გავხადოთ. მსოფლიოს დიდი კომპანიების უმეტესობა მონაცემებით არის მართული, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიიღება.

თუ გსურს ამ კომპლექსური და მეტად საჭირო პროფესიას დაეუფლო, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში მოგიყვები Data Science-ის კურსდამთავრებულ თორნიკე ხარიტონიშვილზე. 

კურსის გავლამდე თორნიკეს სამუშაო გამოცდილება ჰქონდა ანალიტიკის მიმართულებით. ასევე ჰქონდა გარკვეული ცოდნა პროგრამირებაში, ამიტომ კარიერული განვითარებისთვის გადაწყვიტა ამ ორი სფეროს კომბინირება და მონაცემთა მეცნიერების კურსის გავლა.

რადგან ნაწილობრივ მონაცემთა მეცნიერის Roadmap ვიცოდი და თვითშესწავლის პროცესში ვიყავი, კურსის გავლის მიზიანი იყო დავრწმუნებულიყავი რომ სწორი მიმართულებით ვსწავლობდი და სწავლა გამეგრძელებინა კურსის ლექტორებთან ერთად.

თორნიკეს თქმით, მისმა ამ ნაბიჯმა გაამართლა, რადგან კურსის დასრულების შემდეგ, მიიღო დიდი ცოდნა და გამოცდილება, ასევე დაზუსტებით იცის დამატებით რა მიმართულებით არის საჭირო ცოდნის გაღრმავება. მიღებულ ცოდნას ის უკვე იყენებს ამჟამინდელ სამსახურში ანალიტიკურ სამუშაოებზე.

მონაცემთა მეცნიერების კურსი

32 ლექცია | 96 საათი | 16 კვირა

აღნიშნული კურსის გავლის შემდგომ გამიუმჯობესდა უნარი მონაცემთა დამუშავების/ანალიტიკის მიმართულებით, რაც აუცილებელია მონაცემთა მეცნიერის/ანალიტიკოსის პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.

თუ არ იცი, გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რითაც ამყარებენ შეძენილ ცოდნას და გამოცდიან საკუთარ თავს მოცემულ პროფესიაში. ფინალურ პროექტზე მუშაობა, თორნიკეს თქმით, საკმაოდ რთული ამოცანა იყო, თუმცა მასზე დამოუკიდებლად მუშაობა ახალი და საინტერესო გამოცდილება იყო მისთვის.

ფინალური პროექტი დასამუშავებლად რთული იყო, მაგრამ რადგან სამუშაო დრო ბევრი გვქონდა, მაქსიმალურად ვეცადე სრულყოფილად დამემუშავებინა მონაცემები. ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა მივიღე ფინალური პროექტის შესრულებისას, რადგან პროცესში გამოვიყენე და გავიღრმავე შესწავლილი ცოდნა.

მათ კი, ვინც მონაცემთა მეცნიერების შესწავლითაა დაინტერესებული თორნიკე ურჩევს, რომ საწყისს ეტაპზე მიიღონ საბაზისო ცოდნა Python პროგრამულ ენაზე, რადგან სწორედ ისაა ყველზე ხშირად გამოყენებადი ენა ამ სფეროში. 

რაც შეეხება Data Science-ს კურსს, თორნიკე მას დადებითად აფასებს და მისი წარმატებით გავლის შემდეგ, სურვილი აქვს ამ მიმართულებით სრულყოფილად განვითარდეს, ამიტომაც პროგრესს არ წყვეტს.

ძალიან დადებითი და მეგობრული ურთიერთობა იყო Commschool-ის მხრიდან კურსის განმავლობაში. ვფიქრობ ლექტორებში გაგვიმართლა, რადგან ჰქონდათ დიდი გამოცდილება და ასევე იგრძნობოდა, რომ სურდათ კუთვნილი ცოდნის მაქსიმალურად გადმოცემა და შესწავლა.

როგორც მიხვდი, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სწორედ მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით მიიღება, ასე რომ, თუ დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, შემოგვიერთდი! Data Science-ის კურსს 2 სექტემბერს ვიწყებთ.

Data კურსები:

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება