ამბები Introduction to Programming-ის კურსიდან - მარიამ ქშუტაშვილი

blog-detail-img

Introduction to Programming-ის კურსზე იმიტომ მოვედი, რომ დღეისათვის მოთხოვნადი სფეროა პროგრამირება და მინდოდა საფუძველი შემექმნა. ბევრი პროფესია ხდება ამ სფეროსთან ინტეგრირებული და საჭიროა გესმოდეს მინიმუმ საფუძვლები რათა სამყაროსგან მოწყვეტილი არ იყო.

ტექნოლოგიურ საუკუნეში ცხოვრებას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის პროფესიული მხრივ მრავალი არჩევანი და განვითარების პერსპექტივა. Intro to Programming-ის კურსი კი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები, საჭირო ხელსაწყოები და ა.შ.  რომელთა გამოყენებასაც ნებისმიერ სფეროში შეძლებ.

თუ გსურს, შეისწავლო პროგრამირების საფუძვლები და ფეხი აუწყო ტექნოლოგიურ პროგრესს, სწორ ადგილას მოხვდი. ამ ბლოგში გაგაცნობ Intro to Programming-ის კურსდამთავრებულს – მარიამ ქშუტაშვილს, რომელიც კურსის შესახებ გვესაუბრა.

მარიამმა პიროვნული და კარიერული განვითარების მიზნით გადაწყვიტა პროგრამირების შესწავლა. რადგანაც მისთვის სრულიად ახალი სფერო იყო, სურდა ისეთი კურსი გაეარა, რომელიც 0-დან ასწავლიდა ყველაფერს და მაქსიმალურად მოქნილი იქნებოდა.

შეხება და გამოცდილება არ მქონია პროგრამირებასთან, ამიტომ მუდმივად ვთვლიდი, რომ ჩემით სწავლისას შეიძლებოდა სადმე შეცდომა დამეშვა. ამიტომაც მჭრდებოდა ვინმე, ვინც მიმართულებას მომცემდა და ფიქრის გზას მასწავლიდა.

მარიამისთვის კურსი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან პროფესიულ ცოდნასთან ერთად შეიძინა ღირებული თვისებები და პრაქტიკა. გამოიმუშავა სწალის ეთიკა, ისწავლა საკუთარ თავთან მუშაობა და პრობლემების სხვა რაკურსით დანახვა. 

მგონია, რომ კურსმა ცოდნის გარდა ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მუშაობისა და სწავლის ეთიკა გამომიმუშავა. ვისწავლე საკუთარ თავთან მუშაობა, პრობლემებში ჩაღრმავება, მოცემულ საკითხთზე სხვადასხვა რაკურსით ფიქრი.

ახალი თვისებების შეძენის პარალელურად, წარმატებული აღმოჩნდა C# პროგრამირების ენის შესწავლაც, რაშიც, მარიამის თქმით, დიდი წვლილი მიუძღვის ლექტორის მიდგომებს. მას პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასთან ერთად დამოუკიდებელი ფიქრის ასპექტები შემოჰქონდა კურსის მსვლელობისას, რაც დადებითი ასპექტი იყო მარიამისთვის, რადგან  გამზადებული პასუხები მხოლოდ იმ კონკრეტულ სიტუაციას ერგება და ზოგად პრობლემებთან გამკლავებისას არ გეხმარება.

რაც შეეხება ფინალურ პროექტს, ის მარიამისთვის სასიამოვნო გამოწვევა აღმოჩნდა, რომელმაც მთელი განვლილი ცოდნა შეაჯამა. პროექტმა უფრო ნათელი გახადა თუ რამდენი უხილავი კომპონენტისგან შედგება განვლილი მასალა და მარიამისთვის ერთგვარი დასტური იყო, რომ მზადაა დამოუკიდებლად მართოს სირთულეები ამ სფეროში.

წარმატებული პროექტის შემდეგ მეტად ხელშესახები გახდა მიზანი, რისთვისაც ვსწავლობდით და რასთანაც შეხება გვექნება სფეროში. ეს საფეხური ნიშანი იყო, რომ მზად ვიყავი დამოუკიდებელი სირთულეების გადასალახად.

მათ კი ვინც პროგრამირების შესწავლით არის დაინტერესებული, მარიამი ურჩევს, რომ ახალი სფეროს შესწავლისას, პირველ რიგში საჭიროა სწორად გათვალო რამდენად გინდა სწავლა და რამდენად ბევრს დათმობ ამისთვის. თუმცა ძალისხმევა და თანმიმდევრულობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

მომენტებში მზად უნდა იყო რომ პირველ პრიორიტეტად დაისახო სწავლა და დანარჩენები უკანა ფონზე გადაიტანო. რისთვისაც მნიშვნელოვანია, დიდი ძალისხმევის ჩადება. არ არის მარტივი, იმუშაო ან ისწავლო უნივერსიტეტში და პარალელურად დაეუფლო ახალ სფეროს, მაგრამ არც მიუღწეველი.

მე კი გეტყვი, რომ პროგრამირების შესწავლა დაგეხმარება სხვა მხრიდან შეხედო ტექ სამყაროს და თუნდაც იმ პროფესიას რომელსაც უკვე ფლობ. ამიტომ, არ გადადო და შემოგვიერთდი Intro to Programming-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება