გაიცანი IT Business Analysis-ის ლექტორი, თორნიკე ზაალიშვილი

blog-detail-img

ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ციფრული პროდუქტების შექმნის საჭიროება სულ უფრო და უფრო იზრდება, IT ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. დღეს ამ პროფესიასთან დაკავშირებულ მოვალეობებსა და გამოწვევებს ჩვენი ახალი ლექტორი, თორნიკე ზაალიშვილი გაგვაცნობს. 

თორნიკე Long Island University-ის ინფორმაციული სისტემების მაგისტრია. მას უთანამშრომლია ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა World Bank (Project), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, Wendy’s, Long Island University, Terminal და ა.შ. მისი პორტფოლიო შეიცავს პროექტებს, რომლებიც უკავშირდება ციფრული პროდუქტების შექმნა/განვითარებას, საინფორმაციო პლატფორმების შექმნას, ERP სისტემის დეველოპმენტს. ამჟამად იგი TBC ბანკის გუნდის წევრია და ბანკის შიგნით უმნიშვნელოვანესი პროდუქტების პროექტირებასა და განვითარებაზე მუშაობს.

ჩემი 12 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკავშირებულია რამდენიმე განსხვავებულ ინდუსტრიასთან. ჩართული ვიყავი საბანკო, სახელმწიფო და საგანმანათლებლო სექტორებში, ვმუშაობდი სხვადასხვა IT პროექტსა თუ ციფრულ პროდუქტებზე. ამჟამად ვმუშაობ თიბისი ბანკში IT Product Owner-ის პოზიციაზე.

IT ბიზნეს ანალიტიკოსის პროფესიის შესახებ:

თორნიკეს აზრით, ციფრული პროდუქტების შექმნაში ბიზნეს ანალიტიკოსს შეუცვლელი ფუნქცია აკისრია. იგი განსაზღვრავს, აანალიზებს და აღწერს ბიზნეს მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს სისტემამ ან პროდუქტმა. მოკლედ რომ ვთქვათ, მას შეუძლია არა მხოლოდ პროდუქტის დღევანდელი მდგომარეობის გაანალიზება, არამედ მისი მომავლის განსაზღვრაც. 

ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესი საკმაოდ კომპლექსურია. ის იწყება იდეიდან, იდეა იქცევა გეგმად, შემდეგი ნაბიჯია პროდუქტის ანალიზი, ამ პროდუქტის შექმნა/დეველოპმენტი, ხარისხის კონტროლი და რეალურ გარემოზე გაშვება. ბიზნეს ანალიტიკოსი აიდენტიფიცირებს პროდუქტის მოთხოვნებს, მათ საჭიროებებს და განსაზღვრავს მოთხოვნების გადაჭრის გზებს. თითოეულ ბიზნეს მოთხოვნას თარგმნის ტექნიკური გუნდისთვის და აკონტროლებს მათ სრულ შესრულებამდე.

კურსის შესახებ:

თორნიკე კურსის დიზაინზეც საუბრობს და ყურადღებას მის პრაქტიკულ მხარეზე ამახვილებს. მისი თქმით, ლექციებზე სტუდენტები აღმოაჩენენ და შეისწავლიან IT ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის თითოეულ ეტაპს და მათ პრაქტიკაში გამოყენებას. კურსის დასრულების შემდეგ კი დაგროვებული ექნებათ ისეთი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გამოადგებათ ამჟამინდელ ან მომავალ დამსაქმებლებთან.

კურსის მსვლელობისას გაეცნობით ყველა იმ ეტაპს, რომელსაც ბიზნეს ანალიტიკოსი გადის იდეის დამუშავებიდან მის სრულყოფაში მოყვანამდე. ინფორმაციის და მასალების მოძიება შესაძლებელია როგორც ინტერნეტში, ასევე წიგნების მეშვეობით, თუმცა ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენებაზე ბევრი არაფერი არის ცნობილი. სწორედ ამაზე იქნება კურსის განმავლობაში ყურადღება გამახვილებული. გაგიზიარებთ უახლეს მიდგომებსა და იმ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დავაგროვე.

გაინტერესებს, ვისთვისაა კურსი? ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც შეხება აქვს ან/და აინტერესებს ციფრული პროდუქტის შექმნა და მისი მართვის პროცესი. მათთვის, ვისაც უშუალო შეხება აქვს IT პროექტების მენეჯმენტთან, ჩართულია ბიზნეს პროცესებში, ან ახლა იწყებს ამ სფეროში გადმოსვლას. კითხვაზე, თუ რა უნარები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ვისაც ციფრული პროდუქტის შექმნაში სურს მონაწილეობის მიღება, თორნიკე საკუთარ აზრს გვიზიარებს: 

ვისაც ამ სფეროში სურს განვითარება, სასურველია, იყოს დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე, ასევე ჰქონდეს პოზიტიური აზროვნება.

ასე რომ, შენ ზემოთ ხსენებული განწყობით შეიარაღდი, ნამდვილი თავგადასავალი კი Commschool-ში, პირველ ლექციაზე დაიწყება. პროგრამის ბოლოს თავისუფლად შეძლებ, თქვა, რომ შენს კომპეტენციაში შედის:

სწავლის პარალელურად მიიღებ რჩევებსა და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი გექნება კარიერული მხარდაჭერა Commschool-ის პარტნიორი კომპანიებისგან, რაც გამოიხატება ექსკლუზიურ სამუშაო შემოთავაზებებსა და სტაჟირებაში.

ალბათ, დამეთანხმები, რომ დაცდა აღარაა საჭირო. IT Business Analysis 20 თებერვლიდან იწყება, მე კი ქვემოთ ბმულს გიტოვებ. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება