რატომ უნდა გამოიყენო React ვებ-დეველოპმენტში?

blog-detail-img
react

Software მიმართულებით ვებ-დეველოპმენტი ახალი ფრეიმვორკებისა და ხელსაწყოების შექმნისა და განვითარების სისწრაფით გამოირჩევა. ეს კი ართულებს მუდმივად ცვალებად და განახლებად ტექნოლოგიებში გზის გაკვალვას. თუმცა, ვებ-აპლიკაციებისთვის თანამედროვე და ინტერაქციული სამომხმარებლო ინტერფესიების შემუშავების კუთხით, React-ის სახით ნამდვილად გამორჩეული ტექნოლოგია არსებობს.

ეს Front-end ტექნოლოგია უფრო და უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება როგორც კომპანიებში, ისევე დეველოპერებს შორის. Stackoverflow-ის კვლევის მიხედვით, ოთხიდან ერთ დეველოპერს მისი შესწავლა სურს და თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, ეს ბლოგი დაგაინტერესებს. აქ გაეცნობი იმ მთავარ მიზეზებს, რის გამოც უნდა აირჩიო React.js შენი მომავალი პროექტებისთვის.

რა არის React?

REACT

React.js არის JavaScript ბიბლიოთეკა, სადაც ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის ინტერფეისის შესაქმნელად საჭირო რესურსებია გაერთიანებული. ეს ტექნოლოგია Facebook-მა შექმნა, რათა UI მიმართულებით კომპონენტებზე ორიენტირებული მიდგომა დაენერგა და Front-end დეველოპმენტის პროცესი გაემარტივებინა. მათ სურდათ, შეექმნათ დინამიკური და სწრაფად ფუნქციონირებადი სამომხმარებლო ინტერფეისი. ამისთვის კი გამოიყენეს კოდები, რომელთა ელემენტებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებელიa.

გარდა ამისა, საჭირო იყო, სტანდარტული DOM ინტერფეისის განახლების დროს არსებული შეზღუდვებისგან თავის არიდება. ეს პროცესი მრავალ დაბრკოლებას შეიცავს, რაც გავლენას ახდენს აპლიკაციის მუშაობაზე და ანელებს შესრულების სიჩქარეს. შედეგად, შექმნეს ვირტუალური DOM, რომლის საშუალებითაც განახლების პროცესი უფრო სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს.

კომპანიები, რომლებიც React-ს იყენებენ

10 წელზე მეტი დროა გასული React-ის შექმნისგან, მაგრამ იგი კვლავ აქტუალურია. დღეს 11,000-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ბიზნეს სფეროდან სწორედ მას იყენებს ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით. მათ რიცხვში კი არაერთი წარმატებული კომპანიაა:

Facebook: როგორც React-ის შემქმნელები, იგი მათი ვებ-გვერდის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის კოდში არის ჩაშენებული. მობილური აპლიკაციისთვის კი იყენებენ React Native, ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთ ვერსიას.

Netflix: ეს პლატფორმა ჩამოტვირთვის მაღალი სიჩქარითა და დიდი დატვირთვისას ოპტიმალური მუშაობით გამოირჩევა. მათ პროექტებში React ხშირად გამოიყენება. განსაკუთრებული წარმატებით კი იგი დანერგილია Gibbon პლატფორმაზე.

Instagram: ეს აპლიკაცია არაერთ ფუნქციონალს აშენებს, რომლებიც React-ზე არის დაფუძნებული. მისი API საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს, აქვს სწრაფი უკუკავშირი და მუშაობის მაღალი ხარისხი. React-ის საშუალებით შეძლეს, გადაეჭრათ ყველა ის საჭიროება, რაც Front-end ვებ და PWA დეველოპმენტთან იყო დაკავშირებული.

X (ყოფილი Twitter): ინჟინრებს მრავალი განახლების დანერგვა სჭირდებოდათ, რათა Twitter სხვა სოციალური ქსელებისგან გამორჩეულ პლატფორმად ექციათ. ამისთვის კი სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, React გამოიყენეს. მათ თავიდან გადაწერეს ვებ-გვერდის კოდი და დახვეწეს UI მიმართულება.

Khan Academy: თუკი გაინტერესებს, რატომ უნდა გამოიყენო React ონლაინ სასწავლო პლატფორმისთვის, მაშინ ამ ვებ-გვერდის ძველი და ახალი ვერსიები შეადარე. კომპანიამ ეს ტექნოლოგია აპლიკაციის შიდა რედაქტორის მუშაობის სისწრაფის გასაზრდელად ეფექტურად გამოიყენა.

React-ის გამოყენების უპირატესობები

ამ ტექნოლოგიას არაერთი სარგებლის მოტანა შეუძლია ვებ-დეველოპმენტის მიმართულებით. ამის 9 მიზეზს კი აქვე გაგაცნობ.

მისი სწავლა მარტივია. JavaScript-ის საფუძვლების ან პროგრამირების საბაზისო დონეზე ცოდნა დეველოპერებს საშუალებას აძლევს, მარტივად აითვისონ React ტექნოლოგია. Angular-სა და Ember-გან განსხვავებით, მისი მარტივად აღსაქმელი სინტაქსის გამო, მალევე არის შესაძლებელი მისი პროფესიონალურ დონეზე შესწავლა. შედეგად, ბიზნესები ამცირებენ მათი ციფრული პროდუქტის შექმნისა და ბაზარზე გამოშვების დროსაც.

კოდების ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა. შეგიძლია უკვე არსებული კოდების კომპონენტები მცირედი ცვლილებებით გამოიყენო სხვა ფუნქციონალების ასაგებად. ეს კი ზოგავს დროსა და ენერგიას.

დინამიკური ელემენტების შექმნის შესაძლებლობა. React-ის გამოყენებით შეგიძლია შექმნა ინტერაქციული კონტენტი, რომელიც გავლენას არ მოახდენს აპლიკაციის მუშაობის სიჩქარეზე.

SEO-მეგობრული. ამცირებს ვებ-გვერდის ჩატვირთვის დროს და ზრდის მუშაობის სიჩქარეს.

კოდში შეცდომის მარტივად გამოსწორების შესაძლებლობა. როდესაც ბაზარზე კონკურენტული პროდუქტის შექმნა გსურს, მნიშვნელოვანია, რომ მისი ტესტირება მარტივი იყოს. React გეხმარება, მკაფიოდ შედგენილ კოდში მარტივად აღმოაჩინო არსებული პრობლემა.

დეველოპერების ფართო საზოგადოება. დამწყებებისთვის თუ უკვე პროფესიონალი დეველოპერებისთვის, React.js-ის საზოგადოება მუდამ მზადაა დახმარებისთვის. მათ შორის, Facebook-სა და Instagram-ის ინჟინრებიც.

ხელსაწყოების მდიდარი ეკოსისტემა. დოკუმენტაციის, დიზაინისა თუ სხვა სახის ხელსაწყოები ხელმისაწვდომია Chrome-სა თუ Firefox ბრაუზერებზე.

Native მიდგომა. React Native ვებ-დეველოპმენტი JavaScript-სა და React-ის გაერთიანებით შესაძლებლობას იძლევა, ფუნქციონალებით მდიდარი UI-ის შექმნა ლოკალური აპლიკაციებისთვის Android-სა და iOS-ზე.

ეფექტურად და სწრაფად მუშაობის შესაძლებლობა. ვირტუალური DOM-ის საშუალებით მინიმალური რაოდენობის ეტაპების საჭირო განახლებების დასანერგად. ეს კი აპლიკაციის მუშაობის სიჩქარეს ზრდის და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის.

როდის უნდა გამოიყენო React შენი პროექტებისთვის?

ახლა კი იმ პროექტების ჩამონათვალს გაგაცნობ, რომლებზე სამუშაოდაც React საუკეთესო არჩევანია.

მონაცემთა ვიზუალიზაცია. React-ით შექმნი ინტერაქციულ ინფორმაციულ პანელებს, სადაც ინფორმაციის განახლება მუდმივად არის შესაძლებელი შეფერხების გარეშე.

სოციალური მედია პლატფორმები. დინამიკური ვებ-გვერდების შესაქმნელად, რომელსაც ერთდროულად ათასობით მომხმარებელი სტუმრობს, React საუკეთესო გამოსავალია.

ელექტრონული ვაჭრობის აპლიკაციები. კოდების ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა ბიზნესებს საშუალებას აძლევს, შეამციროს time-to-market დრო მათი ციფრული მაღაზიებისთვის.

სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე მობილური აპლიკაციები. ვებ-პლატფორმაზე დაფუძნებულ ნებისმიერ ონლაინ ბიზნესს პროდუქტის მობილური აპლიკაციის შექმნაც უწევს iOS-სა თუ Android-ზე. React კი საშუალებას მოგცემს, სხვადასხვა პლატფორმაზე მომუშავე აპლიკაცია შეიმუშაო. ამაში კი სწორედ Native მიდგომა დაგეხმარება.

ამგვარად, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შესაქმნელად React უპირობო ლიდერია. ამ ტექნოლოგიის ცოდნა ვებ-დეველოპერებს ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის. ამიტომ, სწორედ ახლა არის კარგი დრო ამ მიმართულებით განსავითარებლად. commschool-ში კი საინტერესო კურსს აღმოაჩენ. დეტალურად გაეცანი პროგრამას და შემოგვიერთდი React-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება