ხელოვნური ინტელექტი დიზაინში: 2024 წლის ტოპ ტენდენციები

blog-detail-img
ხელოვნური ინტელექტი დიზაინში (1)

2023 წელს ხელოვნური ინტელექტის რენესანსი დაიწყო. თავდაპირველად ეს ტექნოლოგია ხელმისაწვდომი მხოლოდ დიდი კომპანიებისთვის იყო, რომლებსაც მონაცემთა მეცნიერები ჰყავთ. თუმცა დღეს ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა თითქმის ყველა ბიზნესს აქვს. AI (ხელოვნური ინტელქტი) მათ მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება, ზოგავს დროს, ენერგიასა და ხარჯებს. მას შეუძლია საოცარი ვიზუალების, გენერირება, კონტენტის ოპტიმიზაცია და მომხმარებლის გამოცდილების ინდივიდზე მორგება, ამას კი მხოლოდ რამდენიმე წუთში ასრულებს.

ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იგი რევოლუციას ახდენს სოლოპრენერების, მცირე და საშუალო ბიზნესების მფლობელებისთვის. იგი მუდმივად ვითარდება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ თვალი ადევნო მიმდინარე ცვლილებებს. ამ ბლოგში კი 2024 წლის ტენდენციებს გაგაცნობ, რომელიც AI-ის მცირე ბიზნესებისთვის უფრო ღირებულს და გამოსადეგს გახდის.

Generative AI

ხელოვნური ინტელქტი დიზაინში

ეს ტექნოლოგია ახალ იდეებს დამოუკიდებლად ქმნის. შენ აწვდი მას არსებულ მონაცემებს (ტექსტი, სურათი, მუსიკა, დიზაინი), ხოლო იგი მათზე დაყრდნობით შემუშავებულ იდეებს გიბრუნებს. ძველი ვერსიებიდან განსხვავებით, რომელსაც უბრალოდ მიღებული მონაცემების გადაკეთება შეეძლო, Generative AI ორიგინალურ იდეებს ქმნის. მისი გამოყენება იდეალურია სხვადასხვა მიზნით:

  • ბიზნესისთვის უნიკალური სახელწოდების შესაქმნელად;
  • ვებ-გვერდის, მეილ კამპანიებისა და სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნის ავტომატიზაციისთვის;
  • საძიებო სისტემაში ბლოგის კონტენტის ოპტიმიზაციისთვის.

დიზაინის ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა Adobe Express და Firefly, ხელოვნურ ინტელექტს მათ ხელსაწყოებში აინტეგრირებენ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მარტივი ტექსტის აკრეფით, Firefly-ზე შეგიძლია სურათიდან ნებისმიერი ობიექტი ან ადამიანი მოაშორო ან ჩაანაცვლო. ასევე შეგიძლია უკვე არსებული ნამუშევრების ნიმუშებად ქცევა და ჩასწორება. ეს კი საბოლოოდ გაძლევს საშუალებას, დაზოგო უამრავი დრო და ენერგია დიზაინის შემუშავებისა და რედაქტირების მხრივ.

პერსონალიზაცია

ხელოვნური ინტელქტი დიზაინში

მომხმარებლების საკმაოდ დიდ ნაწილს ბიზნესებისგან ინდივიდუალური გამოცდილების გაუმჯობესება სურს. კომპანიის ზომის მიუხედავად, ისინი მათგან მეტ პერსონალიზაციას ელიან. თუმცა თითქმის შეუძლებელია, თითოეულ მომხმარებელს მათზე მორგებული მომსახურება საკუთარი ხელით შესთავაზო. შესაბამისად, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად დიდი მოცულობის მონაცემები და მარკეტინგული ოპერაციები სჭირდებათ.

სწორედ აქ ერთვება ხელოვნური ინტელექტი და მათთვის პერსონალიზაციის შესაძლებლობას ქმნის:

  • მომხმარებელთა სეგმენტებად დაყოფა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით;
  • AI რეკლამების გენერირება, რომელიც ინდივიდუალურ შეთავაზებებს აკეთებს მომხმარებლის მიერ დათვალიერებულ პროდუქტებზე დაყრდნობით;
  • თითოეულ სეგმენტზე მორგებული მეილების დაწერა.

თუკი შენი მცირე ბიზნესი პერსონალიზაციას არ იყენებს, ახლა კარგი დროა, დანერგო ეს გამოცდილება AI ხელსაწყოების დახმარებით. Adobe Fairfly-ის გამოყენებით შეგიძლია პერსონალიზებული გრაფიკული გამოსახულებების შედგენა მომხმარებლებისთვის.

მიკროინტერაქცია

ხელოვნური ინტელქტი დიზაინში

ხელოვნური ინტელექტი (AI) გულისხმობს ადამიანის ინტელექტის სიმულაციას პროგრამული კოდირებული ევრისტიკით. დღესდღეობით ეს კოდი გავრცელებულია ყველაფერში, საწარმო აპლიკაციებში, სამომხმარებლო აპებსა და ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში.

2022 წელმა AI შემოიტანა მეინსტრიმში გენერაციული პრე-ტრენინგის ტრანსფორმატორის აპლიკაციებთან ფართო გაცნობის გზით. ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა OpenAI-ის ChatGPT. ChatGPT-ით ფართო გატაცებამ ის AI-ის სინონიმად აქცია მომხმარებლების უმეტესობის გონებაში. თუმცა, ის წარმოადგენს მხოლოდ იმ გზების მცირე ნაწილს, რომლითაც დღეს AI ტექნოლოგია გამოიყენება.

ხელოვნური ინტელექტის იდეალური მახასიათებელია მისი რაციონალიზაციისა და ქმედებების ისეთი უნარი, რომლითაც კონკრეტული მიზნის მიღწევა შეუძლია. ხელოვნური ინტელექტის ქვეჯგუფი არის მანქანური დასწავლა (ML), რომელიც ეხება კონცეფციას, რომ კომპიუტერულ პროგრამებს შეუძლიათ ავტომატურად ისწავლონ და მოერგონ ახალ მონაცემებს, ადამიანების დახმარების გარეშე. სიღრმისეული შესწავლის ტექნიკა ააქტიურებს ავტომატურ სწავლას, უზარმაზარი რაოდენობის არასტრუქტურირებული მონაცემების შთანთქმის გზით, როგორიცაა ტექსტი, სურათები ან ვიდეო.

ეს დიზაინის ის მცირე დეტალებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად ციფრულ პროდუქტსა თუ ვებ-გვერდში არის ჩაშენებული. მიკროინტერაქციის მაგალითია შეკვეთის დასასრულს კონფეტის ამოყრა. ასევე AI ასისტენტის ჩაშენება, რომელსაც კითხვების შემთხვევაში მიმართავენ. მისი მიზანია, მომხმარებლის გამოცდილება უფრო სასიამოვნო და დასამახსოვრებელი აქციოს.

მიკროინტერაქციას შეუძლია:

  • გაზარდოს მომხმარებელთა ჩართულობა;
  • ვებ-გვერდის მოხმარება და ხელმისაწვდომობა გააუმჯობესოს;
  • წარმოაჩინოს ბრენდის უნიკალური იდენტობა;
  • უბიძგო მომხმარებლებს პროდუქტის შეძენისკენ უფრო ‘რბილი’ ხერხებით, ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებით.

ამ დრომდე ბიზნესებს მსგავსი მიკროინტერაქციების შესაქმნელად მრავალი IT პროფესიონალი და გრაფიკული დიზაინერი სჭირდებოდა. დღეს კი მისი შექმნა AI-ის გამოყენებითაა შესაძლებელი. Adobe Express ამაში დიდ დახმარებას გაგიწევს. მისი საშუალებით მიმზიდველ ვიზუალურ კონტენტს შექმნი. თუ შთაგონება გჭირდება, Adobe Firefly-ს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები გამოცადე. აქ შეძლებ შენს ბრენდსა და მიზნებზე მორგებული დიზაინის მქონე ფოტო და ტექსტური ეფექტების გენერირებას.

ხელმისაწვდომობა

აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გათვალისწინებაც. ბრენდი უნდა ზრუნავდეს, მისი კონტენტი ხელმისაწვდომი იყოს ყველა მათგანისთვის. ამისთვის საჭიროა Web Content Accessibility Guidelines (WCAG) სტანდარტების დანერგვა ვებ-გვერდზე მუშაობის პროცესში. იგი საშუალებას აძლევს დეველოპერებს, შეამოწმონ ციფრული პროდუქტის ხელმისაწვდომობა. WCAG სტანდარტები ამისთვის საუკეთესო გზად მიიჩნევა.

2024 წელს კომპანიებმა AI-ის გამოყენება მათი კონტენტის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად უნდა დაიწყონ. ამას კი შემდეგი გზებით მიაღწევენ:

  • სურათების აღწერების დამატება. AI ხელსაწყოებს ავტომატურად შეუძლიათ კონტენტში გამოყენებული სურათებისთვის ალტერნატიული ტექსტის გენერირება. თუმცა ბრენდებმა აუცილებლად უნდა გადაამოწმონ მათი შესაბამისობა;
  • ვიდეოების დასათაურება და სუბტიტრები – AI ამ შემთხვევაშიც წარმატებით გამოიყენება. თანაც სოციალურ მედიაში მისი პოპულარულობა თანდათან იზრდება;
  • ხელმისაწვდომობის შემოწმება – AI ხელსაწყოები მის გაუმჯობესებაში დაგეხმარება;
  • AI ჩატების შექმნა, რომელიც ძნელად მოსაძიებელ კონტენტს უფრო მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.

თუმცა, აქვე უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა მომხმარებლის საჭიროება ადამიანების ჩარევის გარეშე ვერ გადაიჭრება. AI-ის მიერ განხორციელებული ცვლილებები უნდა გადამოწმდეს, რათა სრულად აღმოიფხვრას ბარიერები ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის.

როგორც ხედავ, დიზაინში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მრავალმხრივ შეგიძლია, რითაც დაზოგავ დროს, ენერგიას, იქნები მეტად კრეატიული და მომხმარებლებზე ორიენტირებული. ეს კი საბოლოოდ ბიზნესის წარმატებაშიც აისახება. ამიტომ, თუ ჯერ კიდევ არ იყენებ AI-ის შენს საქმიანობაში, გირჩევ, 2024 წელი სწორედ მისი დანერგვით დაიწყო.

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება