გზამკვლევი პროფესიაში: UI დიზაინერი

blog-detail-img

დღეს მრავალი კომპანია ციფრული პროდუქტების დახმარებით ახორციელებს საკუთარ საქმიანობას. ისინი ქმნიან არაერთ აპლიკაციასა თუ ვებ-გვერდს, რომელთა საშუალებით მათ პროდუქციას წარუდგენენ მომხმარებლებს და ერთმანეთთან აკავშირებენ. იმისთვის, რომ შექმნან ისეთი წარმატებული პლატფორმა, რომლის გამოყენებაც მარტივია და სასიამოვნო გამოცდილებასთან ასოცირდება, საჭიროა არაერთი პროფესიის ადამიანის ჩართულობა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება UI Design არის.

ვინ არის UI დიზაინერი? UI დიზაინი (User Interface Design) მოიცავს პროდუქტის ინტერფეისის ყველა ვიზუალურ და ინტერაქციულ ელემენტს, მაგალითად, ღილაკებს, ტიპოგრაფიას, ფერთა სქემას და სხვა. UI დიზაინერის მიზანია, შექმნას ისეთი გამოცდილება, რომელიც მომხმარებლის ზედმეტ ფიქრს არ საჭიროებს. კერძოდ კი, იგი მუშაობს ინტერაქციის დიზაინსა და ციფრული პროდუქტის ესთეტიკურ მხარეზე.

აქვე გეტყვი, რომ პროფესიონალ UI დიზაინერზე მოთხოვნა დიდია. მაღალია მათი ანაზღაურებაც. Indeed-ის მიხედვით, ამერიკაში UI დიზაინერის წლიური საშუალო ხელფასი 77 832$-ია. საქართველოში კი ეს მონაცემი თვიურად 2500 ლარს შეადგენს.

UI დიზაინის დაუფლება ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელს შეუძლია განსხვავებული დისციპლინებიდან. ამის მიღწევა კი შემდეგი ეტაპების გავლის შემდეგ შეგიძლია:

1. ისწავლე დიზაინის მთავარი პრინციპები

დიზაინერები თავიანთ საქმიანობაში იყენებენ სხვადასხვა ფუნდამენტურ პრინციპს. ეს ცოდნა მოიცავს ფერების, ხაზების, ფორმების, ფოტოსურათების და სხვა გამომსახველობითი საშუალების გამოყენებით, როგორ განალაგონ ორგანიზებულად ინფორმაცია, ჩართონ მომხმარებლები ვიზუალურად და ინტელექტუალურად, მიიპყრონ მათი ყურადღება ან/და აღძრან მათში გარკვეული ემოცია.

ამგვარად, პირველი ნაბიჯი UI დიზაინში სწორედ ამ ტექნიკების შესწავლით უნდა გადადგა. დიზაინი არის ხელოვნება და არა მეცნიერება. აქ არ არსებობს სწორი პასუხები. ამიტომ საკუთარი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება ამ პროფესიის თანმდევი მუდმივი პროცესია და მისი ამოწურვა შეუძლებელია.

2. ჩაეწერე UI Design კურსზე

დიზაინის ტექნიკის შესწავლის გარდა აუცილებელია სხვა პროფესიული და სპეციალიზებული უნარების ფლობაც. იმისთვის, რომ UI დიზაინერმა შექმნას სასიამოვნო ვიზუალი და მისი საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია მომხმარებელს, ის იყენებს ბალანსს, განლაგებას, კონტრასტს, შეხამებას.

თუ როგორ გამოიყენო სწორად ვიზუალური საშუალებები ციფრული პროდუქტის შინაარსობრივი მხარის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, შეისწავლი UI დიზაინის კურსებზე. Commschool სწორედ ამის შესაძლებლობა გეძლევა. UI Design კურსის ფარგლებში გაივლი ყველა იმ ეტაპსა და მეთოდს, რასაც ინტერფეისის დიზაინერის მოვალეობა და სამუშაოს სპეციფიკა ითვალისწინებს.

თანაც, სწავლების მეთოდი ძირითადად პრაქტიკაზე არის დაფუძნებული. პროგრამის განმავლობაში შეასრულებ არაერთ სავარჯიშოსა და ფინალურ ინდივიდუალურ პროექტს. ეს დაგეხმარება ათვისებული მასალისა და უნარების დახვეწასა და გაუმჯობესებაში.

3. ისწავლე UI Design-ის მთავარი ხელსაწყოები

UI Design-ის კურსი დაგეხმარება, რომ დიზაინისთვის საჭირო სხვადასხვა ხელსაწყოთი მუშაობის გამოცდილება მიიღო. შემდეგ კი თავად გააგრძელო ამ მიმართულებით განვითარება.

გარდა ამისა, პროფესიულ ზრდაში დაგეხმარება იმ ხელსაწყოების შესწავლაც, რომელსაც UX ან სხვა დიზაინერები იყენებენ. ესენია Photoshop, Sketch, Illustrator, InVision Studio, Adobe XD, Axure, ProtoPie, Framer, Principle. მათი გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა აუცილებელი არ არის, რადგან მრავალი პროცესის წარმართვა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით არის შესაძლებელი. თუმცა ფართოდ გავრცელებული აპლიკაციების ცოდნა მხოლოდ გაამარტივებს შენს საქმიანობას.

4. იმუშავე ინდივიდუალურ UI Design პროექტებზე

ცოდნის მიღებასთან ერთად აუცილებელია, რომ პრაქტიკაში გამოცადო შენი შესაძლებლობები. დაიწყე UI დიზაინის განსხვავებულ ეტაპებზე მუშაობა. როგორც კი უფრო ახლოს გაეცნობი Wireframing და პროტოტიპის შექმნის პროცესს, მზად იქნები, დამოუკიდებლად იმუშაო UI პროექტზე.

ამ შემთხვევაში საუკეთესო გზა არის არა არსებული დიზაინების ხელახლა გაკეთება, არამედ ორიგინალურ პროექტებზე მუშაობა. ასევე, თუკი დიზაინის გუნდის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებ, განივითარებ რბილ უნარებსაც. მიიღებ კომუნიკაციის და თანაგუნდელებთან ერთად მუშაობის საინტერესო გამოცდილებას. ეს იქნება ერთგვარი გამოწვევა და ყოველ ეტაპზე შენი უნარების გამოცდა პრაქტიკაში. ხოლო როდესაც შენს პროექტს სხვებს წარუდგენ უკუკავშირის მისაღებად, ეს დაგეხმარება, უკეთ გაიგო, როგორ ურთიერთქმედებს შენ მიერ შექმნილ დიზაინთან მომხმარებელი.

5. შექმენი UI პორტფოლიო

შენზე, როგორც UI დიზაინერზე, ყველაზე კარგად პორტფოლიო მეტყველებს. ამიტომ, შექმენი მისი საუკეთესო ვერსია. მოიფიქრე შენთვის საინტერესო პროექტის იდეა, იმუშავე მის განხორციელებაზე და შემდგომ გამოაქვეყნე იგი საჯარო პლატფორმაზე, მაგალითად, GitHub-ზე. ეს დაგეხმარება დიდი აუდიტორიისთვის შენი ნამუშევრების გაცნობაში და სოციალური კავშირების გაფართოებაში.

რაც შეეხება ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებას, გირჩევ, რომ შენი პორტფოლიო შესაბამისი კომპანიის საქმიანობასა და მიზნებს მოარგო. ამით დამსაქმებელს დაარწმუნებ, რომ კარგი არჩევანი ხარ ისეთ პროექტებზე სამუშაოდ, რომელთა განხორციელებაც მათთან მომავალში მოგიწევს. პორტფოლიოში კი შეგეძლება წარმოაჩინო შენი ძლიერი მხარეები და კრეატიულობა.

როგორც უკვე გითხარი, Commschool-ში შესაძლებლობა გექნება, შეისწავლო UI დიზაინი. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს UI დიზაინის ბაზისის შესწავლა ან ამ სფეროში უკვე არსებული ცოდნის, უნარ-ჩვევების გაღრმავება. გარდა ამისა, პროგრამის დასრულების შემდეგ გექნება კარიერული მხარდაჭერა და პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური სამუშაო შემოთავაზებებისა და სტაჟირებების მიღების საშუალება.

ასე რომ, თუკი მრავალფეროვანი გამოცდილების დაგროვება და წარმატებული კარიერის დაგეგმვა გსურს, აირჩიე UI Design და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება