რა განსხვავებაა UX დიზაინსა და UI დიზაინს შორის?

blog-detail-img

თუ ციფრული პროდუქტების განვითარებით ხარ დაინტერესებული, ან უბრალოდ დიზაინის სფერო გიზიდავს, ალბათ ერთხელ მაინც გსმენია ფრაზა ‘UX/UI დიზაინი’. შესაძლოა ამ ორს შორის განსხვავებაც დაგიგულვას, მაგრამ იმდენად ყოფილან ერთმანეთთან კავშირში, რომ განსხვავება ვერ გაგირჩევია.  ამ ბლოგში კი მინდა სწორედ ამ ორი პროფესიის შესახებ გიამბო, მაგალითისთვის კი Commschool-ის საიტი განვიხილოთ.

თუმცა ვიდრე კონკრეტულ მაგალითზე გადავიდოდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია UX და UI-ის მნიშვნელობა განვმარტოთ:

● UX Design – User Experience Design 

● UI Design – User Interface Design 

მაგალითად, იმისათვის რომ Commschool-ის საიტზე როტაცია მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო ყოფილიყო UX დიზაინერმა გამოიკვლია და შეისწავლა მომხმარებლის გამოცდილება, მაგალითად განსაზღვრა საიტისთვის საჭირო გვერდებისა და ღილაკების განლაგება. UI დიზაინერმა კი იზრუნა ინტერაქციის დიზაინზე და საიტის ესთეტიურ მხარეზე, მაგალითად ღილაკების ფერებსა და ფორმაზე.

უფრო ვრცლად რომ ჩავშალოთ, UX დიზაინერის მოვალეობიდან გამომდინარე, მისი პროფესია ფსიქოლოგისა და სოციოლოგის როლშიც კი შეიძლება დაინახო, რადგან როგორც ზემოთ გითხარი, ის შენი, როგორც მომხმარებლის ქცევის ფსიქოლოგიის გაგებას ცდილობს, რათა გაიგოს შენში რა განცდას გამოიწვევს და როგორ იმუშავებს საიტის შემადგენელი ნაწილები, მაგალითად ეს ღილაკი 

UI დიზაინერი კი ამ ღილაკის ესთეტიურ მხარეზე იზრუნებდა, რათა ამ ღილაკზე დაკლიკების სურვილი უფრო მეტად გაგჩენოდა, მაგალითად 

ამ ორი პროფესიის განსხვავებულობა ბუნებრივია, განსხვავებული უნარების ცოდნასაც მოითხოვს, მაგალითად UX დიზაინერს უნდა შეეძლოს:

● ციფრული პროდუქტის შექმნა დიზაინერული აზროვნების მეთოდოლოგიით

● Მომხმარებლის კვლევის დამოუკიდებლად ჩატარება & ანალიზი

● კვლევიდან მიღებული ინსაითების გათვალისწინებით პროდუქტის კონცეფციისა და დიზაინის შემუშავება/ გაუმჯობესება

● პროტოტიპის შექმნა, Პროტოტიპის გამოყენებადობის ტესტირება და გაზომვა

● ციფრული პროდუქტის გუნდთან მუშაობა

ხოლო UI დიზაინერს უნდა შეეძლოს:

● ციფრული პროდუქტის სპეციფიკის, ვიზუალური სტრატეგიისა და კონცეფციის განსაზღვრა

● კომპლექსური დიზაინ პროცესის მენეჯმენტი

● დიზაინის ვიზუალური მახასიათებლების შემუშავება

● სხვადასხვა გრაფიკულ მოწყობილობაზე მორგებული დიზაინ სისტემის შემუშავება

● ფუნქციური დიზაინის პრინციპების ინტერფეისში დანერგვა და გათვალისწინება

● პროტოტაიპინგი, პროდუქტის ტესტინგი, Feedback-ის ანალიზი, იმპლემენტაცია და შეფასება

ესეც ასე, იმედი მაქვს სრულად ამოვწურე შენთვის არსებული კითხვის ნიშნები ამ სფეროსთან დაკავშირებით.

აქვე გეტყვი, რომ თუ დიზაინის სფეროთი, კონკრეტულად კი UX/UI დიზაინით ხარ დაინტერესებული, Commschool-ში ორივე კურსის გავლა შეგიძლია, ხოლო იმისთვის რომ დამატებითი დეტალური ინფორმაცია გაიგო კურსის სპეციფიკის შესახებ, გირჩევ გადადგა პირველი ნაბიჯი და ჩაეწერო უფასო კონსულტაციაზე 

გაუზიარე მეგობრებს

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება