ნინო მოწყობილი Data Analytics-ის კურსის შესახებ

blog-detail-img

მონაცემები მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თუმცა ისინი ანალიტიკის გარეშე მხოლოდ რიცხვებია. მათ ღირებულებას მონაცემთა ანალიტიკოსი სძენს, რომელიც ნედლ ინფორმაციას თარგმნის ისეთ მიგნებებში, რომლებიც კომპანიებს ღირებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგებენ. ამიტომ, Data Analytics ერთ-ერთი მზარდი და მოთხოვნადი მიმართულებაა.

data analytics

თუ ახალი პროფესიის დაუფლება გსურს და კარგად განვითარებული ანალიტიკური აზროვნება გაქვს, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. გამოგვყევი და გაიცანი ნინო მოწყობილი, რომელიც Data Analytics-ის კურსდამთავრებულია და საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

ნინო 12 წელი ტურიზმის სფეროში მუშაობდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში კი უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებითაა დასაქმებული და კომპანია Tourinvest-ში გაყიდვების გუნდს ხელმძღვანელობს. მონაცემთა ანალიტიკით სწორედ მუშაობის პროცესში დაინტერესდა, ყველაფერი კი Excel-ის მარტივი ფუნქციების შესწავლით დაიწყო, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყენებდა. ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო აღმოჩნდა, რის პარალელურადაც ნინო აქტიურად ეცნობოდა ბლოგებს მონაცემთა ანალიტიკის, SQL, PYTHON, Tableau და Power BI-ის შესახებ.

მალევე განვსაზღვრე, თუ როგორი იქნებოდა ჩემი განვითარების გეგმა და შევუდექი შესაფერისი კურსის ძიებას, რა დროსაც Commschool-ის პროგრამა აღმოვაჩინე. ისე დეტალურად და კარგად იყო აწყობილი კურსი, სილაბუსი და ლექტორის შესახებ ინფორმაცია, რომ ბევრი აღარ მიფიქრია.

როგორც ნინო აღნიშნავს, ინფორმაციის მიწოდებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხები საკმაოდ მაღალ დონეზე სრულდებოდა, რამაც კურსის მიმართ იმავე ხარისხის მოლოდინი გაუჩინა. შედეგიც შესაბამისი აღმოჩნდა – ლექციები საინტერესოდ მიმდინარეობდა, ენერგიული ლექტორი მონდომებული იყო, სტუდენტებისთვის მაქსიმალურად მეტი რამ ესწავლებინა და გაეზიარებინა. ამასთანავე, ნინოს თქმით, ჯგუფელებშიც ძალიან გაუმართლა, რადგან მონდომებულები და აქტიურები იყვნენ. ამის შედეგად, ყოველი შეხვედრა ინტერაქციული და მრავლისმომცემი გამოდგა.

ყოველ შეხვედრას ჰქონდა კონკრეტული მიზნები და შედეგები. პრაქტიკული დავალებები ხელს უწყობდა შესწავლილი მასალის კარგად ათვისებას. ​

რას ისწავლი Data Analytics-ის კურსზე?

Commschool-ის კურსების ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ კომპონენტს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება წარმოადგენს. სტუდენტები სხვადასხვა დავალების შესრულებით შესწავლილ თეორიას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევენ. ნინოსთვისაც ეს ნაწილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და შედეგიანი იყო:

დროს არ ვკარგავდი და ლექციის დასრულებისთანავე დავალებებს ვასრულებდი. მათი წყალობით სკრიპტების წერის ლოგიკის მიხედვით აზროვნებას მივეჩვიე.

გარდა პრაქტიკული დავალებებისა, Commschool-ში სტუდენტები ფინალურ ინდივიდუალურ პროექტზეც მუშაობენ. მის ფარგლებში ისინი იყენებენ და აერთიანებენ კურსის მიმდინარეობისას შესწავლილ თეორიას, ტექნიკებსა და ხელსაწყოებს.

ფინალური პროექტი იდეალური შესაძლებლობა იყო, გამომეცადა საკუთარი თავი და დამემტკიცებინა, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და მონაცემთა ანალიტიკა ნამდვილად ჩემი საქმეა.

ამ მხრივ არც მონაცემთა ანალიტიკაა გამონაკლისი. ნინომ იმუშავა რეპორტებისა და dashboard-ების აწყობაზე Power BI-ის პლატფორმაზე. დიდი შრომისა და ლექტორის უკუკავშირის დახმარებით, მან შეძლო პროექტის წარმატებით შესრულება.

პრაქტიკული სწავლებისა და პროფესიონალი ლექტორის დახმარებით კურსის გავლის შემდეგ შენც შეგეძლება:

  • სწორად გააანალიზო ბიზნეს ამოცანა და თარგმნო ის ანალიტიკურ/ტექნიკურ ამოცანაში;
  • განსაზღვრო, თუ რა ბიზნეს პრობლემის შემთხვევაში რა ტიპის და სირთულის ანალიტიკა არის საჭირო;
  • გაიგო, როგორ ხდება სხვადასხვა ზომისა და ტიპის ორგანიზაციებში მონაცემთა შენახვა, მართვა და ბიზნესისთვის ხელმისაწვდომობა;
  • მონაცემების დამოუკიდებლად ამოღება, გაწმენდა და დამუშავება SQL-ის გამოყენებით;
  • ეფექტური და ოპტიმიზირებული კოდის დაწერა SQL-ში;
  • Power BI-ს გამოყენებით მონაცემების ანალიზისთვის მომზადება;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია და ბიზნეს მიზნებისთვის საჭირო ანალიტიკის გაკეთება Power BI-ს გამოყენებით.

ვისთვის არის მონაცემთა ანალიტიკა?

თუკი ჯერ კიდევ ფიქრობ, რამდენად შეესაბამება მონაცემთა ანალიტიკა შენს ინტერესებს, ნინოს რჩევას გაგიზიარებ:

თუ ფიქრობ, რომ ანალიტიკა ის სფეროა, სადაც ძალები უნდა მოსინჯო, ამ კურსზე ზუსტად გაიგებ, რამდენად შენია. თუ აღმოჩნდება, რომ შენია, ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა დაიწყო მონაცემთა ანალიტიკის შესწავლა. აქ საქმეს სიყვარულით აკეთებენ და უდიდესი პასუხისმგებლობით უდგებიან. მონაცემთა ანალიტიკა ძალიან ცოცხალი სფეროა, სიახლეები გრძელდება და გირჩევ, რომ არ გაჩერდე.

ხოლო თუ მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება გაქვს და შენი სამსახურის დიდი ნაწილიც ამას მოიცავს, კურსი პროფესიული განვითარების მხრივ ნამდვილად დაგეხმარება. შეიძენ ახალ და გაიუმჯობესებ არსებულ ანალიტიკურ უნარებს, რაც კარიერული თვალსაზრისით მნიშვნელოვან წარმატებას მოგიტანს.

რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ნინო გაჩერებას არ აპირებს და ახალი გამოწვევებისთვის მზადაა:

სამომავლო განვითარების კუთხით, ჩემს მომავალ სამუშაო პოზიციად მონაცემთა ანალიტიკოსი წარმომიდგენია. ეს არის საქმიანობა, რომლისგანაც ვიღებ სიამოვნებას და არასდროს არ მბეზრდება. ნებისმიერ ანალიტიკურ დავალებას უდიდესი სიამოვნებით და ოპერატიულად ვასრულებ. დაგეგმილი მაქვს კიდევ რამდენიმე კურსის გავლა Commschool-ში, რასაც ეტაპობრივად მივყვები.

ასე რომ, თუ ნინოს მსგავსად შენც პროფესიული განვითარება და დასაქმების ბაზარზე შენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა, Commschool-ში გელოდებით! შემოგვიერთდი მონაცემთა ანალიტიკის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება