5 მიზეზი, რატომ უნდა გახდე React დეველოპერი

blog-detail-img

თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნა კომპლექსური და მრავლისმომცველი სფეროა, რომლის სირთულეების გადასაჭრელადაც  React ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოთხოვნადი Front-end ტექნოლოგიაა.

ნებისმიერი ახალი უნარის შესწავლამდე კი გინდა დარწმუნდე, რომ დროის, ფინანსებისა და ძალისხმევის დახარჯვა მისთვის ნამდვილად ღირს. ამიტომ ამ ბლოგში მინდა ის 5 მიზეზი გაგიზიარო რის გამოც, React-ის შესწავლა Web დეველოპმენტში განვითარებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

react

1. მოთხოვნადია

Quess-ის ანგარიშის მიხედვით, React დეველოპერის პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 184%-ით გაიზარდა! საქმე ისაა, რომ  თავისი სიმარტივით დეველოპერებს დროს უზოგავს, რაც კომპანიებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ხდება: დეველოპერების დაზოგილი დრო კომპანიისთვის დაზოგილი ფინანსებია; ამდენად, React ტექნოლოგია კომპანიებისთვის მოსახერხებელს ხდის პროექტები მცირე დროში შასრულოს, რაც ბუნებრივია, React დეველოპერის პროფესიას  მოთხოვნადობაზეც აისახება. 

აქვე  გეტყვი, რომ Linkedin-ის მიხედვით React N1 მოთხოვნადი Front-end ტექნოლოოგიაა, ასევე საინტერესოა ისიც, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით გამოცხადებულ  ვაკანსიებს შორის 47.6% -ში React-ია.

2. მაღალანაზღაურებადია

ალბათ დამეთანხმები, რომ ის, რაც ასეთი მოთხოვნადი და მნიშვნელოვანია, საკმაოდ მაღალანაზღაურებადიცაა.

 საქართველოში React დეველოპერის ყოველთვიური ანაზღაურება, საშუალოდ 3500 ლარია, საერთაშორისო ბაზარზე კი წლიური შემოსავალი 54-დან 92 ათას დოლარამდე მერყეობს. ამასთან, პროფესია საშუალებას გაძლევს, ფრილანსერადაც იმუშავო, ისეთ დიდ პლატფორმებზე, როგორებიც Toptal და Upwork-ია. 

თუ ისიც გაინტერესებს თუ რამდენია საშუალო ანაზღაურება ამ ორ პლატფორმაზე, გეტყვი, რომ React დეველოპერის საათობრივი ანაზღაურება 20$-48$ შუალედშია (Upwork: 20-38$; და Toptal:36-48$). 

3. React N1 Front-end ტექნოლოგიაა

Github-ის გამოკითხვის მიხედვით, React  N1 Front-end  ტექნოლოგიად დასახელდა. ასევე,  2020 წელს Stack Overflow-ის დეველოპერთა გამოკითხვაში React დეველოპერების N2 ყველაზე საყვარელ framework-ად დასახელდა, რაც გასაკვირი არცაა, რადგან ის დეველოპერებისთვის ძალიან კომფორტულია: მისი დახმარებით, დინამიური, მასშტაბირებადი სამომხმარებლო ინტერფეისების შექმნა მინიმალური კოდირებით, ძალიან მოკლე დროშია შესაძლებელი.

4. უზარმაზარი კომუნა 

და რა თქმა უნდა, ასეთ მოთხოვნად ტექნოლოგიას ის უპირატესობაც აქვს, რომ მის ირგვლივ უზარმაზარი კომუნა იკრიბება: 

ყოველკვირეულად მას 7 მილიონამდე ჩამოტვირთვა აქვს. შედეგად კი მეტი და მეტი რესურსი ჩნდება – მხოლოდ Github-ზე რამდენი open-sourced პროექტია!  ესეც არ იყოს, Facebook ცდილობს, React ბაზარზე საუკეთესო JavaScript ბიბლიოთეკად აქციოს, რაც React დეველოპერის პროფესიის ხანგრძლივი აქტუალურობის გარანტიას იძლევა. 

დღესდღეობით, React-ის ტექნოლოგიით შექმნილია 1 000 000+  საიტი და იყენებენ ისეთი კომპანიები იყენებენ, როგორიცაა: BBC, Twitter, Reddit,, Netflix, Facebook, Dropbox, Khan Academy, Airbnb, PayPal, Walmart, Tesla Motors, IMDb და ა.შ.

5. იძლევა განვითარების საშუალებას

და ბოლოს, მისი სწავლის შემდეგ შეგიძლია, არამხოლოდ კომპლექსური web აპლიკაციები შექმნა, არამედ React Native-ის მიმართულებითაც განვითარდე და აპლიკაციები iOS და Android მოწყობილობებისთვის შექმნა.

თუ ბლოგის წაკითხვის შემდეგ კიდევ მეტად დარწმუნდი, რომ ეს ისაა, რისი სწავლაც გსურს, გეტყვი, რომ React-ის შესწავლა Commschool-ში შეგიძლია. პროგრამას ლაშა კახიძე წაიყვანს, რომელიც ამჟამად ამერიკულ კომპანია Padsplit-ში იკავებს Senior Software Engineer-ის პოზიციას. 

კურსის გავლის შემდეგ კი შეგეძლება:

  • JavaScript -ის ენაზე დამოუკიდებლად წერა
  •  

    JavaScript-ის ენის თავისებურებების სწორად გამოყენება

  •  

    JavaScript-ის ასინქრონული ბუნების აღქმა და მისი მუშაობის პრინციპების გამოყენება

  •  

    React-ის როგორც ხელსაწყოს ყველა ძირითადი კონცეფციის გააზრება და გამოყენება

  •  

    React-ის ეკოსისტემის მთავარი ინსტრუმენტების გამოყენება

  •  

    React-ის ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევა

  •  

    პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნა და მათი განთავსება

ვფიქრობ საკმარისი მოტივაციით შეიარაღდი, ახლა კი დროა გადადგა პირველი ნაბიჯი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება