ისწავლე გრაფიკული დიზაინი ნულიდან- პროგრამაზე მიღება დაიწყო!

blog-detail-img

ბრენდებს შორის კონკურენციის ზრდამ და სოციალური მედიის განვითარებამ ბაზარზე გარკვეული პროფესიების მიმართ მოთხოვნა გაზარდა. თუ ჩვენსავით პატარა ექსპერიმენტს ჩაატარებთ, საინტერესო შედეგს დაინახავთ: უბრალოდ გადახედეთ დასაქმების სხვადასხვა ვებ-გვერდს და აღმოაჩენთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოცხადებული ვაკანსია გრაფიკული დიზაინერია. პატარა კვლევაც ჩავატარეთ, რომლის მიხედვითაც საქართველოში სრულ განაკვეთზე გრაფიკული დიზაინერის საშუალო ხელფასი 1316-1806 ლარია, ფრილანსზე კი 1038-1846 ლარი. სიმართლე რომ გითხრათ, ეს მაჩვენელი უფრო ზოგად სურათს გვაძლევს, ვიდრე კონკრეტულს. რეალურად, ანაზღაურება ბევრად მეტია, რიგ შემთხვევებში კი რამდენიმე ათას ლარს უტოლდება.

ჩნდება კითხვა: რატომ არის ეს პროფესია ასეთი მოთხოვნადი? პასუხი ძალიან მარტივია: თანამედროვე ეპოქაში თითქმის ყველა ბიზნესი ცდილობს, ციფრულ მარკეტინგში გადაინაცვლოს.  კონკურენტულ გარემოში არსებობა კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, წარმოუდგენელია სწორი ვიზუალური კომუნიკაციის გარეშე. თუმცა, რა არის სწორი ვიზუალური კომუნიკაცია? 

ალბათ დამეთანხმდებით, რომ დიზაინის გასაკეთებლად პირველ რიგში იმის გაგებაა საჭირო, თუ რა მიზანი გვაქვს და რა მესიჯი უნდა მივიტანოთ მომხმარებლებამდე. კარგი ვიზუალი ტექნიკურად, შინაარსობრივად და სტილისტურად გამართული უნდა იყოს. თუ ცხოვრებაში სიახლე გჭირდებათ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი პროფესიის დაუფლება გსურთ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: თბილისის კომუნიკაციის სკოლამ გრაფიკული დიზაინის განახლებულ პროგრამაზე მიღება დაიწყო.

  • კურსზე, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის,  ყველაფერს ისწავლით ნულიდან
  • არ არის სავალდებულო ხატვის, ხაზვისა და შემოქმედებითი უნარების ფლობა, თუმცა სასურველია
  • მთავარია, კომპიუტერთან მუშაობა იცოდეთ და  Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ზე წვდომა გქონდეთ.

ბაზარზე უამრავი კურსია, რატომ მაინც და მაინც კომუნიკაციის სკოლა? თუ ეს კითხვა გაგიჩნდათ, მაშინ მოდით, განვიხილოთ დეტალურად:

  1. კურსის დასრულების შემდეგ, ტოპ 3 კურსდამთავრებული გარანტირებულ სტაჟირებას კრეატიულ სააგენტოებში  გაივლის: Windfor’s, Holmes & Watson, JWT Metro. ჰო, არ მოგესმათ. ჩვენ არა მარტო გასწავლით, არამედ კარიერულ განვითარებაშიც გიწყობთ ხელს.  მთავარია, მოინდომოთ.
  2. გრაფიკულ დიზაინის ლექტორი ვანო საგინაშვილია, რომელსაც ამ სფეროში 14 წლიანი გამოცდილება აქვს. მას თითქმის ყველა მსხვილი ადგილობრივი დამკვეთის პროექტზე და ისეთ კრეატიულ სააგენტოებში აქვს ნამუშევარი, როგორებიცაა: Windfor’s, Holmes&Watson, DDB Georgia და სხვა.  ამჟამად კი ევროპაბეთში არტ დირექტორის პოზიციაზეა და დიზაინერების და მოუშენ გრაფიკოსების გუნდს ხელმძღვანელობს.
  3. სწავლება ქეისებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიით მიმდინარეობს- თითოეულ ლექციას პრაქტიკული დავალება მოსდევს. 
  4. კურსის განმავლობაში ულიმიტო წვდომა გექნებათ მარკეტინგული ქეისების უდიდეს მონაცემთა ბაზასთან,  WARC-თან. 

არჩევანი თქვენზეა. თუ დეტალური სილაბუსი გაინტერესებთ, მაშინ დააჭირეთ აქ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მოსახვედრად სულ უფრო ნაკლები დრო და თავისუფალი ადგილი რჩება.

ავტორი: მარიამ კერესელიძე

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება