გაიცანი Data Analytics-ის ლექტორი, ვასო ოჩიგავა

blog-detail-img

ეჭვგარეშეა - ანალიტიკა არ არის მხოლოდ მომავლის საქმე, ეს არის საქმე აქ და ახლა!

მონაცემების სიჭარბე დღეს ტექნოლოგიური სამყაროს მთავარ მახასიათებლად იქცა. თუმცა, შეგროვებული მონაცემები მოითხოვს სათანადო ინსტრუმენტებით, დროის მოკლე პერიოდში დამუშავებას და მათ საფუძველზე სწორი და საჭირო დასკვნების გამოტანას; ამას კი – მონაცემთა ანალიტიკოსი აკეთებს. 

დღეს თითქმის ყველა ინდუსტრია იყენებს მონაცემთა ანალიტიკას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ამიტომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მზარდი პროფესიაა 2020-2025 წლებში, ხოლო მონაცემთა ანალიტიკოსის საშუალო ხელფასი საქართველოში 3500 ლარია. ამიტომ, თუ ანალიტიკურ და მომგებიან სფეროს ეძებ, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში ჩვენი პროგრამის ახალ ლექტორს – ვასო ოჩიგავას გაგაცნობ, რომელიც პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება.

ვასოს მონაცემთა ანალიტიკის სფეროში რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი იკავებდა უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 2021 წლიდან კი, მონაცემთა ინჟინერიის მიმართულებით თანამშრომლობს TBC ბანკთან, ამჟამად იკავებს მონაცემთა მოდელერის პოზიციას. 

ცნობისმოყვარეობა და შრომისმოყვარეობა დამეხმარა პროფესიული უნარები საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ორგანიზაციაში TBC BANK-ში განმევითარებინა

ვასოს უნივერსიტეტში სწავლების ყველა საფეხურზე შეხება ჰქონდა ეკონომიკურ თეორიებთან, რომელთა დასამტკიცებლადაც აუცილებელია მონაცემთა სწორი დამუშავების უნარი. ამას დაემატა 21-ე საუკუნის ტექნოლოგიური სიახლეები, რაც მისი აზრით ყველა პროფესიონალს საშუალებას აძლევს ყოველდღიურად განვითარდნენ. არც ვასო წყვეტს განვითარებას და 2022 წლიდან არის Microsoft-ის მიერ სერტიფიცირებული მონაცემთა ანალიტიკოსი Power BI-ს მიმართულებით. 

მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ მონაცემთა ანალიტიკის სფეროში ყველა დომეინში ვიკავებდი პოზიციას და ვიღებდი საჭირო უნარებს, როგორც მონაცემთა ანალიტიკოსის, ინჟინრის და მოდელერის როლს, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდიდა და ნათელს თუ რომელი მიმართულებით მსურდა განვითარება, არჩევანი ინჟინერიისა და მოდელირების განხრით გავაკეთე.

მონაცემთა ანალიტიკა არის პრობლემების გადაჭრა. პრობლემები კი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს ბიზნესზე, პერსონალზე და მომხმარებელზე. ვასოს თქმით, “გქონდეს შესაძლებლობა იმისა რომ სხვადასხვა სახის მონაცემიდან სწორი დასკვნა გამოიტანო და დაასაბუთო მოსაზრება, ყველაზე ღირებული უნარია თანამშრომლისთვის და კომპანიისთვის.”

ის ამასთანავე გვიზიარებს მონაცემთა ანალიტიკოსის ყველაზე მოთხოვნად უნარებს, რომელთა უმეტესობასაც კურსის განმავლობაში შეიძენ: 

  •  SQL;
  • პროგრამირების ენები, როგორიცაა R ან Python;
  • მანქანური დასწავლა;
  • მათემატიკა, ალბათობის თეორია, სტატისტიკა;
  • მონაცემთა მენეჯმენტი;
  • ისტორიის მოყოლის უნარი;
  •  Excel;

ვასოს აზრით, სანამ იარსებებს მონაცემები, ყოველთვის საჭირო იქნება ადამიანი, რომელიც მათთან იმუშავებს. ამიტომაც ის გვიზიარებს მოლოდინებს კურსთან დაკავშირებით:

შევეცდები კურსდამთავრებულს მოკლე დროში მივცე სწორი მიმართულება, ცოდნა, რეალური ქეისების საფუძველზე ანალიტიკოსისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარების წახალისება. სტაჟიორების ანალიტიკოსებად „გაზრდის“ რამდენიმეწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სტუდენტის მხრიდან მოტივაციითა და შრომისმოყვარეობით შესაძლებელი იქნება მისი მომზადება დასაქმების ბაზარზე ჯუნიორ ანალიტიკოსად პოზიციონირებისთვის.

თუ არ იცოდი, გეტყვი, რომ Commschool-ის კურსების განუყოფელი ნაწილია – ფინალური პროექტი, რომელიც ვასოს თქმით, არაჩვეულებრივი მაგალითი იქნება პოტენციური დამსაქმებლისთვის შენი გაწეული შრომის დასანახად და შენს კომპეტენციაში დასარწმუნებლად. მომავალ სტუდენტებს კი ურჩევს, რომ:

ეს ძალიან საინტერესო დროა ანალიტიკაში კარიერის დასაწყებად

ასე რომ, თუ მზად ხარ ამ საინტერესო დროში შეაბიჯო მონაცემთა ქაოტურ სამყაროში, რომელთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის პატივი გერგება, შემოგვიერთდი! 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება