GITA და თბილისის კომუნიკაციის სკოლა ბათუმში ერთობლივ ტექნოლოგიურ პროგრამებს იწყებენ!

blog-detail-img

თბილისის კომუნიკაციის სკოლა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) ერთად ბათუმის ტექნოპარკში საბაზისო და პროფესიული პროგრამირებისა და მონაცემთა ანალიტიკის ჰიბრიდულ კურსებს ატარებს, რომელიც მიზნად ისახავს აჭარის რეგიონში მსურველების ტექნოლოგიურ პროგრამებში მომზადებას.

აჭარის პროგრამირების ქსელის პროექტის ფარგლებში მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ 4 პროგრამიდან ერთ-ერთზე: Front-end Development, React, Back-end Development და Data Analytics.

Front-end Development-ისა და React-ის პროგრამებს გიორგი აფხაძე წაიყვანს. გიორგი უკვე 5 წელია ვებ-დეველოპმენტის სფეროშია. ამჟამად კი ჩეხურ კომპანია DigiSoul-ში React დეველოპერად მუშაობს. 

front-end development lecturer

იგი წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სახის მსხვილ პროექტებზე ისეთ უცხოურ თუ ქართულ კომპანიებთან, როგორიცაა STC Delta, DGA (Digital Goodies Art) და სხვა. მათ შორის ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა Crypto Trading სისტემები, e-commerce, ERP, LMS და მენეჯმენტის სისტემები.

Front-end Development – კურსის აღწერა

ვებ დეველოპმენტი წარმოუდგენელია სამი ტექნოლოგიის გარეშე, რომელიც ვებ დეველოპმენტის ხერხემალს წარმოადგენს – HTML, CSS და JavaScript.

პროგრამის განმავლობაში აქცენტი გაკეთდება HTML-ისა და CSS-ის (CSS framework – bootstrap.) მარქაფის ენისა და JavasCript-ის ბაზისების შესწავლაზე, რაც შემდგომი განვითარებისთვის მოამზადებს კურსდამთავრებულებს.

React – კურსის აღწერა

კურსის გამავლობაში სტუდენტები ისწავლიან და პრაქტიკაში განიხილავენ Javascript–ის იმ ასპექტებს, რომელიც საჭირო იქნება React-ის შესასწავლად, ხოლო ამის შემდეგ შეისწავლიან React-ის კონცეფციებს, ნიუანსებს, არქიტექტურულ ნაწილებს და ყველა იმ საჭირო უნარებს, რომელიც დამწყებ React დეველოპერს სჭირდება.

არტურს WEB Development-ში რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, ამჟამად კი იგი DataArt-ის .Net დეველოპერის პოზიციას იკავებს. 

არტურს ასევე უთანამშრომლია TBC Pay-სა და Credo Bank-თან. არტურის გამოცდილება მოიცავს საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო და ERP და სხვა აპლიკაციების შექმნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პროექტებზე. 

კურსის აღწერა

კურსი განიხილავს Back-End-ის შესწავლას 0-დან და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა Computer Science-ის საწყისები, მონაცემთა ბაზები და საჭირო ხელსაწყოები. კურსის ფარგლებში შესასწავლად გამოვიყენებთ ისეთ პროგრამულ ენას, როგორიცაა C#.

მონაცემთა ანალიტიკის პროგრამა ორ ძირითად ნაწილად იყოფა – SQL და Power BI, შესაბამისად, კურსსაც ორი ლექტორი გაუძღვება – 

მარიამს მონაცემებთან მუშაობის 5 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ისეთ წამყვან ქართულ კომპანიებში, როგორებიცაა TBC და საქართველოს ბანკი. 

მარიამს ასევე უმუშავია მონაცემებთან დაკავშირებულ ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის მონაცემთა ანალიტიკოსი, უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი, მონაცემთა მეცნიერი, ამჟამად კი TBC ბანკში Date Modeler-ია. ის ასევე მიწვეული ლექტორია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და სწავლების 4 წლიანი პრაქტიკა აქვს.

სოფიოს მონაცემებთან მუშაობის 4 წელზე მეტი გამოცდილება აქვს, იგი მუშაობდა არაერთ წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიაში, ხოლო ამჟამად TBC ბანკის მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას იკავებს. 

სოფიო ასევე არის გლობალური საზოგადოება R Ladies წევრი, რომელიც პროგრამირების ენა R-ის მცოდნე ქალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს და მის ფარგლებში ჩატარებული აქვს არაერთი ლექცია-ვორქშოპი. სოფიოს უნივერსიტეტსა თუ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების 5 წლიანი გამოცდილება აქვს.

კურსის აღწერა

კურსის ფარგლებში შევეხებით მონაცემთა ანალიზის სრულ ციკლს: ბიზნეს პრობლემის ანალიტიკურ პრობლემად ჩამოყალიბებას, შესაბამისი მონაცემების მოძიებას, მათ გაწმენდასა და დამუშავებას SQL-ის გამოყენებით, მონაცემთა ანალიზსა და ვიზუალიზაციას Power BI-ს გამოყენებით, მიღებული მიგნებების კომუნიკაციასა და ანალიტიკაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებას.

სწავლების მეთოდი

პროგრამის სწავლების მეთოდი ყველა სხვა თეორიულ საკითხებთან ერთად მოიცავს პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რასაც თან დაერთვება ლექტორების რჩევები და მათი გამოცდილების გაზიარება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის განმავლობაში იქნება 4 შეხვედრა, რომელიც მოიცავს: პროექტის გახსნით ღონისძიებას, კარიერული განვითარების დღეს, დემო დღესა და სერტიფიკატების გადაცემის/პროექტის დახურვის ცერემონიას.

პროექტი დაიწყება 2022 წლის 26 ნოემბერს და დასრულდება 2022 წლის 20 დეკემბერს.

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება