რა უნდა იცოდე Commshool-ის SEO-ს კურსის შესახებ?

blog-detail-img

საძიებო სისტემები ადამიანების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა – მათი საშუალებით მომხმარებელთა ონლაინ გამოცდილების 93% იწყება. ეს სტატისტიკა კი საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის (SEO) მნიშვნელობაზე ნათლად მიუთითებს. სწორედ იგი უზრუნველყოფს სამიზნე აუდიტორიის საძიებო შედეგების გვერდზე მაღალი პოზიციების დაკავებას და ამით კომპანიის სერვისების პოპულარიზაციას ხელშეწყობას. სასურველი შედეგების მისაღწევად კი გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო, რომლებსაც Google თუ სხვა საძიებო სისტემები შეიმუშავებენ.

მოთხოვნად ციფრულ პროფესიებს შორის SEO სპეციალისტი ერთ-ერთ წამყვან პოზიციებს იკავებს. ამიტომ, თუ მარკეტინგის სფერო გაინტერესებს და ახალი უნარების შეძენა გსურს, ამ ბლოგს გაეცანი. ნიკო სამხარაძე, Commschool-ის ლექტორი, დეტალურად მოგიყვება SEO კურსის შესახებ, რომელსაც იგი თავად გაუძღვება.

ნიკო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტია, 5 წელზე მეტი გამოცდილებით SEO-ს მიმართულებით. მისი პორტფოლიო 20+ პროექტს მოიცავს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ ბაზარზე ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა AdtechIgaming, ტურიზმი, ფინანსური სექტორი, E-commerce, ჯანდაცვა, ონლაინ მედია და სხვ. ამჟამად, ნიკო კომპანია Upgaming-ში SEO სპეციალისტად, ხოლო ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტო Redberry-ში ფრილანს SEO სპეციალისტად მუშაობს.

კურსის ფარგლებში ნიკო მის მიერ დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას გეგმავს. როგორც თავად აღნიშნავს, დღეს ინტერნეტის დახმარებით ყველაფრის სწავლა არის შესაძლებელი, მათ შორის, SEO-ს. თუმცა რეალური ქეისების გაცნობა და პრაქტიკული დავალებების შესრულება ცოდნის მიღების ყველაზე ეფექტური გზაა.

ძალიან ბევრ პროექტზე მიმუშავია და შესაბამისად, ბევრ წინააღმდეგობრივ ქეისთან მქონია საქმე. ბევრი ექსპერიმენტი ჩამიტარებია და ვფიქრობ, ისეთ კითხვებზე შევძლებ პასუხების გაცემას, რომლებზე პასუხის მოძიება არც ისე მარტივი იქნება.

SEO: კურსის შინაარსი და სტრუქტურა

პროგრამა თეორიული ნაწილის გარდა პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზეც იქნება ორიენტირებული. სტუდენტებთან ერთად ნიკო საინტერესო ქეისებს გაარჩევს და ერთობლივად იმსჯელებს მათთან ერთად. მისი მიზანია, კურსი რაც შეიძლება ინტერაქციული იყოს და სტუდენტებს მისცეს სტიმული, დასვან კითხვები, როგორც ზოგადი, ისე სპეციფიკურიც. როგორ დასვა კითხვები სწორად და სად ეძიო პასუხები – ეს უნარები მომავალ SEO სპეციალისტებს ძალიან გაუმარტივებთ სამუშაო პროცესს.

ჩემი მიზანია, SEO პროექტის აღების შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს შეეძლოთ მთლიანი პროექტის დამოუკიდებლად წარმართვა და შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯების ზუსტად განსაზღვრა.

SEO-ს კურსი

დაიწყე სწავლა 30 აპრილიდან

კურსის განმავლობაში პრაქტიკული დავალებებიც ზუსტად ამ მიზანს მოემსახურება. სტუდენტებს მოუწევთ როგორც ვებ-გვერდის სრული აუდიტის ჩატარება, ისე საძიებო სიტყვების კვლევა, ვებ-გვერდის ტექნიკურად გამართვა, backlink-ების მოპოვება, რეპორტინგი და ანალიტიკა.

სწავლების მეთოდოლოგია

ნიკოს მიდგომა სწავლებისადმი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გავიაროთ ახალი თემა;
  • დავსვათ კითხვები თემის გარშემო;
  • შევასრულოთ დავალება;
  • შემდეგი ლექცია დავიწყოთ დავალების განხილვით;
  • გავიაროთ ახალი თემა;
  • Repeat.

თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს კურსის განმავლობაში განვლილი თემები არ დაავიწყდეთ. იმისათვის, რომ სისტემურად გაითავისონ, რას და როგორ აკეთებენ პროექტზე მუშაობისას, ნიკო მუდმივად გამოიყენებს წინა ლექციებზე ნასწავლ მეთოდებსა და სამუშაო პროცესებს მომდევნო ლექციებშიც. შედეგად, კურსის ბოლოს, სტუდენტს ვებ-გვერდის SEO-ზე სამუშაოდ ინსტრუმენტებისა და მეთოდების სრულყოფილი არსენალი ხელთ ექნება.

კარიერული განვითარების გზა

კურსის დასრულების შემდეგ კარიერის განვითარების მრავალფეროვანი შესაძლებლობა გექნება. რადგანაც SEO სპეციალისტს ვებ-გვერდთან დაკავშირებულ ბევრ სხვა სფეროებთან უწევს შეხება, შეიძლება მისთვის საინტერესო მიმართულებით განვითარდეს. დამწყების პოზიციიდან კი მაღალი მენეჯერული როლის მორგებაც შეგეძლება (ტექნიკური/on-page/off-page გუნდის მენეჯერი, SEO დეპარტამენტის უფროსი, SEO კონსულტანტი). ციფრული მარკეტინგის სფეროში დასაქმებულთათვის კი ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება სრულფასოვან ციფრულ მარკეტერად ჩამოსაყალიბებლად.

SEO ისეთი სფეროა, სადაც საკმარისი პრაქტიკის მიღების შემდეგ პროფესიული განვითარების მხრივ ძალიან ბევრი კარი იხსნება.

აქვე ნიკოს რეკომენდაციებს დაგიტოვებ. ეს იმ რესურსების ჩამონათვალია, რომელთა დახმარებითაც მან ის ფუნდამენტური უნარები აითვისა, რომლებიც ნებისმიერ მარკეტერს უნდა ჰქონდეს:

ამგვარად, SEO კურსი საკმაოდ მრავალფეროვანი ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მოგცემს. ამიტომ, თუ მზად ხარ ახალი თავგადასავლებისთვის, Commschool-ში შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება