ამბები Intro to Front-end Development-ის კურსიდან

blog-detail-img

თუ გინდა ისწავლო Front-end Development და მიიღო პრაქტიკული ცოდნა, რომელიც სამომავლო კარიერულ განვითარებაში დაგეხმარება, მაშინ გაეცანი Intro to Front-end Development-ის კურსდამთავრებულის, ნიკო კეკელიძის ისტორიას, რომელმაც საკუთარი მიზნები ქმედებებად აქცია, დღეს კი წარმატებით აგრძელებს კარიერულ განვითარებას.

ნიკომ პროგრამირების სწავლა ფაქტობრივად 0-დან დაიწყო, რადგან მანამდე მცირედი შეხებაც კი არ ჰქონია ამ სფეროსთან. თუმცა ინტერესის გაჩენისთანავე გადაწყვიტა კურსის გავლა და წარმატებისკენ მიმავალი პირველი ნაბიჯებიც გადადგა.

პირველი რამდენიმე ლექცია მაქსიმალურად ადვილი და გასაგები იყო, ყველაფერი მარტივად ავითვისე. ამან კიდევ უფრო მეტად გამიჩინა ინტერესი პროგრამირების მიმართ, რაც შემდგომში იმ სირთულეების დაძლევაში დამეხმარა, რომელიც კურსის შედარებით რთულ ნაწილში მქონდა

ნიკოს აზრით, კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნა საკმარისი აღმოჩნდა, რომ წარმატებით დაუფლებოდა CSS-ს, HTML-სა და JavaScript-ს, რაც Front-End დეველოპერისთვის აუცილებელია უნარებია:

კურსზე მიღებული ცოდნით შემიძლია მივიღო, გავაგზავნო, წავშალო ან შევცვალო მონაცემები API-ის საშუალებით და ავაწყო საიტი. ასევე შემიძლია HTML, CSS-ითა და JavaScript-ით ავაწყო პატარა ბრაუზერის თამაშებიც

აქვე გეტყვი, რომ HTML მსოფლიოში არსებული ყველა საიტის სტრუქტურის შესაქმენლად გამოიყენება, მსოფლიოში არსებული საიტების 96%-ის სტილი კი შექმნილია CSS-ით, ხოლო რაც შეეხება JavaScript-ს, მსოფლიოში არსებული საიტების 95% იყენებს მას საიტზე ინტერაქტიულობის შესაქმნელად.

Intro to Front-end Development-ის კურსი პრაქტიკული დავალებებითაა დატვირთული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინალური პროექტია. სტუდენტები ქნიან დამწყები დეველოპერის პორტფოლიოს, სადაც წარადგენენ 3 სხვადასხვა პროექტს (მინი თამაშები, To do list და API-ს საშუალებით Translate საიტის აწყობა). 

ნიკო ფიქრობს, რომ ფინალური პროექტი მას კურსის განმავლობაში განვლილი მასალის შეჯამებაში დაეხმარა და რაც მთავარია, ჰქონდა გასაუბრების სიმულაცია, რომელიც კარგი საშუალებაა პოტენციურ დამსაქმებელთან  სამომავლოდ კომუნიკაციისთვის.

სასიამოვნო იყო ისეთი პროცესის დასწრება, რომელსაც ნებისმიერი დეველოპერი გაივლის თავისი კარიერის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს ლაივ კოდინგი და თავსატეხი კითხვების გაშიფრვა. ეს პროცესი ფინალური დავალების ბოლო ნაწილი იყო, რომელიც პროექტის გადაგზავნის შემდგომ ყველა სტუდენტმა გავიარეთ და როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, კიდევ უფრო მეტად მოვემზადეთ ნამდვილი გასაუბრებისთვის

ასე და ამაგვარად, ვფიქრობ, ნიკოს ისტორიის მოსმენის შემდეგ საკმარისი მოტივაცია მოგეცა, რომ საკუთარი მიზნები რეალობად აქციო. მინდა გითხრა, რომ Intro to Front-End Development-ის კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა
  • bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა
  • Visual studio code-ის გამოყენება
  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა
  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

ასე რომ, თუ შენც ფიქრობ, რომ კარიერული განვითარება Front-end-ის მიმართულებით გსურს, გადადგი პირველი ნაბიჯი და შემოგვიერთდი. Intro to Front-end Development-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება