ამბები Angular-ის კურსიდან - თემო კაკუშაძე

blog-detail-img

კურსის განმავლობაში დემო app-ებზე მუშაობამ მომცა საშუალება მესწავლა და გამეანალიზებინა ანგულარის თითოეული კომპონენტი

Angular Google-ის მიერ შექმნილი framework-ია, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგალითად იცოდი, რომ Angular-ით 3 600 000 ვებგვერდია შექმნილი და რომ Angular-ის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მიმართულებაა? მეტსაც გეტყვი, Angular დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში 4300 ლარია და GitHub-ის მიხედვით, Front-end-ში Angular მესამე ადგილზეა მოთხოვნად მიმართულებებს შორის. 

ამიტომ თუ Front-end Development-ში განვითარება ახალი მიმართულებით გსურს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა Angular-ის კურსდამთავრებული თემო კაკუშაძე გაგაცნო, რომელმაც ისეთი საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, როგორიცაა იცი HTML, CSS და JavaScript-ის მინიმალურ დონეზე ცოდნა, გადაწყვიტა განვითარება Angular-ის შესწავლით გაეგრძელებინა.

კურსამდე მქონდა “ქოფი/ფეისთ” მცდელობები, მაგრამ დიდი სურათის აღქმა მაინც ძნელი იყო, თან ისეთ მოკლე დროში როგორშიც მე მინდოდა რომ მესწავლა. სწორედ ამაში დამეხმარა კურსი და მომცა საშუალება მარტივად და სწრაფად ამეღო ალღო ახალი ფრეიმვორქისთვის.

აქვე გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში სტუდენტებს აქვთ პრაქტიკული დავალაბები, რომლის შეჯამების საშუალებაც კურსის ბოლოს ფინალურ პროექტზე მუშაობაა: “არცერთ ლექციას დავალების გარეშე არ ჩაუვლია, რაც გვეხმარებოდა პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილებაში. Სექციები ყოველთვის ინტერაქციული იყო, სალექციო დროის დასრულების შემდეგ არცერთი კითხვა არ რჩებოდა“.

თემო ასევე გვიზიარებს ფინალურ პროექტზე მუშაობის პროცესსაც და გვეუბნება, რომ:

ფინალურ პროექტზე მუშაობა იყო ისეთივე როგორც რეალურ პროექტზე მუშაობა (მკაცრად გაწერილი დედლაინი, მენეჯერთან კომუნიკაცია, ფუნქციონალის შეთანხმება, და ა.შ.). ჩემი აზრით, ეს კურსის ყველაზე ექსტრემალური მომენტი იყო, რადგან ყველანი ვცდილობდით კარგი შედეგი დაგვედო.

თემო, თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, Commschool-ში ჩაბარებას გირჩევს. იგი თვლის, რომ მას აქ მოწესრიგებული გარემო, პროფესიონალი ლექტორები და პროექტ მენეჯერები დახვდნენ, რომლებიც ორიენტირებული იყვნენ, კურსის მონაწილეებს მაქსიმალურად მეტი ცოდნა მიეღოთ. 

საუკეთესო გამოცდილება იყო მათთან კომუნიკაცია და მათი დამოკიდებულება სტუდენტის მიმართ.

ამიტომ თუ შენც გინდა, რომ Front-end დეველოპმენტში განვითარება Angular ტექნოლოგიის შესწავლით განაგრძნო, შენგან მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება, ფლობდე HTML, CSS და JavaScript-ს მინიმალურ დონეზე.

კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება
  •  
    single-page ვებ-აპლიკაციების დამოუკიდებლად აწყობა
  •  
    Angular-ის ყველა ძირითადი კონცეფციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გამოყენება
  •  
    Angular-ის ეკოსისტემაში სტანდარტად ჩამოყალიბებული ყველა best practice და არქიტექტურული პატერნის გამოყენება
  •  
    TypeScript-ის ენაზე დამოუკიდებლად მუშაობა
  •  
    TypeScript-ის ენის გამოყენება Angular-ის და სხვა ნებისმიერ TypeScript-Based ტექნოლოგიებზე
  •  
    გამოიყენო თანამედროვე Javascript და ყველა ის ძირითადი კონცეფცია, რომელიც საჭიროა თანამედროვე დინამიკური ვებ-აპლიკაციების ასაწყობად
  •  
    დამოუკიდებლად განავითარო საკუთარი თავი Angular-ზე მუშაობით ან/და სხვა Front-End Framework-ის თუ ბიბლიოთეკის შესწავლით.

ახლა კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაეცანი კურსზე ინფორმაციას სრულად 👇🏼

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება