COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები – ამბები Introduction to Programming -ის კურსიდან

blog-detail-img

ყველა, ვინც ყოყმანობს და ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს, ვურჩევ აუცილებლად სცადოს, ერთადერთი აუცილებელი წინაპირობა მონდომებაა

თუ პროგრამირებით დაინტერესდი, გსურს საბაზისო ცოდნიდან დიდ კომპანიებში მუშაობამდე გზა გაიკვალო, მაგრამ მოტივაცია გჭირდება, რომ შენი მიზნები რეალობად აქციო, მაშინ სწორ ადგილას ხარ, რადგან ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან, რომ Introduction to Programming -ის კურსის ამბები გიამბონ.

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა დიდი და მრავლისმომცველი საკითხია, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი ასერვერო მხარის პროგრამირებაა, რომელსაც Back-End დეველოპმენტს ვუწოდებთ. ჩვენი კურსი ამ პროგრამულ მოგზაურობაში საუკეთესო გზამკვლევი იქნება შენთვის, რადგან Commschool-ში შეძლებ 0-დან შეისწავლო დეველოპერობისთვის საჭირო უნარები და დააგროვო კარიერული გამოცდილება.

გოჩა დარჯანია

გაიცანი, ჩვენი კურსდამთავრებული გოჩა დარჯანია, რომელიც Introduction to Programming-ის კურსის N1 სტუდენტი გახდა და კურსზე გადახდილი თანხა სრულად დაიბრუნა. გარდა ამისა, გოჩა კურსის დასრულების შემდეგ BDO დიჯითალში RPA დეველოპერის პოზიციაზე დასაქმდა.

იგი გვიყვება, რომ მუდმივად გადასაჭრელი ამოცანებისა და პრაქტიკული დავალებების ხარჯზე მოახერხა სუფთად კოდის წერა:

„პროგრამირება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და ამასთან ერთად, საინტერესოა, რადგან მუდმივად გიწევს გადაჭრა რაღაც კონკრეტული ამოცანა. ქომსქულში კი 0-დან შეგიძლია დაიწყო პროგრამირების შესწავლა"

 

მიშო ჯაფარიძემ პროგრამირებისკენ ნაბიჯები სწორედ ჩვენი კურსის მეშვეობით გადადგა, ახლა კი განვითარებას TBC დაზღვევაში ჯუნიორ დეველოპერის პოზიციაზე განაგრძნობს. იგი ფიქრობს, რომ ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც მოწადინებულია „სწავლისთვის, შრომისთვის და არა დანებებისთვის“

"Commschool-ს იმიტომ ვურჩევდი, რომ ეს კურსი დამეხმარა გამერკვია ნამდვილად მინდოდა თუ არა პროგრამირების სწავლა და მომცა ძალიან კარგი გამოცდილება და რა თქმა უნდა, განათლება ამ სფეროში, კერძოდ კი C#-ში და .Net დეველოპმენტში."

Introduction to Programming-ის კურსი პრაქტიკული დავალებებითაა სავსე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინალური პროექტია, სადაც სტუდენტები ქმნიან პროექტს, Web-Api-ს, რომელიც მოიცავს იუზერების რეგისტრაციას, ავტორიზაციას, Crud ოპერაციებს და ყველაფერ იმას, რასაც ნებისმიერი რეალური პროექტი ითვალისწინებს. ამავდროულად სტუდენტებს აქვთ გასაუბრება, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული რეალურ გასაუბრებებს დამასქმებელთან. 

 გიორგი ვაჩნაძე კი გვიყვება, რომ მისთვის ფინალურ პროექტზე მუშაობა საინტერესო, სახალისო პროცესი იყო და გასაუბრების ნაწილმა მიახლოებული წარმოდგენა შეუქმნა კარიერული განვითარების გზაზე:

„დამჭირდა თითქმის ყველაფრის გამოყენება, რაც კურსის განმავლობაში გავიარეთ. პროექტზე მუშაობამ და წარდგენამ კარგად დამანახა, თუ რა უნარები შევიძინე და რამდენად განვვითარდი ამ განხრით“

ასევე, თუ შენთვისაც ბარიერს წარმოადგენს საკუთარი უნარების ეჭვქვეშ დაყენება, გიორგი გირჩევს, რომ რ დაუჯერო სტერეოტიპებს და ყველაფერი გააკეთო შენი მიზნების ასრულებისთვის:

„ბევრი მითი არსებობს პროგრამირების შესახებ, მაგალითად, რომ აუცილებლად უმაღლესი მათემატიკის ცოდნას მოითხოვს, რომ წარმოუდგენლად რთულია, და ა.შ. ყველას, ვინც ყოყმანობს და ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს, ვურჩევ აუცილებლად ცადოს, ერთადერთი აუცილებელი წინაპირობა, მონდომებაა“

ასე რომ, თუ შენც გინდა, რომ ისწავლო პროგრამირება 0-დან და გინდა გადადგა პირველი ნაბიჯი, შემოგვიერთდი Introduction to Programming-ის კურსზე!

ავტორი: თათა ვახტანგაშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება