გაიცანი ANGULAR-ის ლექტორი - ელენე კვარაცხელია

blog-detail-img

სწავლების საწყის ეტაპზე ხშირად დგება მომენტი, როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, რაც დეველოპმენტს ახასიათებს, მაგრამ მოთმინებისა და შრომის შედეგად ყოველთვის იდება სასურველი შედეგი.

ამ ბლოგში Angular-ის პროგრამის ახალ ლექტორს, ელენე კვარაცხელიას გაგაცნობ – ელენე Women Tech Makers-ის ელჩია საქართველოში და აქტიურად შეაქვს წვლილი ჩვენი ქვეყნის IT სფეროს განვითარებაში. დღეს კი მზადაა, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება სტუდენტებს გაუზიაროს.

"TBC-ში მოსვლისთანავე ჩავერთე პროექტში, გამოცდილება მივიღე რთული enterprise აპლიკაციების წერაში. პარალელურად ინდივიდუალურად ვვითარდებოდი და ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტზე, რაც მეხმარებოდა უნარების განვითარებასა და კომპეტენციის ამაღლებაში: ვმუშაობდი start-up პროექტებში, ვთანამშრომლობდი უცხოურ კომპანიებთან, რადგან მაინტერესებდა უცხოური გამოცდილების მიღებაც, ამასთან ერთად არ ვწყვეტდი როგორც ტექნიკურ განვითარებას, ასევე soft skill-ებზე მუშაობას. წინა წელს მიმიღეს Google Women Developer Academy-ში, რომლის შემდეგაც განაცხადი გავგზავნე Women Tech Makers-ში და გავხდი მათი ამბასადორი საქართველოში, ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვერთვები არაერთ პროექტში და წვლილი შეგვაქვს ჩვენს ქვეყანაში IT-ის განვითარებაში. რამდენიმე თვის წინ ჩავერთე რითეილ ინტერნეტ ბანკის დეველოპმენტში და გავხდი Front-end დეველოპერების ასოცირებული პარტნიორი (Chapter Lead), ამჟამად ვაგრძელებ განვითარებას და ახალი როლის მორგებას."

რატომ აირჩია Angular? ელენეს თქმით, ბოლო წლების განმავლობაში Angular სისტემატიურად ვითარდება და დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიაა, რომელიც გათვლილია, როგორც რთულ, ლოგიკებით დატვირთულ, ასევე მარტივ აპლიკაციებზე. მართლაც, Angular-ს დიდი წვლილი მიუძღვის Front-End Development-ის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად ჩამოყალიბებაში. მისი პოპულარობის დამსახურებით, Angular დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში 4300 ლარია

დღეს Angular-ს უპირატესობას ანიჭებს ყველა დიდი კომპანია, აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ბევრად გაიზარდა Angular დეველოპერებზე. მისი მოქნილი არქიტექტურა და პრობლემების გადაწყვეტის გზები, ასევე ძლიერი საფორთი და community, მას აქცევს საუკეთესო tool-ად front-end დეველოპერებისთვის.

თუ ჩვენს პროგრამასაც გაეცნობი, ბევრ საინტერესო ამბავს აღმოაჩენ. კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება Angular-ის მთავარი კონცეფციების ღრმად შესწავლაზე. დიდი დრო დაეთმობა TypeScript-ის და RxJS-ის სიღრმისეულ განხილვას და ჩვენებას, თუ რატომ არის ღირებული ტიპიზაცია (TS) და რეაქტიული პარადიგმა (RxJS). ელენე საუბრობს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომპეტენტური ადამიანისგან მიიღო რჩევები, თეორიასთან ერთად, იმუშაო პრაქტიკულ მაგალითებზე: 

კურსი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რატომ და როგორ მუშაობს მექანიზმი, სანამ დავიწყებთ კოდის წერას, რათა სწორი solution-ები გამოვიყენოთ პრობლემების გადაჭრისას. პროგრამა დატვირთული იქნება პრაქტიკებით და თანმხლები დავალებებით, სტუდენტებს საშუალება ექნებათ არა მარტო მოისმინონ კურსი და მიყვნენ პრაქტიკულებს, არამედ დასვან კითხვები, გავმართოთ დისკუსიები და იქამდე ჩავუღრმავდეთ საკითხს, სანამ არ გახდება ყველასათვის გასაგები, ზუსტად ეს არის უდიდესი უპირატესობა მენტორის ყოლის.

კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც უკვე რაღაც დონეზე შეისწავლა HTML, CSS და JavaScript, და უნდა კონკრეტულად Angular Framework-ით გააგრძელოს Front-End Development-ის შესწავლა. ასევე დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებთ Angular. პროგრამის დამთავრების შემდეგ შეგეძლება:

ელენეს თქმით, Angular-ის დეველოპერობის კარიერულ გზაზე მთავარია მარცხის არ შეგეშინდეს და გამოწვევების პარალელურად მცდელობა გააგრძელო. ასე რომ, თუ მოტივაცია გაქვს, არ დაიშურო შრომა, სირთულეების გადალახვაში კი ჩვენთან, COMMSCHOOL-ში დაგეხმარებით. 

პირველ რიგში, ადამიანს უნდა ჰქონდეს ინტერესი და მზად იყოს, თავისი მაქსიმუმი გააკეთოს, ჩადოს დიდი შრომა და არ შეეშინდეს მარცხის. სწავლების საწყის ეტაპზე ხშირად დგება მომენტი, როდესაც სირთულეებს ვაწყდებით, რაც დეველოპმენტს ახასიათებს, მაგრამ მოთმინებისა და შრომის შედეგად ყოველთვის იდება სასურველი შედეგი. პიროვნული უნარ-ჩვევების გარდა, იქიდან გამომდინარე, რომ ანგულარი იყენებს არა ერთ ტექნოლოგიას, საჭიროა HTML,CSS, Javascript ცოდნა, რათა მარტივად ავითვისოთ Angular-ის სტილი და კონცეფცია.

თუ შენც გაინტერესებს Angular-ის სფერო და მზად ხარ, გადადგა შემდეგი ნაბიჯი მის შესასწავლად ჩვენს გუნდთან ერთად, შემოგვიერთდი პროგრამაზე, რომელსაც 25 მაისს დავიწყებთ! ქვემოთ ბმულს გიტოვებ. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება