ამბები Data Analytics-ის კურსიდან - თეონა პატარიძე

blog-detail-img

სწორი და ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად კომპანიები შესაბამისი მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზას მიმართავენ. დღეს კი, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მათ ბაზებში უზღვავი რაოდენობის ინფორმაცია შემოდის. ამ უმნიშვნელოვანესი აქტივი კომპანიამ თავის სასარგებლოდ რომ გამოიყენოს, საჭიროა, მონაცემთა გროვას ღირებულება მიანიჭოს. სწორედ აქ ერთვება Data Analytics-ის მიმართულება და ანალიტიკის დახმარებით ეხმარება ბიზნესებს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში.

მონაცემების რაოდენობის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესიული უნარებიც. ამიტომ, თუ მომავლის პროფესიის დაუფლება გსურს, ეს სფერო ერთ-ერთი კარგი არჩევანია. ამ ბლოგში კი მონაცემთა ანალიტიკის კურსდამთავრებულს, თეონა პატარიძეს, გაგაცნობ, რომელიც უკეთ მოგიყვება მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ.

თეონას ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. მისი საქმიანობა სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადებასა და ანალიზს მოიცავს. როგორც აღნიშნავს, კურსის გავლამდე მონაცემების დასამუშავებლად ძირითადად Excel-ს იყენებდა. შემდეგ კი მონაცემთა ანალიზის უფრო სიღრმისეულად გასაცნობად გადაწყვიტა, შეესწავლა სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ხელსაწყოები, როგორებიცაა SQL და Power BI.

სწორედ ამ მიზნით აირჩია თეონამ Commschool და მიიღო ის ცოდნა, რომელიც მის ყოველდღიურ საქმიანობას უფრო ეფექტურს და წარმატებულს გახდის:

მოლოდინი, რომ ამ ინსტრუმენტების შესწავლის შემდეგ უფრო ეფექტური ანალიზის გაკეთებას, ვიზუალიზაციას და შედეგად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებას შევძლებდი, სრულად გამართლდა.

მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა

14 ლექცია | 42 საათი | 7 კვირა

რას მოიცავს Data Analytics-ის კურსი?

ის, რაც Commschool-ის პროგრამებს გამოარჩევს, არის პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. სხვადასხვა სახის დავალებების შესრულება სტუდენტებს მიღებული თეორიული ცოდნის გამტკიცებაში ეხმარებათ. ეს კომპონენტი თეონასთვისაც ღირებული აღმოჩნდა კურსის მიმდინარეობისას:

კურსის განმავლობაში თითოეული თემა რეალობაზე მორგებული პრაქტიკული ქეისებით მუშავდებოდა, რაც უზრუნველყოფდა სასწავლო პროცესის ხარისხს.

აქვე გეტყვი, რომ კურსის ფარგლებში შეისწავლი მონაცემთა ანალიზის სრულ ციკლს. ეს მოიცავს ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით. შემდგომ კი მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ცოდნა და გამოცდილება კი კურსის დასრულების შემდეგ დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობას მოგცემს.

მონაცემთა ანალიტიკის კურსი
მონაცემთა ანალიტიკის კურსი

Commschool-ის კურსი ეფექტური საშუალებაა, მოკლე დროში სიღრმისეულად შეისწავლო მონაცემთა ანალიტიკა და ანალიზისთვის საჭირო ინსტრუმენტები.

ასევე, თეონას თქმით, ცოდნის მიღების პროცესი ლექტორის პროფესიონალიზმმა და თანამედროვე მიდგომებმა გაამარტივა და უფრო საინტერესო გახადა. გარდა პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა, მისთვის კურსი მოტივაციის წყარო გახდა, ამ სფეროში უფრო მეტად განვითარდეს. ამიტომაც, აქვს ახალი გეგმებიც და მზადაა მომავალი გამოწვევებისთვის.

ფინალური პროექტი

ფინალური პროექტი კურსის ერთ-ერთი გამორჩეული პრაქტიკული კომპონენტია. მას სტუდენტები ინდივიდუალურად ასრულებენ და მიღებულ ცოდნას აჯამებენ. Data Analytics-ის პროგრამის ფინალური პროექტი მოიცავდა კონკრეტული მონაცემთა ბაზების დამუშავებას SQL-ში, გაანალიზებას, შესაბამისი რეპორტების შექმნასა და მათ ვიზუალიზაციას Power BI-ში. თეონა აღნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო პროცესი აღმოჩნდა:

კონკრეტული მიზნის მისაღწევად კურსის განმავლობაში გავლილი თითოეული თემის კომპლექსურად გამოყენება დაგვჭირდა. პრაქტიკაში გამოყენებამ კი კიდევ უფრო გაამყარა დაგროვილი ცოდნა.

ასე რომ, თეონა უკვე წარმატებით იყენებს შეძენილ უნარ-ჩვევებს მის საქმიანობაში. თუ შენც გსურს, რომ ახლოს გაეცნო მონაცემთა სამყაროს და ისწავლო მასთან ურთიერთობა, გაეცანი კურსის სილაბუსს. გამოიყენე ეს შესაძლებლობა და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება