ამბები Intro to Front-end Development-ის კურსიდან - ელენე მჭედლიშვილი

blog-detail-img

Intro to Front-end Development-ის კურსზე ყველანაირი საბაზისო ცოდნის გარეშე მოვედი, ახლა კი თავისუფლად შემიძლია შევქმნა სასურველი ვიზუალის მქონე, ფუნქციურად გამართული ვებსაიტი

თუ შენც გაინტერესებს ვებ დეველოპმენტი და გსურს მიიღო პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, სწორ ადგილად შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Intro to Front-end Development-ის კურსდამთავრებული, ელენე მჭედლიშვილი გაგაცნო, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების შესახებ გვესაუბრება.

ელენემ Front-end Development-ის სწავლა საკუთარი დის რჩევით გადაწყვიტა, მას სურდა საკუთარი თავის ამ სფეროში გამოცდა და ახალი უნარების შეძენა. ძიების შემდეგ არჩევანი Commschool-ზე შეაჩერა და სწავლაც დაიწყო.

ყოველი ლექციის შემდეგ გვქონდა პრაქტიკული დავალებები, რაც ძალიან მეხმარებოდა საკითხის სიღრმისეულად გააზრებაში

გარდა ამისა, ელენემ სხვა სტუდენტების მსგავსად ფინალურ პროექტზეც იმუშავა, რომელიც მისი თქმით, დიდი გამოწვევა იყო, თუმცა შექმნილმა გარემომ და მიღებულმა მხარდაჭერამ პროცესის წარმატებით დასრულებას შეუწყო ხელი.

ყველაზე დიდი გამოწვევა ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო, რომელშიც უნდა გაგვეერთიანებინა ყველაფერი, რასაც კურსის განმავლობაში ეტაპობრივად ვსწავლობდით, თუმცა მეგობრულმა გარემომ და ლექტორის მხარდაჭერამ მუშაობის პროცესი საგრძნობლად გაამარტივა.

ელენე ფიქრობს, რომ სწავლების სამი თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა დააგროვა და ისეთი უნარებიც გამოიმუშავა, რომლებიც სამომავლოდ გამოადგება ამ სფეროში. 

ასე რომ, თუ შენც 0-დან გსურს პროგრამირების შესწავლა ანდა ცოდნის გაღრმავება გინდა, გეტყვი, რომ  Intro to Front-end-ის კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა

  • bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა

  • Visual studio code-ის გამოყენება

  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა

  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება