გაიცანი Intro to Front-end-ის ახალი ლექტორი - გიორგი კვირიკაშვილი

blog-detail-img

Front-end დეველოპერი ალბათ ყველაზე მკაფიოდ აღიქვამს ვებსაიტსა და კლიენტს შორის კავშირს; იცის თითოეული ღილაკი რას შვრება, თითოეული დიზაინის უკან რა იმალება და პროგრამირების პარალელურად, საბოლოო მომხმარებლადაც იქცევა.

ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, იქმნება ახალი და საკმაოდ მრავალფეროვანი პროფესიები, რომელთა პოპულარობა დღითდღე იზრდება. ნებისმიერ ვებ-გვერდსა თუ აპლიკაციის შექმნაზე, რომელსაც შესაძლოა ყოველდღიურად იყენებ, Front-end დეველოპერები მუშაობენ. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ის რაც საიტის ‘კულისებში’ ხდება, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მარტივად აღქმადი და ფუნქციონირებადი იყოს.

ფრონტ-ენდის პოპულარობაზე შექმნილი ფრეიმვორკების სიმრავლეც მეტყველებს. თუ დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, ვფიქრობ ეს ბლოგი შენთვის საინტერესო იქნება, რადგან გაგაცნობ Into to Front-end Development-ის ახალ ლექტორს – გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებასა და მომავალ ხედვებს პროფესიასთან და კურსთან დაკავშირებით.

გაიცანი გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი Front-end-ით ჯერ კიდევ უნივერსიტეტში დაინტერესდა. დეველოპმენტის სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ, ის კომპანია სინგულარში მიიღეს, როგორც ჯუნიორ დეველოპერი და პარალელურად კერძო შეკვეთებზეც მუშაობდა, რათა გამოცდილება დაეგროვებინა. ამჟამად გიორგი Flutter international-ის Senior Front End Developer-ია

სინგულარმა იმხელა კომფორტი და განვითარების საშუალება მომცა, რომ სხვა კომპანიით დღემდე არ დავინტერესებულვარ.

პროფესიაზე საუბრისას, გიორგიმ გაგვიზიარა თავისი მოსაზრებები Front-end Developer-ის მნიშვნელობაზე. მისი აზრით, ნებისმიერი კომპანიისთვის აუცილებელია ამ უნარების მქონე ადამიანი, რადგან სწორედ ის არის შუამავალი კლიენტსა და პროდუქტს შორის.

ეს სფერო იმაზე აქტუალურია, ვიდრე წარმოგვიდგენია. წარმოიდგინეთ ნებისმიერი თანამედროვე პროდუქტი ვებ-გვერდის გარეშე. ფრონტ-ენდის პოპულარობაზე შექმნილი framework-ების სიმრავლეც მეტყველებს.

Front-end Libraries and Frameworks

Front-End-Frameworks-and-Libraries1

თუ არ იცი გეტყვი, რომ ფრონტ-ენდ პროგრამირებას ბევრი ქვედა შრე აქვს და არ მოიაზრებს სწორხაზოვნად ერთ რომელიმე ენას ან პროფესიას. თუ მხოლოდ დიზაინის აწყობით დაინტერესდები, შეგიძლია მომავალი კარიერა markup developer-ად განაგრძო. ასევე შეგიძლია Javascript საფუძვლიანად შეისწავლო და web developer გახდე. ამის შემდეგი საფეხური შეიძლება იყოს ფრონტ-ენდის რომელიმე ფრეივორკში(react, angular, vuejs, etc…) დახელოვნდე და მხოლოდ ამ ვიწრო განხრით იმუშავო მსხვილ კომპანიებში. 

ფრონტ-ენდი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. თავიდან იწყებ HTML, CSS-ით, შემდეგ უკვე გადადიხარ Javascript-ზე და სირთულეც მაშინ იწყება. ამ დროს ყველაფერი ერთმანეთში ერევათ და ეშინიათ, რომ ამდენ რამეს ერთად ვერ გადახარშავენ. სინამდვილეში ეს ბუნებრივი პროცესია, და ყველა გადის ამ ეტაპს. დროთა განმავლობაში ყველაფერი ლაგდება და სინქრონში იწყებს მუშაობას

რა დაგხვდება კურსზე?

იმისთვის რომ ყველაფერი უფრო ლოგიკური იყოს სტუდენტებისთვის, გიორგი გვიზიარებს, რომ მისი მიდგომები მოიცავს პრაქტიკაზე დაფუძნებულ თეორიას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტუდენტებს თეორია შინაარსობრივადაც მიაწოდო, რადგან აკადემიური ტერმინები თავიდან შესაძლოა დამაბნეველი აღმოჩნდეს. 

მაქსიმალურად ვეცდები თეორია ასოციაციურად მივაწოდო მათ, მარტივად დავანახო რეალურ ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში რამდენად გვაქვს შეხება ამ ყველაფერთან და შემდეგ უკვე პრაქტიკით ვაჩვენო, რომ არც ისეთი რთული ყოფილა, როგორი წარმოდგენაც აქვთ ხოლმე პროგრამირებაზე.

დამწყებ დეველოპერებს გიოორგი ურჩევს, რომ მუდმივად დასვან კითხვები – იქნება ეს თანამშრომლებთან, ინტერნეტთან თუ საკუთარ თავთან. ეს დაგეხმარება ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში და გაგიმარტივდება იმ ენისა თუ ფრეიმვორკის პოვნა, სადაც ყველაზე კომფორტულად იგრძნობ თავს. 

შევეცდები კითხვის დასმა და პასუხის ძიება ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევად ვაქციო სტუდენტებში.

გიორგის თქმით, მისთვის კურსის მიზანი არა მხოლოდ ვებ-გვერდის აწყობის ცოდნაა, არამედ მნიშვნელოვანია სტუდენტებს გამოუმუშავდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი და შეეძლოთ ნებისმიერი პრობლემის მყისიერად გადაჭრა საჭირო ინსტრუმენტებით. შენ კი გირჩევს რომ:

დაიჭირონ ის წერტილი რაც ინტერესს გაუღრმავებთ ამ პროფესიის მიმართ და სწავლის პროცესში სულ ამ წეტილზე იყვნენ ორიენტირებული. დაისახონ მიზანი, რისთვის უნდათ ამ სფეროში დახელოვნება, რაც სტიმულს მისცემთ, რომ მაქსიმალური ძალისხმევა ჩადონ ამაში.

მე კი გეტყვი, რომ Intro to Front-end Development-ის კურსზე მიღება უკვე დაიწყო. დროა დაისახო მიზანი რისთვისაც გინდა ამ სფეროს შესწავლა, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე კი სწორედ ქომსქული დაგეხმარება. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება