IT Business Analysis - მაკა გუბელაძე და თამთა სულიაშვილი

blog-detail-img
it busines analysis maka gubeladze tamta suliashvili

ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესში, როდესაც იდეა რეალობად იქცევა, მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის ჩართულობაც, როგორიცაა IT ბიზნეს ანალიტიკოსი. მისი როლი ბიზნესის მოთხოვნების განსაზღვრა და აღწერაა. იგი ეხმარება კომპანიას, რომ პროდუქტების, სერვისებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების გზით ბიზნესი სწორი მიმართულებით წარმართოს. ამგვარად, IT Business Analysis ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და ბიზნეს პროცესებს ერთმანეთთან აკავშირებს, რათა კომპანიის ეფექტურობა გაზარდოს.

თუ ციფრული პროდუქტის შექმნისა და მისი მართვის პროცესით ხარ დაინტერესებული, გირჩევ, ეს ბლოგი წაიკითხო, რადგან IT Business Analysis-ის ორ კურსდამთავრებულს გაგაცნობ. მაკა გუბელაძე და თამთა სულიაშვილი მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ საუბრობენ.

it business analysis
it business analysis

მაკასთვის IT ბიზნეს ანალიტიკის სფერო სიახლე იყო. ის Commschool-ში თეორიული ცოდნის მისაღებად მოვიდა, რაც პროგრამის განმავლობაში შესრულებულმა  პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა განამტკიცა. ეს დავალებები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული იყო, რაც მისთვის მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა. ამიტომ, სწავლის პროცესში მაკას თავდაჯერებულობა გაიზარდა.

პრაქტიკაში გუნდურმა მუშაობამ წინ წამოწია ყველა ის შესაძლო კითხვა, რომელიც მსგავს შემთხვევებში ხშირად გამოიკვეთება. დასახული ამოცანების შესრულებამ კი საშუალება მოგვცა, ბიზნეს ანალიტიკოსის როლი კარგად გაგვეთავისებინა და პროცესის რეალური სურათი დაგვენახა.

რას ისწავლი IT Business Analysis-ის კურსზე?

მაკამ პროგრამის განმავლობაში შეისწავლა ბიზნეს ანალიზის პროცესის დაგეგმვა, მოთხოვნებისა და საჭიროებეიბს განსაზღვრა და დამუშავება, ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან. ასევე, ტექნიკური დოკუმენტების მომზადება აღსრულებისთვის, მონიტორინგი და გაშვება, ციფრული პროდუქტის მდგომარეობის ანალიზი და რისკების შეფასება.

კურსის განსაკუთრებით გამორჩეული ნაწილი ლექტორის მიდგომები და უშუალო დამოკიდებულება აღმოჩნდა. მაკას თქმით, სტუდენტებს ნებისმიერი კითხვის დასმა ღიად და თამამად შეეძლოთ, რაზეც ყოველთვის იღებდნენ ამომწურავ პასუხებს. მათი ჩართულობა კი ლექციებს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა. ამასთანავე, ლექტორისგან მუდმივად იღებდნენ დეტალურ უკუკავშირს.

გარდა ამისა, მაკასთვის მნიშვნელოვანი იყო Commschool-ის ადმინისტრაციული მხარის ჩართულობაც:

აქ მორგებულები არიან თითოეულ სტუდენტზე და ყველას სურვილს ინდივიდუალურად უდგებიან. ადმინისტრაციის წევრები მუდმივად მზაობას გამოხატავენ დასახმარებლად. ასეთმა დამოკიდებულებამ სწავლის პროცესი გაამარტივა და კიდევ უფრო კომფორტული გახადა.

მართლაც, Commschool-ში მაღალი ხარისხის ცოდნისა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გარდა, მიიღებ სხვა სახის სარგებელსაც. ეს გამოიხატება კარიერული დაგეგმვის კუთხით რჩევებისა და კონსულტაციების სახით, რაც კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ სამსახურის მარტივად დაწყებაში დაგეხმარება.

რაც შეეხება თამთას, ის ლიბერთი ბანკში ბიზნეს პროექტების ოპტიმიზაციის განყოფილებაში სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. მისი მოვალეობაა სასესხო პროგრამაში ახალი ფუნქციონალების შექმნა-გამარტივებისთვის IT ამოცანებისა და პროექტების დაწერა, ანალიზი და მათი შეთანხმება დამკვეთებთან. IT Business Analysis-ის კურსის გავლა ცოდნის გასაღრმავებლად და იმ ტექნიკების შესასწავლად გადაწყვიტა, რომელსაც IT ბიზნეს ანალიტიკოსები იყენებენ მათ საქმიანობაში, პროდუქტის იდეის გაჩენიდან მის რეალურ გარემოში გაშვებამდე.

ვფიქრობ, IT ბიზნეს ანალიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში. ნებისმიერ პროდუქტს ჭირდება სწორი მოთხოვნების განსაზღვრა და გაანალიზება, დაგეგმარება და შესაბამისი პროცესების აწყობა.​

ამ მიზნით თამთამ Commschool შეარჩია, რომლის პროგრამითაც მისი სილაბუსის, ლექტორისა და კურსდამთავრებულთა გამოხმაურების გაცნობის შემდეგ დაინტერესდა:

რაც ყველაზე მეტად მომეწონა იყო ის, რომ კურსის განმავლობაში პრაქტიკულ ნაწილს დიდი დრო ეთმობოდა და მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარებით არ შემოიფარგლებოდა.

თამთას მოლოდინები გამართლდა – მას უკვე შეუძლია ამოცანების სწორად დასმა და ანალიზი და მათი გადაჭრა მარტივი მიდგომებით.

ფინალური პროექტი

კურსის ბოლოს სტუდენტები ინდივიდუალურად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რომელიც მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ შეჯამებას წარმოადგენს. თამთამ დავალების ფარგლებში იმუშავა სასტუმროს დასაჯავშნი პლატფორმის Hotels.com შექმნაზე. მისთვის ეს პროცესი საინტერესო და ამავდროულად, ამაღელვებელი აღმოჩნდა. სურდა, რომ პროექტი დახვეწილი ყოფილიყო და მისი ყოველი იდეა საუკეთესოდ წარმოჩენილიყო. ამაში ძალიან დაეხმარა ლექტორის ჩართულობა, ყურადღება და რჩევები.

ასე რომ, თუკი ტექნოლოგიური სფერო და ბიზნეს პროცესები გიზიდავს, არ გადადო თვითგანვითარება და შეისწავლე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია. შემოგვიერთდი IT ბიზნეს ანალიტიკის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება