UX Research & Design: პროფესია, უნარები, კარიერული გზა

blog-detail-img
ux research & design

იცოდი, რომ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაზე მუშაობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც არ არიან მათ ტექნიკურად და ვიზუალურად გამართვაზე პასუხისმგებელი? მეტსაც გეტყვი, UX Design არის მიმართულება, რომელიც აპლიკაციის/ვებ-გვერდის შინაარსობრივ დაგეგმვაზეა ორიენტირებული. ის ქმნის ჩონჩხს, რომელსაც UI (User Interface) დიზაინერი ხორცს ასხამს და ვიზუალურ მხარეს სძენს.

ვინ არის UX დიზაინერი?

UX (User Experience) Designer ფაქტობრივად, გვევლინება ფსიქოლოგისა და სოციოლოგის როლში, სწავლობს შენს გამოცდილებას და ამის მიხედვით კვალავს გზას, როგორ იყოს აპლიკაცია უფრო მარტივად გამოსაყენებელი, ესთეტიურად სასიამოვნო და ინტერაქციული. მაგალითად, სად განლაგდეს ღილაკები, რა რაოდენობით იყოს ინფორმაცია ციფრულ პროდუქტში, რა შესაძლებლობები უნდა შემოგთავაზოს აპლიკაციამ/ვებგვერდმა და ა.შ. 

უნარები

ყველა პროფესიას აქვს სპეციფიკური უნარები, რომლებსაც ამ მიმართულებით დასაქმებული ადამიანი უნდა ფლობდეს. ამიტომ გაგაცნობ UX Designer-ისთვის აუცილებელ Soft, Hard და Transferable ‘სქილებს’.

SOFT SKILLS:

  • ემპათია
  • კომუნიკაცია
  • კოლაბორაცია
  • ცნობისმოყვარეობა
  • კრიტიკული აზროვნება 

HARD SKILLS:

  • მომხმარებლების კვლევა და მიღებული ინფორმაციის ანალიზი
  • კომპლექსური ინფრომაციის გაგება და გააზრება
  • ციფრული პროდუქტის გამოყენებადობის ტესტირება
  • Wireframing (ვებ-გვერდის განლაგება, რომელზეც ჩანს, ინტერფეისის რა ელემენტები იარსებებს ციფრულ პროდუქტზე) და პროტოტიპირება

TRANSFERABLE SKILLS:

  • კვლევა
  • პროექტების მენეჯმენტი 
  • საქმიანი გამჭრიახობა
  • მომხმარებელთან ურთიერთობა

კარიერული განვითარება

რატომ არის UX Design მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, გეტყვი, რომ ეს სფერო არის საშუალება, რომლითაც ბიზნესს შეუძლია მომხმარებლის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. განურჩევლად იმისა, თუ რა პროდუქტს ქმნის მწარმოებელი, მომხმარებლების მხარდაჭერა მაინც სჭირდება. ამიტომაც დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება UX Design ციფრული რევოლუციის პირობებში.

შენი ინტერესი რომ გავზარდო UX Design-ის მიმართ, ცნობილი კომპანიების UX Designer-ების წლიურ ანაზღაურებაზეც მოგიყვები. მაგალითად, Meta-ში 168 000-263 000$-ის ფარგლებში მერყეობს, Google-ში – 162 000-264 000$-ის, Apple-ში – 149 000 – 234 000$-ის, Amazon-ში კი – 145 000-232 000$-ის. 

საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია UX დიზაინი, არა? გარდა კარგი ანაზღაურებისა, ეს სფერო  გაძლევს საშუალებას, ადამიანების ყოველდღიურობა გააუმჯობესო და ციფრულ სამყაროში მათ სუპერ გმირებად მოევლინო . ასევე, ბევრი პროფესიონალის კარიერული სტარტი UX დიზაინი სულაც არ ყოფილა. ამიტომ, თუ დიდი ხანია ფიქრობ პროფესიის შეცვლაზე და ვერ გადაგიწყვეტია რა გაინტერესებს, UX დიზაინი კარგი შესაძლებლობაა ძალების მოსინჯვისა და საკუთარი თავის პოვნისთვის.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება