Digital Advertising - თანამედროვე ციფრული გამოწვევების საპასუხოდ

blog-detail-img

ამ ბლოგში მინდა, რეკლამაზე გესაუბრო. შეიძლება, ამ სიტყვის გაგონებისას პირველად ის უკონტექსტო და უშინაარსო წამები გაგახსენდეს, რომლებიც დროს გაკარგვინებს. თუმცა სინამდვილეში, წარმატებით განხორციელებული რეკლამა ინფორმაციის ნაკადია, რომელიც პრობლემის გადაჭრაში გეხმარება.

ვინაიდან ბოლო წლებში კომუნიკაციის მთავარმა არხებმა ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის ფორმირებაში უდიდეს როლს თამაშობს. იგი ხიდია ბრენდსა და მომხმარებელს შორის – აკავშირებს იმას, რაც გვაქვს, იმასთან, რაც გვინდა. სწორედ ამიტომ, ციფრული რეკლამირების შესწავლა, ამ სფეროს შიდასამზარეულოში ჩახედვა, გაძლევს უნიკალურ შანსს, მოხვდე სწორ დროს და სწორ ადგილას – იქ, სადაც საჭირო ხარ.

კრეატივი ვერ იქნება სრულფასოვანი, თუკი მისი განთავსება ხდება არასწორად. ამიტომ, გასაკვირი არცაა, რომ 2022 წელს, ნებისმიერ წარმატებულ ბრენდს, მათ პროდუქტებსა თუ სერვისებს, კუთვნილი ადგილი აქვთ მოპოვებული ციფრულ პლატფორმაზე. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური სვლების პარალელურად, ციფრული მარკეტინგის როლის ზრდა იდეალურად პასუხობს ახალ გამოწვევებსაც:

  • დროულია – არსებობს მხოლოდ იქ, სადაც საჭიროა. ანუ, იდეალურად ერგება დროისა და ენერგიის იმ რაოდენობას, რომლის გამოსაყოფადაც მზადაა მომხმარებელი;
  • უშუალოა – არაა ინტრუზიული, არამედ პირდაპირ პასუხობს მომხმარებელთა მოთხოვნილებებს;
  • ინტერაქტიულია – იწვევს ჩართულობას, სხვამს კითხვებს და იღებს პასუხებს; 
  • ინოვატორულია – ბადებს სიახლის განცდას. არის აქამდე უთქმელი სიტყვა, რომლის მოსმენაც არა მოსაბეზრებელი, არამედ შთამაგონებელია.

შთაგონებასა და შრომას შესაბამისი დაფასებაც მოჰყვება: თუნდაც ის ფაქტი, რომ ციფრული მარკეტერის საშუალო ხელფასი საქართველოში 2000 ₾-ია, მეტყველებს, თუ რაოდენ კონკურენტულია ეს სფერო. სწორედ ამიტომ, რეკლამის განთავსებისას საჭიროა თითოეული მარკეტინგული ინიციატივის შეფასება და ბიზნეს შედეგებში თარგმნა,  სტრატეგიისა და ტაქტიკების დახვეწა რიცხვებზე დაყრდნობით. თუ ჩვენთან, Commschool-ში, ციფრული რეკლამირების კურსზე შემოიხედავ, მოხარული ვიქნებით, ამ და სხვა უნარების გამომუშავებასა და შესაფერისი გამოცდილების დაგროვებაში დაგეხმაროთ.

კურსი არის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს, ნულიდან ისწავლოს ციფრული რეკლამირება. ეს შეიძლება იყოს სოციალური მედიით დაინტერესებული ადამიანი, მარკეტინგის გუნდის წევრი ან/და საკუთარი ბიზნესის მფლობელი.

პროგრამის ფარგლებში განიხილავ, როგორ უნდა გახდეს ციფრული რეკლამირება ბრენდის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი. აითვისებ იმ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ბაზისს, რომელიც სჭირდება ეფექტური რეკლამის დაგეგმვას, გაშვებას, მონიტორინგს, ანალიტიკასა და ოპტიმიზაციას. კურსის დასრულების შემდეგ შეგეძლება:

საბოლოოდ, თუ გინდა, აღმოაჩინო კავშირი პროდუქტსა და დანარჩენ სამყაროსთან, ისწავლო, როგორ მიაწვდინო ხმა მილიონებს, ჩამოაყალიბო ბრენდის იმიჯი თანამედროვე ვირტუალურ სივრცეში და მეტი… მაშინ, ზედმეტი ფიქრი არ გჭირდება: ციფრული რეკლამირება აქ და ახლაა. მისგან მხოლოდ ერთი ცხოვრებისეული ნაბიჯი გაშორებს – კურსი 15 თებერვალს იწყება, შემოიტანე განაცხადი, ჩვენ დაგელოდებით!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება