5 მიზეზი რატომ უნდა გახდე IT პროექტების მენეჯერი

blog-detail-img

არსებობს სიტყვა, რომელსაც დღევანდელ შრომით ბაზარზე თითქმის ყველა დახურული კარის გაღება შეუძლია: მოთხოვნადი. და როგორც აღმოჩნდა, ციფრულ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალი არის  IT პროექტების მენეჯერი.

IT პროექტების მენეჯერი

Project Management გულისხმობს გუნდის მუშაობის პროცესის წარმართვას დასახული მიზნის მისაღწევად. როდესაც ამ ფრაზას წინ „ინფორმაციულ ტექნოლოგიებს“ მივუმატებთ, ცხადი ხდება, რომ ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ სფეროზე – IT პროექტების მართვასა და მათ მენეჯერებზე.

ზოგად საუბარს რომ ავარიდოთ თავი, მოდი, პირდაპირ გადავიდეთ იმაზე, თუ რა გელის IT Project Management-ის არჩევის შემთხვევაში:

1. გაიგებ, რას ნიშნავს, იყო შეუცვლელი:

ელექტრონული ფოსტა, აპლიკაციები, მონაცემთა დამუშავება, ლოჯისტიკა… ტექნოლოგიის ეს და სხვა მრავალი სახე გადამწყვეტია ბიზნესის სფეროს ფუნქციონირებისათვის.  

IT პროექტების მენეჯერიინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი კი ამ პროცესის ინტეგრალური ნაწილია. ამას კვლევებიც ასახავს: PMI-ს გამოკითხვის მიხედვით, IT Project Management N1 პროფესიაა, რომელზე მოთხოვნაც ყველაზე სწრაფად იზრდება (33%-იანი მაჩვენებლით). Emsi Burning Glass-ის მიხედვით, პროექტის მენეჯმენტის უნარები პირველი ფაქტორია, რომელსაც IT სფეროს დამსაქმებლები პერსონალში ეძიებენ.


2. ცხადად დაინახავ ჩადებული შრომის ფასს:

საქართველოში IT პროექტების მენეჯერების საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 5000 ₾-ია. Salaryexpert.com-ის მიხედვით, საწყისი დონის IT პროექტის მენეჯერი (1-3 წლიანი გამოცდილებით) იღებს საშუალო წლიურ ხელფასს 51 160 ₾-ის სახით. ხოლო პროექტის უფროსი დონის მენეჯერისათვის (8+ წლიანი გამოცდილება) ეს მაჩვენებელი 91 608 ₾-საც აღწევს.

IT პროექტების მენეჯმენტი

დაიწყე სწავლა 3 ივნისიდან

3. შეინარჩუნებ რელევანტურობას კრიზისის პერიოდშიც კი:

COVID-19 კრიზისმა გარკვეულწილად უარყოფითი გავლენა მოახდინა ბევრ ბიზნეს სფეროზე. მიუხედავად ამისა, Project Management Institute-ის მონაცემების თანახმად, პროექტის მენეჯერების მხოლოდ 6% დარჩა უმუშევარი პანდემიის გამო, 20%-ს კი არც უგრძვნია პანდემიის უარყოფითი გავლენა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ იმ პროფესიონალთა უმეტესობა, რომელთა მონაცემებიც იყო განხილული, IT/IS ინდუსტრიის წარმომადგენლები იყვნენ.

IT პროექტების მენეჯერი4. გექნება სივრცე კრეატიული ცოდნის გამოხატვისა და დაგროვებისთვის:

თითოეული პროექტი, რომლის წარმართვაც ამ სფეროში გევალება, უნიკალურია.  IT Project Manager-ის მოვალეობაა გუნდის წევრების შრომისა და საერთო შედეგის მიმართვა კონკრეტული განხრით, რათა პროგრესი შესამჩნევი გახდეს. ეს კი კონტექსტზე ორიენტირებულ მუშაობას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, შესაძლებლობა გექნება, იხელმძღვანელო განსხვავებული ინიციატივებითა და მიდგომებით ყოველ ჯერზე.

5. აღმოაჩენ შესაძლებლობების უსაზღვრო მრავალფეროვნებას:

გამოცდილებით, შესაბამისი განათლებითა და განვითარებისაკენ სწრაფვის სურვილით აღჭურვილი ადამიანისათვის, ციფრული პროექტების მენეჯმენტში წინსვლის შესაძლებლობები პრაქტიკულად შეუზღუდავია. მეტიც, უნარები, რომლებიც ამ სფეროში მუშაობისას ყალიბდება, მოერგება უამრავ სხვა ინდურსტრიასა თუ სექტორს. ესაა საქმე, რომელიც არასდროს არ დაგიტოვებს ერთ ადგილას გაჩერების საბაბს.

IT Project Management-ის შესწავლა ჩვენთანაც შეგიძლია, Commschool-ში. ჩვენი კურსი მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, რაშიც იგულისმება დავალებები / სავარჯიშოები და ინდივიდუალური პროექტი. აქცენტი გაკეთდება Agile-ით პროექტის მართვის მიმდინარეობაზე Scrum Framework-ის მიხედვით, რომელსაც იყენებენ საქართველოს და მსოფლიოს ბაზარზე წამყვანი კომპანიები. 

კურსი დატვირთულია უამრავი თეორიული თუ პრაქტიკული მასალებით, რაც დაგეხმარება ახალი უნარების გამომუშავებაში. მათ შორისაა:

  1. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება IT პროექტების წარმატებულ მენეჯერად ჩამოყალიბებისთვის;
  2. პროექტის მენეჯმენტის ფუნდამენტური საკითხების პრაქტიკაში გამოყენება;
  3. პროექტის მენეჯერის როლის და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  4. Agile პროექტების Scrum Framework-ის მიხედვით მართვა;
  5. პროექტის ყველა სასიცოცხლო ციკლის მნიშვნელობის განსაზღვრა;
  6. ორგანიზაციული სტრუქტურისა / კულტურის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მისი გავლენის ანალიზი პროექტის მენეჯმენტზე;
  7. იმ უნარების განვითარება, რომელიც გამოგადგება ახლანდელ ან მომავალ დამსაქმებელთან.

კურსი განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს IT პროექტების მენეჯმენტი. არ აქვს მნიშვნელობა ახლა იწყებ/აპირებ IT ინდუსტრიაში შემოსვლას, თუ უკვე დასაქმებული ხარ და გსურს უფრო სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება დააგროვო ამ მიმართულებით. პროგრამის განმავლობაში მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი რაც მთავარია, გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.


გახდი IT პროექტების მენეჯერი

ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, იმედია დაგარწმუნე, რომ IT Project Manager-ი შეუცვლელი ხიდია ნებისმიერ ორგანიზაციასა და ციფრულ სამყაროს შორის. ახლა, ისღა დამრჩენია, შენსა და IT Project Manager-ობას შორის გადებული ხიდისკენ მიგასწავლო გზა: ქვემოთ ბმულს გიტოვებ. წარმატებები!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება