LinkedIn-ზე მარკეტინგის დირექტორების პროფილები რომ დავათვალიეროთ, ძირითადად ორნაირ დახასიათებას წავაწყდებით: ერთი ნაწილი ბრენდისადმი ლოიალობის ჩამოყალიბების შესახებ გვიყვება, მეორე კი მარკეტინგის ბიუჯეტის კოორდინებულ მართვას შეეხება. მართლაც, როგორც მარკეტინგის დირექტორი (CMO), შესაძლოა, ან კომპანიისთვის მთავარი მარკეტინგული სტრატეგის როლს ასრულებდეთ, ანდა თქვენი მთავარი მოვალეობები კომერციალიზაციას უკავშირდებოდეს. თუმცა რა “ტიპის” მარკეტინგის დირექტორიც არ უნდა იყოთ, თქვენი გადაწყვეტილებები დიდად განსაზღვრავს იმას, მომხმარებელი აირჩევს თუ არა თქვენი კომპანიის პროდუქტს, ასე რომ, თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ.
რა შემთხვევაში იქნებოდით ეფექტური მარკეტინგის დირექტორი? ამაზე პასუხი რთული არაა: თუ თქვენი წყალობით ბრენდის ცნობადობა და შემოსავალი იზრდება, მმართველი პირებიც და თქვენც კმაყოფილი ხართ. მაგრამ რა გჭირდებათ იმისთვის, რომ ეს შეძლოთ? აქ კი შეგვიძლია, რამდენიმე თქვენთვის სასარგებლო რჩევა მოგაშველოთ:
1. აკონტროლეთ ფინანსები – ნებისმიერმა კარგმა მარკეტინგის დირექტორმა იცის, რომ მისი მოქმედებები, საბოლოოდ, მხოლოდ იმდენად იქნება ეფექტური, რამდენადაც კომპანიას მოგებას მოუტანს. ამ მხრივ, გამონაკლისი არ არსებობს. ნებისმიერი რამ – კარგად დაგეგმილი კომუნიკაცია, მომხმარებლის შესწავლა თუ კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან კოორდინებული მოქმედების უზრუნველყოფა – აუცილებელი, მაგრამ მაინც შუალედური მიზნებია. ისინი მხოლოდ იმდენად იქნება გამოსადეგი, რამდენადაც მთავარ მიზანთან – კომპანიის მოგების ზრდასთან მიგიყვანთ. ამიტომაც, იმისათვის რომ ეფექტური მარკეტინგის დირექტორი იყოთ, ყოველთვის მხოლოდ ის არჩევანი უნდა გააკეთოთ, რომელიც მეტი ფინანსური წარმატების მომტანი იქნება, მეორე მხრივ კი, გამუდმებით უნდა ზრუნავდეთ თქვენი დეპარტამენტის ხარჯების ოპტიმიზებაზე.
2. რესურსები გამოიყენეთ ეფექტურად – საბოლოოდ, თქვენი ეფეტურობა რიცხვებმა უნდა დაადასტურონ: არ აქვს მნიშვნელობა რა სიდიდის ბიუჯეტი გაქვთ, რაც უფრო ეფეტურად გამოიყენებთ მარკეტინგის დეპარტამენტის ლიმიტირებულ რესურსებს, მით ეფექტური მარკეტინგის დირექტორი იქნებით კომპანიისთვის.
3. გადაწყვეტილებები მონაცემებზე დაყრდნობით მიიღეთ – მონაცემები სწორედ იმაში გეხმარებათ, რომ “მომხმარებლის ხმა” სწორად გესმოდეთ. საუკეთესო მარკეტინგის დირექტორები ანალიტიკურ ხელსაწყოებს თავიანთი წარმატების აუცილებელ იარაღად მიიჩნევენ.
4. უსმინეთ მომხმარებელს – ნებისმიერი წარმატებული მარკეტინგის დირექტორისთვის მომხმარებელი ყველაფერზე წინ დგას: თქვენ უნდა შეძლოთ, რომ კომპანიაში “მომხმარებლის ხმას” წარმოადგენდეთ. ამისათვის კი გამუდმებით თვალყური უნდა ადევნოთ სამომხმარებლო გამოცდილებას და ამ პროცესში გამოვლენილი საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისთვის ზრუნავდეთ.
5. თქვენი გუნდისთვის იქეცით ინსპირაციის წყაროდ – იმისათვის, რომ თქვენმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღოს,მნიშვნელოვანია, თქვენი კომპანიის მარკეტინგის გუნდებთან მჭიდრო და გამართული კომუნიკაცია უნდა გქონდეთ: თქვენ მათ ინსპირაცია უნდა მისცეთ, უნდა მიეხმაროთ, რომ მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისთვის უნიკალური გადაწყვეტები იპოვონ.
6.იყავით კოლაბორაციული სხვა დეპარტამენტებთან – მარკეტინგი არ არის მხოლოდ მარკეტინგის დეპარტამენტის პასუხისმგებლობა: სინამდვილეში, ის კომპანიის ყველა დეპარტამენტს ეხება. ყველაფერი, რაც კომპანიის სახელით ხდება, იქნება ეს ინვოისის გაგზავნა თუ გარე მომწოდებლებთან ურთიერთობა, რაღაცას ამბობს ბრენდის შესახებ. ამიტომაც წარმატებულ მარკეტინგის დირექტორს მჭიდრო კომუნიკაცია და კოლაბორაცია არა მხოლოდ თავის გუნდთან, არამედ კომპანიის სხვა დეპარტამენტებთანაც სჭირდება, მაგალითად, გაყიდვების, მომსახურებისა თუ მომხმარებლის მხარდაჭერის გუნდებთან. მხოლოდ ასე შეძლებთ, კომპანიის თანმიმდევრული ტონალობის კონტროლსა და შენარჩუნებას.
7. აწარმოეთ თანმიმდევრული კომუნიკაცია – თქვენ უნდა შეძლოთ ბრენდის მმართველი გუნდის ენა მარკეტინგულ სტრატეგიაში თარგმნოთ, ეს სტრატეგია კი, ყველა შესაძლო არხში, ერთსა და იმავე ტონალობას გამოხატავდეს.
8. იყავით მორგებული, მოქნილი და სწრაფი- კარგი მარკეტინგის დირექტორი არ უშინდება ცვლილებებს, პირიქით, სწორედ ის არის კომპანიაში ცვლილების ინიციატორი Რაც შეიძლება ხშირად უნდა აკონტროლოთ მონაცემები, რათა სიტუაციას უსწრაფესად მოერგოთ; ეს გჭირდებათ არა მხოლოდ კონკურენტთა შორის წარმატების მოსაპოვებლად, არამედ იმისთვის, რომ მომხმარებელს “დაეწიოთ”. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ როცა მონაცემები რამეს გვეუბნება, ცვლილება უკვე მომხდარია: მომხმარებელი ყოველთვის ჩვენზე წინ არის და საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფი მოქმედება.
9. იფიქრეთ მთლიან სამომხმარებლო გამოცდილებაზე – თქვენი ფიქრი მარკეტინგისა და რეკლამირების არხებს უნდა გასცდეს: თუ მთლიან სამომხმარებლო გამოცდილებაზე კონცენტრირდებით, უკეთ მიხვდებით, რა მომენტში, სად შეგიძლიათ მომხმარებელზე გავლენის მოხდენა.
10. კარგად გაიცანით თქვენი მომხმარებელი – მარკეტინგის დირექტორმა მნიშვნელოვანია, იცოდეს, რას წარმოადგენს ბრენდი მომხმარებლის პერსპექტივიდან; ასე თქვენ მომხმარებლის მოლოდინების გამართლებას შეძლებთ.
ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები თქვენთვის სასარგებლო იქნება. თუმცა წარმატებულ მარკეტინგის დირექტორად ქცევისთვის გაცილებით მეტის გაგება შეგიძლიათ ჩვენს მარკეტინგის მენეჯმენტის კურსზე, რომელიც 30 მაისს იწყება!