ამბები Digital product testing & QA-ის კურსიდან

blog-detail-img

კურსზე პრაქტიკულად ნული ცოდნით მოვედი, ახლა კი ვგრძნობ, რომ პრაქტიკული დავალებების შესასრულებლად საკმარისი ცოდნა გამაჩნია​

თუ გინდა ჩაერთო ციფრული პროდუქტების განვითარების პროცესებში და 0-დან შეისწავლო ან/და გაიღრმავო არსებული ცოდნა ამ სფეროში მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Digital Product Testing & QA-ის კურსდამთავრებული თორნიკე ჩხაიძე გაგაცნო, რომელიც საკუთარი გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

თორნიკე უკრაინაში, კიევში მოღვაწეობს, სადაც საკუთარ ონლაინ მაღაზიას მართავს, ომმა კი ისეთი პროფესიის დაუფლებისკენ უბიძგა, რაც ყოველთვის იქნებოდა მოთხოვნადი, ძიების შემდეგ კი არჩევანი QA Engineer-ის პოზიციაზე შეაჩერა და Commschool-ის სტუდენტებს შემოუერთდა.

თორნიკე გვიამბობს, რომ კურსის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული სწავლის პროცესში, რომელიც დატვირთული იყო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული დავალებებით:

3 საათი ლექციაზე ისე გადიოდა, რომ საერთოდ ვერ ვიგებდი, რადგან დაღლას ვერ ვგრძნობდი. თეორიული მასალაც კი საინტერესოდ იყო გადმოცემული ლექტორის მიერ.

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტზე მუშაობენ, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული საიტისითვის უნდა მოამზადონ ტესტირების გეგმა, ტესტირების დიზაინის ტექნიკები და ტესტ ქეისები. თორნიკე გვიყვება, რომ კურსზე გავლილი მასალაც კი საკმარისი აღმოჩნდა ფინალური პროექტის დამოუკიდებულად დასაწერად:

ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. დავიწყე თეორიული მასალით, შემდეგ კი დავწერე გეგმა/სტრატეგია, განვსაზღვრე დიზაინტექნიკები, დავწერე ყველა ტესტქეისი და ანგარიში

ყველაფერი აქ არ სრულდება, რადგან კურსდამთავრებულებს კურსის დასრულების შემდეგ შანსი აქვთ გაიარონ გასაუბრება Exactpro-ში და დასაქმდნენ.

თორნიკე Commschool-ში სწავლის დაწყებას რამოდენიმე მიზეზის გამო გირჩევს:

სტუდენტუსის სტატუსიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მივხვდეთ, რომ სკოლას გააჩნია გარკვეული ფასეულობები და შესაბამისი პოლიტიკა. გარდა ამისა, ლექტორს აქვს დიდი გამოცდილება და მშვენიერი გადმოცემის უნარი.

ასე და ამგვარად, თუ გაქვს მოტივაცია, გადადგა პირველი ნაბიჯები IT სამყაროში ან უკვე საქმიანობ ამ მიმართულებით და გსურს ახალი უნარები შეიძინო, მაშინ ვფიქრობ Digital Product Testing & QA-ის კურსი შენთვის საინტერესო იქნება. 

კურსის გავლის შემდეგ კი შეგეძლება:

  • დაგეგმო და წარმართო ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა აქტივობა და ტესტირება
  • შეადგინო ტესტ ქეისები სხვადასხვა დიზაინ ტექნიკის გამოყენებით
  • გატესტო ვებ და მობაილ აპლიკაციები და API
  • შეარჩიო დამხმარე ინსტრუმენტები ტესტირების პროცესის ოპტიმიზაციითვის
  • უზრუნველყო QA პროცესების სწორი ინტეგრაცია პროექტში
  • ეფექტურად უზრუნველყო ხარვეზების მართვა
  • შეასრულო ხელმისაწვდომობის (Accessibility) ტესტირება
  • გამოიყენო Codeless UI ავტომატიზაციის ინსტრუმენტები

ვფიქრობ საკმარისი მოტივაციით შეიარაღდი, ახლა კი დროა გადადგა პირველი ნაბიჯი 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება