Data Analytics-ის ლექტორი, ბექა ჩიქოვანი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ

blog-detail-img

დღეს მონაცემთა ანალიტიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საჭირო მიმართულებაა. იგი მონაცემთა უზღვავი რაოდენობიდან ჩვენთვის გამოსადეგი ინფორმაციის აღმოჩენაში გვეხმარება. სწორედ Data Analytics მიმართულება უზრუნველყოფს კომპანიების საქმიანობის ოპტიმიზაციას, მომავლის შედეგების წინასწარმეტყველებას, სამიზნე აუდიტორიის უკეთ გაცნობასა და ხარჯების შემცირებას. მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება კი საბოლოოდ ბიზნესის ეფექტური მართვის საწინდარია.

თუ გინდა, რომ უფრო ახლოს გაეცნო ამ სფეროს და გაიგო, რა შესაძლებლობებს გთავაზობს იგი, სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში ბექა ჩიქოვანი, მონაცემთა ანალიტიკის ლექტორი, საკუთარ გამოცდილებასა და სხვა არაერთ საინტერესო საკითხებს მიმოიხილავს.

გზა მონაცემთა ანალიტიკოსობამდე ბექასთვის რიცხვებთან მუშაობის სიყვარულით დაიწყო. ასევე, ჰქონდა ინტერესი, შეესწავლა პროგრამირების ახალი ენები და ტექნიკები: Excel, SQL, Tableau, Power BI. z

ამავდროულად, ეს პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადია. შედარებისთვის: 

  • უმცროსი მონაცემთა ანალიტიკოსის საშუალო ხელფასი შეადგენს 62,637$-ს,
  • middle ანალიტიკოსის – 84,027$-ს, 
  • ხოლო უფროსი ანალიტიკოსის საშუალო ანაზღაურება 101,901$-ის ტოლია.

ბექას კარიერა მონაცემთა ანალიტიკაში თეგეტა მოტორსიდან დაიწყო, საიდანაც გაგრძელდა არაერთ სხვა კომპანიაში: კრედო ბანკი, აჭარაბეთი, ლიბერთი ბანკი. აღნიშნულ ორგანიზაციებში მრავალმხრივი გამოცდილება მიიღო, რამაც საშუალება მისცა, თამამად ემუშავა ნებისმიერ სფეროში მონაცემთა ანალიზის მიმართულებით. ამჯერად ბექა მუშაობს კომპანია Intelligence-ში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს. ესენია არსებული რეპორტების ავტომატიზაცია, ჩანაცვლება, ახალი რეპორტების, მონაცემთა საცავისა და ცხრილების შექმნა რეპორტინგისთვის.

განხორციელებული პროექტებიდან ბექა გამოარჩევდა ხაზინისთვის შექმნილ კონვერტაციების რეპორტს. მან ბიზნესს მისცა საშუალება ენახა, თუ როგორი წყვილის კონვერტაციები ხდებოდა ყველაზე მეტად (მაგალითად, USD/GEL), ყველაზე მეტი ან ნაკლები კონვერტაცია კვირის რომელ დღეს და რომელ ფილიალში ხორციელდებოდა და ა. შ.

მონაცემთა ანალიტიკოსი - პროფესია

მონაცემთა ანალიტიკოსის პასუხისმგებლობა მოიცავს მონაცემების შეგროვებას, გაანალიზებას, ტენდენციების გამოკვეთას და ვიზუალიზაციების შექმნას ბიზნეს მოთხოვნიდან გამომდინარე. მან აქტიური კომუნიკაცია უნდა აწარმოოს ბიზნესთან და გასცეს გარკვეული რეკომენდაციები. ყოველდღიურ საქმიანობაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ტექნიკა არის SQL. ეს არის ენა, რომელიც გამოიყენება მონაცემთა საცავიდან ინფორმაციის წამოსაღებად იმ სახით, როგორი სახითაც ბიზნეს ამოცანას ჭირდება. 

როგორც ბექა აღნიშნავს, მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მზარდია მთელ მსოფლიოში. ანალოგიური შეგვიძლია ვთქვათ საქართველოს ბაზარზეც, სადაც მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას. ასევე გამოიკვეთა ის ტენდენცია, რომ ყველა სექტორში მონაცემთა ანალიტიკოსი არის საჭირო. ამიტომ, ახლა საუკეთესო დროა ამ პროფესიის დასაუფლებლად.

გახდი მონაცემთა ანალიტიკოსი

14 ლექცია 42 საათი 7 კვირა

თუ გადავხედავთ შრომის ბაზარს, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე მოთხოვნა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. ეს ტენდენცია კი მომავალი ანალიტიკოსებისთვის კარგია.

მნიშვნელოვანი უნარები, რომლებსაც მონაცემთა ანალიტიკოსი უნდა ფლობდეს, არის შეუპოვრობა, დამოუკიდებლად მუშაობისა და საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარი. ბექას თქმით, არ უნდა შეგაშინოს კოდის წერის დროს დაშვებულმა შეცდომებმა და შეუპოვრად უნდა გააგრძელო წინსვლა იქამდე, სანამ კოდი არ გაეშვება და არ იმუშავებს სწორად. ასევე ძალიან გამოსადეგი უნარია, შეგეძლოს Google-ის დახმარება – ამოცანის გადაჭრის დროს ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ყველაფერი გახსოვდესაუცილებელია, რომ ინდივიდუალურად შეძლო ბიზნეს ამოცანასთან გამკლავება.

Data Analytics - კურსის შესახებ

როგორც უკვე გითხარი, ბექა Commschool-ში მონაცემთა ანალიტიკის კურსს უძღვება. პროგრამის განმავლობაში შესაძლებლობა გექნება, რომ შეისწავლო მონაცემთა ანალიზის სრული ციკლი. კერძოდ, ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბება, შესაბამისი მონაცემების მოძიება, მათი გაწმენდა და დამუშავება SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია Power BI-ის გამოყენებით, მიღებულ მიგნებებსა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება.

წარმატებული კარიერული გზის გასაკვალავად საჭირო უნარების განვითარებას ბექა საკუთარი რამდენიმე წლიანი გამოცდილების გაზიარებით შეეცდება. პროცესში კი გამოიყენებს პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლებიც რეალურ ამოცანებზე იქნება დაფუძნებული. ასევე, დიდ ყურადღებას დაუთმობს ინდივიდუალურ დავალებებს, რათა სტუდენტებმა დასაქმების შემდეგ დამოუკიდებლად და ხარისხიანად გადაჭრან პრობლემები, რასაც სამუშაო გარემოში წააწყდებიან.

სტუდენტები შეძლებენ მარტივად გაუმკლავდნენ ბიზნეს ამოცანებს რომლებიც რეპორტების სახით შემოვა, დასვან სწორი კითხვები რომელიც კრიტიკული იქნება ამოცანის გადასაჭრელად.

ასე რომ, თუ მონაცემებთან მუშაობა შენთვის საინტერესო გამოწვევაა, აუცილებლად გაეცანი კურსის სილაბუსს. გამოიყენე ეს შესაძლებლობა, შემოგვიერთდი Commschool-ში და დაეუფლო მონაცემთა ანალიტიკოსის პროფესიას დარგის სპეციალისტ ლექტორთან ერთად!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება