ამბები მონაცემთა ანალიტიკის კურსიდან - თამარ კაკაბაძე

blog-detail-img

დღეს ბიზნესებისთვის მონაცემებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება – მათი გამოყენებით შესაძლებელი ხდება ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა ანალიტიკის გარეშე ისინი მხოლოდ რიცხვთა გროვაა. მათ ღირებულებას მონაცემთა ანალიტიკა ანიჭებს, რომელიც ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტაში დიდ როლს თამაშობს.

თუ მონაცემთა დიდ ბაზებთან მუშაობა შენთვის საინტერესო გამოწვევაა და ანალიტიკური უნარ-ჩვევებით გამოირჩევი, ეს ბლოგი შენთვისაა. აქ თამარ კაკაბაძეს გაგაცნობ, რომელმაც Commschool-ში Data Analytics კურსი გაიარა და მის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

თამარი უკვე წლებია, რაც ფინანსების სფეროში ანალიტიკისა და რეპორტინგის მიმართულებით მუშაობს. 21-ე საუკუნის სწრაფად ცვალებად გარემოს საჭირო უნარ-ჩვევების შესწავლით პასუხობს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Data Analytics-ის კურსის გავლა – ეს იყო შანსი, დაუფლებოდა ახალ ცოდნას და მიეღო საინტერესო გამოწვევები.

XXI საუკუნეში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უშუალო კავშირშია ტექნოლოგიებთან და უფრო მეტიც, მის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ყოფა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, ფეხი ავუწყო თანამედროვე ინოვაციებს და ყოველთვის ვიყო კონკურენტუნარიანი შრომით ბაზარზე.

რას გთავაზობს მონაცემთა ანალიტიკა?

მონაცემთა რაოდენობის უზღვავი ნაკადის გამო მოთხოვნა მონაცემთა ანალიტიკოსებზე სულ უფრო მზარდია. ტექნოლოგიურ სფეროში კი მათი ანაზღაურებაც საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ამ პროფესიისთვის საჭირო უნარების დაუფლება მომავალში კარგ შემოსავალსა და მრავალფეროვნებით სავსე საქმიანობასთან ასოცირდება. ამიტომ, თუ ახალ სფეროში გსურს საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ეს მიმართულება ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია.

მათ, ვინც მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით აპირებთ კარიერის გაგრძელებას, თამარის რჩევას გაგიზიარებთ და გეტყვით, რომ პირველ რიგში, დრო დაუთმეთ SQL-ისა და Power Bi-ს შესწავლას. ამის საშუალება კი სწორედ Commschool-ის კურსზე გექნება, სადაც საფუძვლიანად გაეცნობი მონაცემთა დამუშავების, ბიზნეს პრობლემის გაანალიზებისა და გადაჭრის ტექნიკებს. შემდგომ აუცილებლად დაეუფლეთ Python-ს, რათა ფეხი აუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს.

მონაცემთა ანალიტიკის კურსი
მონაცემთა ანალიტიკის კურსი

Data Analytics-ის კურსი

რაც შეეხება კურსს, მის მიმართ თამარის მოლოდინები გამართლდა, რაც სფეროს პროფესიონალი ლექტორისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის დამსახურებაა. გარდა თეორიული ცოდნისა, სტუდენტები პრაქტიკულ დავალებებსა და ფინალურ ინდივიდუალურ პროექტს ასრულებენ. ეს კი გამოცდილების მიღებასა და უნარების დახვეწაში ეხმარებათ. მათზე მუშაობის პროცესი თამარისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა:

იმისთვის, რომ მონაცემები გარდაქმნა საინტერესო ანალიტიკად და დაანახო იგი მომხმარებელს სხვა რაკურსით, მხოლოდ ტექნიკური ცოდნა არაფერია. საინტერესოა თვითონ ფიქრის პროცესი, ლოგიკის დაჭერა და მონაცემების ერთმანეთთან კორელაცია.

აქვე გეტყვი, რომ პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც მონაცემებთან შეხება ყოველდღიურად აქვს, სურს ამ მიმართულებით განვითარება და ახალი ხელსაწყოების შესწავლა. ასევე, მათთვის, ვისაც 0-დან სურს ამ სფეროს გაცნობა.  ლექტორის დახმარებით შეძლებ, რომ ყველა იმ მნიშვნელოვან უნარს დაეუფლო, რომელსაც წარმატებით გამოიყენებ ყოველდღიურ საქმიანობაში მონაცემებთან მუშაობის დროს.

პროგრამის დასრულების შემდეგ თამარი უკვე იყენებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას რეპორტინგის გასაუმჯობესებლად, რაც უფრო ამარტივებს ბიზნეს გადაწყვეტილების მიღებას. თუ შენც გსურს, რომ მნიშვნელოვანი როლი ითამაშო კომპანიის წარმატების საქმეში, გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება