ამბები Intro to Front-end Development-ის კურსიდან

blog-detail-img

კურსის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად შემიძლია მცირე ზომის ვებ-გვერდის აწყობა და რაც მთავარია, შეძენილი ცოდნის გაღრმავება

თუ გინდა ისწავლო Front-end Development და მიიღო პრაქტიკული ცოდნა, რომელიც სამომავლო კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება, მაშინ გაეცანი Intro to Front-end Development-ის კურსდამთავრებულების, დათა იობაშვილისა და გიგო შერმადინის ისტორიას, რომლებმაც საკუთარი მიზნები ქმედებებად აქცია, დღეს კი წარმატებით აგრძელებენ კარიერულ განვითარებას Web Development-ში.

გიგომ Front-end Development-ის სწავლა მეგობრის რჩევით გადაწყვიტა და სამსახურის პარალელურად შეძლო 0-დან დაუფლებოდა ახალ პროფესიას:

ფრონტ-ენდის კუთხით არანაირი ცოდნა არ მქონდა. რა თქმა უნდა, გამიჭირდა , მითუმეტეს სამსახურის პარალელურად. მაგრამ Commschool-ის გუნდი ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ გამეგრძელებინა სწავლა

გიგო იმასაც აღნიშნავს, რომ ვებ დეველოპმენტში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეს კურსი ძალიან დაეხმარა:

სწავლის პერიოდის განმავლობაში შევისწავლე HTML, CSS და JavaScript

თუ არ იცი გეტყვი, რომ კურსის სილაბუსი თეორიული და პრაქტიკული დავალებებით არის დატვირთული. კურსის გადამწყვეტი ნაწილი კი სწორედ ფინალური პროექტია, რომელზეც კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად მუშაობენ. გიგომ კი ფინალური პროექტის ფარგლებში საყვარელი სფეროს, ფილმების, ვებ-გვერდის შექმნაზე იმუშავა.

ძალიან საინტერესო იყო ამ პროექტზე მუშაობის პროცესი, რადგან დავინახე როგორც ჩემი სიძლიერე ცოდნაში, ისე ის თუ სად მჭირდებოდა დამატებით ცოდნის გაუმჯობესება

პრაქტიკული დავალებებიდან არ უნდა დაგვავიწყდეს გასაუბრების სიმულაციაც, რომელიც მაქსიმალურადაა მიმსგავსებული რეალურ გასაუბრებებს დამასქმებელთან, რაზეც გიგო გვეუბნება, რომ:

გასაუბრების ნაწილმა და ლაივ-კოდინგმა დიდი გამოცდილება მომცა და საკუთარი ძალების რწმენა შემძინა ფრონტ-ენდის კუთხით

სტუდენტური ამბები აქ არ დასრულებულად, რადგან ახლა მინდა დათა იობაშვილი გაგაცნო,რომელმაც დიდიხნის ძებნის შემდეგ არჩევანი სწორედ Commschool-ზე შეაჩერა!

 

დათას Front-end-ის მიმართულებით გამოცდილება არ ჰქონდა, თუმცა ამ სფეროში შემოსვლა აიტი სპეციალისტებზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა:

ამ სფეროში 0 გამოცდილებით მოვედი, შესაბამისად მინდოდა, რომ პროგრამირების „ანბანი“ მესწავლა. კურსის მსვლელობისას კი გავეცანი დეველოპმენტის საფუძვლებს და ვისწავლე HTML, CSS და JavaScript

დათა ასევე ფიქრობს, რომ გასაუბრებისა და ფინალურ პროექტზე მუშობის გამოცდილებამ მეტი თავდაჯერებულობა შესძინა და მისცა მოტივაცია, რომ ამ პროფესიაში საკუთარი თავი მუდმივად განავითაროს:

პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან მარტომ მომიწია იმ პრობლემებთან გამკლავება, რასაც კურსის მიმდინარეობისას ლექტორის დახმარებით ვაკეთებდით

ასე და ამგვარად, თუ შენც გინდა გიგოს და დათას მსგავსად ფეხი. IT სფეროში შემოდგა, ვფიქრობ Intro to Front-end Development-ის კურსი შენთვისაა.

აქვე გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა
  • bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა
  • Visual studio code-ის გამოყენება
  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა
  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

ასე რომ, თუ შენც ფიქრობ, რომ კარიერული განვითარება Front-end-ის მიმართულებით გსურს, გადადგი პირველი ნაბიჯი და შემოგვიერთდი. Intro to Front-end Development-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება