Intro to Front-end Development - მარკოზ ბაღაშვილი

blog-detail-img

თუკი ტექნოლოგიური სფეროთი ხარ დაინტერესებული, ალბათ, გსმენია Front-end Development-ის შესახებ. პროგრამული უზრუნველყოფის ეს მიმართულება პასუხისმგებელია კოდის საშუალებით ვებ-გვერდისა და აპლიკაციის ვიზუალური მხარისა და ფუნქციონალების შექმნაზე. ყოველი დეტალი – ღილაკი, ბმული, ანიმაცია – სწორედ Front-end Developer-ის მიერ არის შექმნილი. მათი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია წარმატებული ციფრული პროდუქტის შექმნის პროცესში. Front-end დეველოპერის მიზანია, რომ ვებ-სერვისის ინტერფეისი იყოს მომხმარებლებზე მორგებული, მარტივად გასაგები და მარტივად გამოსაყენებელი.

პროგრამირების სფეროში კარიერული განვითარების მრავალმხრივი შესაძლებლობა არსებობს. თუ ამ სფეროში შემობიჯებას გეგმავ და გსურს, მიიღო შესაბამისი განათლება, სწორ ადგილას მოსულხარ. წაიკითხე ეს ბლოგი და გაიცანი Intro to Front-end Development-ის კურსდამთავრებული, მარკოზ ბაღაშვილი, რომელიც საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს კურსის შესახებ.

მარკოზის დაინტერესება Front-end Development-ით განაპირობა მისმა სურვილმა, შეექმნა ინტერაქციული და დინამიური ვებ-გვერდი. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, ამ მიმართულებით მიეღო ცოდნა და გამოცდილება. Intro to Front-end Development-ის კურსზე არჩევანი შეფასებებისა და Commschool-ის კურსდამთავრებულთა მიღწევების გაცნობის შემდეგ გააკეთა.

კურსზე მხოლოდ ზედაპირული თეორიული ცოდნით მივედი, სადაც ჩემი მოლოდინები სრულად გამართლდა. ფაქტობრივად, 0-დან მოსულს უკვე შემიძლია ყველანაირი სახის ვებ-გვერდის ვიზუალი შევქმნა, რომელსაც მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციონალს დავუმატებ. რაც მთავარია, მაქვს საშუალება დამოუკიდებლად განვაგრძო განვითარება.

როგორც მარკოზი აღნიშნავს, 3 თვიანი სწავლების შედეგად დიდი გამოცდილება მიიღო. ეს სფეროს პროფესიონალი ლექტორის დამსახურებაა, რომელიც სტუდენტების არცერთ შეკითხვას ტოვებდა უპასუხოდ და მათთვის მეგობრულ გარემოს ქმნიდა. გარდა ამისა, მარკოზისთვის მნიშვნელოვანი იყო ის ყურადღება და ინტერესი, რასაც Commschool იჩენდა ინდივიდუალურად ყველა სტუდენტის სწავლის პროცესის მიმართ.

intro-to-front-end-development-markeoz-baghashvili

რას ისწავლი Intro to Front-end Development-ის კურსზე?

Front-end Development-ის კურსზე აქცენტი კეთდება ვებ-დეველოპმენტის სამ ტექნოლოგიაზე: HTML, CSS და JavaScript. პროგრამის განმავლობაში სწორედ ამ ენების გამოყენების ტექნოლოგიები შეისწავლება, რაც შემდგომი განვითარებისთვის ამზადებს კურსდამთავრებულებს. კურსის ბოლოს კი უკვე შეძლებ მცირე და საშუალო ზომის ვებ-გვერდების აწყობას, ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევას, შესწავლასა და გამოყენებას დამოუკიდებლად.

სწორედ კურსის განმავლობაში ათვისებული ცოდნა აღმოჩნდა მარკოზისთვის ყველაზე ღირებული რამ. მისთვის განსაკუთრებით გამორჩეული კი JavaScript-ის შესწავლის პროცესი აღმოჩნდა. პრაქტიკაზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში არაერთი დავალების შესრულება უწევდა. ეს გამოწვევები კი დროთა განმავლობაში ავითარებდა მის შრომისმოყვარეობასა და ნებისყოფას.

სწავლის დასაწყისში ნაკლებად ვიყავი მიჩვეული ყოველდღიურ ხანგრძლივ მუშაობას. პროგრამა თანდათან რთულდება, რაც საშუალებას გვაძლევს, ადაპტაცია მოვახდინოთ ამ სფეროსთან. ნებისყოფის ხარჯზე შევძელი, ყოვლდღიურად უფრო და უფრო დიდი დრო დამეთმო ჩემი პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ავითარებდნენ ჩემს ცოდნასაც.

შედეგად, მარკოზმა შეძლო დაეგროვებინა ის საჭირო ცოდნა და პრაქტიკული გამოვდილება, რომელიც საჭიროა, დაიწყოს მუშაობა, როგორც Front-end Developer-მა. ამჯერად, ის React-ით არის დაინტერესებული და აპირებს, სიღრმისეულად შეისწავლოს იგი და შემდგომ დასაქმდეს უმცროსი დეველოპერის პოზიციაზე.

ფინალური პროექტი - ვებ-გვერდის შექმნა

ფინალური ინდივიდუალური პროექტი Commschool-ის კურსების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილია. მის ფარგლებში სტუდენტები მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აჯამებენ და მათი გამოყენებით ასრულებენ შესაბამის დავალებას. Intro to Front-end Development-ის კურსის შემთხვევაში, ფინალური პროექტის სახით მათ ვებ-გვერდის შექმნა ევალებათ.

მარკოზმა გადაწყვიტა, რომ შეექმნა E-commerce სტილის ვებ-გვერდი, რომელიც ტანსაცმლისა და აქსესურაების გაყიდვაზეა ორიენტირებული. კურსის ფარგლებში შესწავლილი მასალის დახმარებით, მან შეძლო ვებ-გვერდისთვის რეგისტრაციისა და პროდუქტის კალათაში დამატების, ჯამური ღირებულების დაანგარიშების ფუნქციის შექმნა. ასევე, არჩეული პროდუქტების საყიდლად სპეციალური Checkout გვერდი დაამატა, სადაც გამოყოფილია არჩეული პროდუქტების, თანხისა და ბარათის მონაცემებისთვის განკუთვნილი input-ები.

მათ, ვინც Front-end Development-ით არის დაინტერესებული, მარკოზი ურჩევს:

ვურჩევ, რომ გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები და მიიღონ ის საინტერესო გამოწვევები, რომლებსაც ეს სფერო გვთავაზობს.

ასე რომ, თუკი მზად ხარ ახალი თავგადასავლებისთვის და გსურს მრავალფეროვანი ცოდნის მიღება, შემოგვიერთდი Commscool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება