მარიამ ჟიჟიაშვილი Data Analytics-ის კურსის შესახებ

blog-detail-img

Data Analytics – ეს არის მონაცემთა შეგროვების, ორგანიზებისა და ანალიზის პროცესი. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა უჭირავს ბიზნესის წარმატებაში, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკოსი მონაცემთა გროვის ღირებულ ინფორმაციად ქცევით აღწევს, რაც ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილების მიღებას.

თუ ანალიტიკის სფეროში მუშაობ და ახალი უნარების განვითარება ან მოთხოვნადი პროფესიის დაუფლება გსურს, ეს ბლოგი შენთვისაა. აქ გაიცნობ მარიამ ჟიჟიაშვილს, რომელმაც მონაცემთა ანალიტიკის კურსი გაიარა და ახლა საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

data analytics

მარიამი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზეა დასაქმებული. მუშაობის პროცესში ის დიდი პერიოდის მონაცემთა დამუშავების პრობლემებს წააწყდა. Excel-ის გამოყენებით რთული აღმოჩნდა დიდი მოცულობის ინფორმაციის დამუშავება, მისი ალტერნატივა კი SQL იყო, რომელთანაც აქამდე შეხება არ ჰქონია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Commschool-ში მონაცემთა ანალიტიკის კურსის გავლა და ახალი ხელსაწყოსა და ტექნიკების ათვისება.

Commschool დეტალურად გაწერილი სილაბუსისა და სწავლების მაღალი ხარისხის გამო შეარჩია. მარიამის მოლოდინები გამართლდა – შეიძინა მნიშვნელოვანი და გამოსადეგი უნარები მონაცემებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, გაეცნო მონაცემთა ანალიტიკის თანამედროვე მიდგომებსა და პლატფორმებს.

მიღებული ცოდნის გარდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გარემო, რომელსაც ქმნიდნენ ჯგუფის წევრები და ლექტორი. ის მუდმივად გვაძლევდა მოტივაციას, გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას, რასაც ძალიან ვაფასებ.

ფინალური პროექტი

კურსის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ფინალური პროექტია, რომელზეც სტუდენტები ინდივიდუალურად მუშაობენ და აჯამებენ მიღებულ ცოდნას.  მარიამისთვისაც ეს დავალება აღმოჩნდა ყველაზე დიდი გამოწვევა. დავალების შესასრულებლად საჭირო იყო შეძენილი ცოდნის სრულად დემონსტრირება, რაც დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა, მაგრამ მარიამისთვის ეს პროცესი სასიამოვნოდ წარიმართა:

ყველაზე კარგი შეგრძნება იყო ის, რომ მუშაობის პროცესში არ დავისტრესე და უბრალოდ პროექტი პროექტისთვის არ გავაკეთე, არამედ სიამოვნება მივიღე. მივხვდი, რომ ეს მიმართულება ნამდვილად საინტერესოა ჩემთვის. მონაცემთა ანალიტიკოსის უნარი არა მხოლოდ კონკრეტული მონაცემის დამუშავება, არამედ დასმული ამოცანის გადაჭრის გზების მოფიქრებაცაა, რაც ძალიან აზარტული და ინტერესიანი პროცესია ჩემთვის.

თითოეულ სტუდენტს ჰქონდა ერთი და იგივე სამუშაო ბაზა. პროექტის მიზანი იყო, აღმოეჩინათ რაიმე საინტერესო მიგნება, დაესვათ საინტერესო ამოცანა და ეპოვათ მისი გადაჭრის გზები. ლექტორის აქტიური ჩართულობის დახმარებით მარიამმა შეძლო ფინალური დავალების წარმატებით შესრულება.

Data Analytics - ვისთვის არის კურსი?

თუკი ჯერ კიდევ საკუთარი თავის ძიებაში ხარ და ახალ შესაძლებლობებს ეძებ, მარიამის რჩევას გაგიზიარებ:

უნდა დაფიქრდეთ, რა მოგწონთ. თუ თქვენი პასუხია: გამოწვევები, განვითარების მუდმივი შესაძლებლობა, მუშაობის დროს არარუტინულ, მუდმივად აზარტულ მდგომარეობაში ყოფნა და ამოცანის გადაჭრის შედეგად მიღებული კმაყოფილების შეგრძნება, მაშინ მონაცემთა ანალიტიკა შენთვისაა.

აქვე გეტყვი, რომ Commschool-ში მონაცემთა ანალიტიკის კურსის ფარგლებში შეგიძლია შეისწავლო მონაცემთა ანალიზის სრული ციკლი. პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას. გარდა ამისა, მიიღებ კარიერულ მხარდაჭერასა და რჩევებს. კერძოდ, ისარგებლებ უპირატესობით და გექნება წვდომა პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირებებთან.

ვთვლი, რომ მივიღე ის ცოდნა, რასაც ვეძებდი ამ მიმართულებით. ახლა მთავარი საკუთარ თავზე მუშაობის გაგრძელება და ცოდნის გაღრმავებაა, რაც უკვე ინდივიდუალური პროცესია.

ასე რომ, მარიამმა უკვე დაიწყო მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში, გამოცდილების მისაღებად და განსავითარებლად კი დამოუკიდებელ შეკვეთებსაც ეძებს. თუ შენც გსურს, რომ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად  პროფესიას დაეუფლო, გაეცანი დეტალურად კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება