React-ის ლექტორი, ლაშა იაკობაძე პროფესიისა და გამოცდილების შესახებ

blog-detail-img

React ყველაზე პოპულარული JavaScript ბიბლიოთეკაა, რომელიც მომხმარებლის ინტერფეისისა და დინამიკური ვებ-აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა Facebook, Instagram, Netflix, X(twitter), Airbnb, Uber, Dropbox, სწორედ მისი გამოყენებით არის შექმნილი. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ეს Front-end ტექნოლოგია ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია.

react მოთხოვნადობა

თუ უკვე ფლობ HTML, CSS და JavaScript პროგრამირების ენებს და ვებ-ტექნოლოგიები გაინტერესებს, ამ ბლოგს გაეცანი. React-ის კურსის ლექტორი, ლაშა იაკობაძე უკეთ გაგაცნობს ამ პროფესიას და მოგიყვება საჭირო უნარებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

ლაშა პროფესიით მათემატიკოსია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის აინტერესებდა ალგორითმები და კომპიუტერული მეცნიერებები – რა გზას გადიოდა მოვლენა წარმოშობიდან გადაწყვეტამდე, როგორ მუშაობდა კომპიუტერი, დეველოპმენტი. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში, ეს მხოლოდ ჰობი იყო. ინდუსტრიაში მისი მოღვაწეობა მერვე წელს ითვლის. უშუალოდ კარიერა კი რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას უკავშირდება. კერძოდ, მუშაობდა Singular-სა და საქართველოს ბანკში Front-end-ის მიმართულებით. შემდგომ კარიერა Europebet-ში განაგრძო ასევე Front-end Developer-ის პოზიციაზე, 2023 წლიდან კი პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი ინჟინერია.

რეაქტი

React ლაშამ პროგრამირების შესწავლის დაწყებიდან ძალიან მალევე აირჩია. ამის მთავარი მიზეზი JavaScript-ით საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო.

React-ის მთავარ უპირატესობებად Front-end-ის სხვა framework-თან შედარებით ვთვლი იმას, რომ თავიდან ბოლომდე ეფუძნება JavaScript-ს და არის საკმაოდ მოქნილი. ასევე აქვს ძალიან დიდი community და არის ყველაზე მოთხოვნადი როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებზე.

რატომ უნდა აირჩიო React ?

როგორც ლაშა აღნიშნავს, React-ის community არის დიდი და აქტიური. ეს ტექნოლოგია Facebook-ის მიერ არის შექმნილი. შესაბამისად, ეს ხელს უწყობს ბიბლიოთეკებისა და ხელსაწყოების მდიდარ ეკოსისტემას, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას. ეს მხარდაჭერა მას უფრო ხელმისაწვდომსა და დეველოპერებისთვის ხელსაყრელს ხდის. მისი დახმარებით ქმნიან მომხმარებლის ინტერფეისებს. განსაკუთრებით გამოსადეგი კი იმ აპლიკაციების შესაქმნელადაა, სადაც მომხმარებლის ურთიერთქმედება და დინამიკური შინაარსის განახლებები გადამწყვეტია.

ეს არაა პროფესია, რომელიც მუდმივად მარტო, ინდივიდუალურად მუშაობას მოითხოვს. რეალურად ეს სფერო ერთი დიდი კომუნაა, სადაც საქმესაც ერთად ვაკეთებთ და ამასთანავე ბევრი რამ გვაერთიანებს. ვესწრებით სხვადასხვა ღონისძიებებს, ვეცნობით სფეროში მომუშავე ადამიანებს და სამსახურის შემდეგ, არაფორმალურ გარემოშიც ვიკრიბებით გასართობად. ეს ყველაფერი კი ამ პროფესიას საკმაოდ საინტერესოს ხდის.

კარიერული შესაძლებლობები

ბოლო 1 წლის განმავლობაში ქართულ ბაზარზე საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა React დეველოპერებზე. მანამდე კი მსხვილი ქართული კომპანიები უფრო მეტად Angular დეველოპერებს ეძებდნენრაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, აქ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც React-ზე ბევრად დიდი მოთხოვნაა. ასე რომ, სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო მის შესასწავლად.

რაც შეეხება დეველოპერისთვის მთავარ უნარ-ჩვევებს, ლაშას აზრით, ეს არის თვითდისციპლინა, პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება. და რა თქმა უნდა, ინტერესი იმ საქმის მიმართ, რასაც აკეთებს.

React: კურსის შესახებ

ახლა კი commschool-ის კურსის შესახებ მოგიყვები, რომელსაც ლაშა გაუძღვება და სადაც მის ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებს. პროგრამის ფარგლებში ლექტორთან ერთად პრაქტიკაში განიხილავთ JavaScript-ის ყველა იმ ასპექტს, რომელიც React-ის ფუნდამენტური შესწავლისთვის არის საჭირო. გაეცნობი React-ის უახლესი, მე-18 ვერსიის ყველა იმ ძირითად ნიუანსს, კონცეფციებსა და არქიტექტურულ ნაწილებს, რომლებიც თანამედროვე სამომხმარებლო ინტერფეისების შესაქმნელად დაგჭირდება.

კურსის პროცესი იქნება მრავალფეროვანი, ნაკლებად ფორმალური და საინტერესო ლექციებით. ამას კი ლაშა თეორიული ცოდნის გაზიარებითა და ამ თეორიის პრაქტიკაში რეალიზების გზით აპირებს. ამიტომ, მომავალ სტუდენტებს ურჩევს მონდომებას, აქტიურობასა და თვითგანვითარებას, რაც მნიშვნელოვანია პროფესიონალად ჩამოსაყალიბებლად. კურსის დასრულების შემდეგ კი გექნება რეალური ცოდნა, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული, რათა მზად იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის.

ვფიქრობ, სტუდენტი, რომელიც გამომყვება ბოლომდე, სრულიად დამოუკიდებლად შეძლებს React-ის გამოყენებით აპლიკაციების შექმნას.

ამიტომ, თუ კარიერულ განვითარებას Front-end-ის მიმართულებით გეგმავ, აუცილებლად უნდა გამოიყენო ეს შესაძლებლობა. შემოგვიერთდი, კურსს 27 თებერვალს ვიწყებთ!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება