COMMSCHOOL-ში დაწყებული წარმატების ისტორიები - ბექა სტურუა

blog-detail-img

თუ გინდა პროგრამირების ენები იცოდე და კარიერა ამ კუთხით განავითარო, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან დიდებული ნაბიჯები მოტივაციას საჭიროებს, მე კი მინდა Intro to Front-end Development-ის N1 კურსდამთავრებული, ბექა სტურუა გაგაცნო, რომელმაც საკუთარი მიზნები ქმედებებად აქცია და დღეს HobbyStudio-ში Junior Front-end დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს.

"კოდის წერას 6-7 საათს ვუთმობდი, რადგან თუ გინდა იყო კარგი დეველოპერი, მნიშვნელოვანია კოდის კარგად გააზრება"

ბექა პროგრამირებით 8 თვის წინ დაინტერესდა, კურსის გავლისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი დღეს თავისუფლად ართმევს თავს ვებ-გვერდების ინდივიდუალურად შექმნას:

"კურსის დასაწყისში ძალიან მცირე ცოდნა მქონდა, ჯერ კიდევ არ ვიყავი პროგრამირებაში გარკვეული და არც ის ვიცოდი ეს ცოდნა სად გამომეყენებინა. კურსის ბოლოს კი უკვე ვიცოდი HTML, CSS და JavaScript ისეთ დონეზე, რომ თავისუფლად შევძელი ამეწყო ვებ-გვერდის ფრონტ მხარე."

იმისათვის,რომ პროგრამირება შენი კარიერული წარმატების მთავარ ნაწილად აქციო, ბექა გირჩევს, რომ იქონიო მაქსიმალური ინტერესი ამ სფეროს მიმართ და გაიღრმავო ინგლისური ენის ცოდნა, რათა გზა საერთაშორისო ბაზარზეც გახსნილი გქონდეს.

"კურსის დასრულების შემდეგ არაერთი კურსი გავიარე ინგლისურ ენაზე, სადაც ვისწავლე Front-end-ის ბიბლიოთეკა (React, Next.js)"

კოდის წერის პროცესი გამოწვევებით არის სავსე, თუმცა როგორც ბექა აღნიშნავს, სწორედ ეს სირთულე იყო მისთვის მთავარი მოტივაცია:

როცა კოდის წერა დავიწყე, ეს იმდენად იმდენად საინტერესო პროცესი იყო, რომ აზარტში შევედი, რადგან ყოველთვის მსურდა შემექმნა რაიმე ახალი პროექტი

Intro to Front-end Development-ის კურსი პრაქტიკული დავალებებითაა დატვირთული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ფინალური პროექტია, სადაც სტუდენტები ქნიან ვებ-გვერდს:

"ჩემი პროექტი იყო ტურისტულ საიტზე, სადაც საშუალება გქონდა გემოგზაურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დაგეჯავშნა სასტუმროები, შეგეძინა ნებისმიერი სპორტის და სხვადასხვა ღონისძიების ბილეთები

გარდა პრაქტიკული დავალებებისა, კურსის დასასრულს სტუდენტებს გასაუბრების სიმულაცია აქვთ, რომელიც ბექას კარიერული განვითარებისთვის კარგი გამოცდილება აღმოჩნდა:

გასაუბრების ნაწილი - იყო პრაქტიკულ ამოცანებზე და ტექნიკურ კითხვებზე დაფუძნებული, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოცდილება იყო მომავალში რეალური გასაუბრებებისთვის

ასე რომ, თუ შენც ფიქრობ, რომ 0-დან გსურს პროგრამირების შესწავლა და კონკრეტულად ფრონტის ნაწილით გსურს განვითარება, გეტყვი, რომ  Intro to Front-end-ის კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

  • HTML, CSS და Javascript ტექნოლოგიების გამოყენება
  • მცირე და საშუალო ზომის ვებ გვერდის აწყობა
  • bootstrap-ის დახმარებით ვებ გვერდის აწყობა
  • Visual studio code-ის გამოყენება
  • საკუთარი იდეების რეალიზება და პროტოტიპის შექმნა
  • ახალი ტექნოლოგიების, framework-ების გარჩევა, შესწავლა და გამოყენება დამოუკიდებლად

ამგავრად, მჯერა, რომ საკმარისი მოტივაციით შეიარაღდი, ახლა კი მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადმოდგმაღა დაგრჩენია, ჰოდა შემოგვიერთდი, Intro to Front End Development-ის კურსზე!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება