"კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნით შევძელი რეალურის მსგავსი პროდუქტის შექმნა" - Angular-ის N1 კურსდამთავრებული

blog-detail-img

ამბობენ, რომ შრომა ყოველთვის ფასდება. ჩვენთან, Commschool-ში, ამ ფრაზას მთელი სერიოზულობით აღვიქვამთ.

სწორედ ამიტომ, N1 კურსდამთავრებულებს ტექნოლოგიური მიმართულებით კურსებზე Intro to Front-end Development, Flutter, Introduction to Programming, Angular და React სწავლის გადასახადი სრულად უბრუნდებათ უკან!

ირინა კაზარიანიც ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც N1-ის სტატუსის მოპოვება მოახერხა. კურსზე მიღებული გამოცდილებიდან ირინა განსაკუთრებით გამოყოფს ფინალურ პროექტზე მუშაობისას გამომუშავებულ უნარებს, რომლებიც მოიცავს TypeScript-ის და RxJS-ის სიღრმისეულ გარჩევას. იგი ასევე განიხილავს, რა სახის ბენეფიტებს აძლევს განვითარების გზაზე მსგავსი პროექტის წარმატებით განხორციელება:

"ფინალურ პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. პროექტი დავიწყეთ კურსის მსვლელობისას და ინკრემენტულად ვავითარებდით, რამაც მომცა შესაძლებლობა თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული უნარები განმევითარებინა. კურსის განმავლობაში მიღებული ცოდნით შევძელი რეალურის მსგავსი პროდუქტის შექმნა და პრაქტიკაში გამოვცადე შეძენილი უნარები"

მოდი, თვითონ Angular-ზეც მოგიყვები საინტერესო ფაქტებს. პირველი: იცოდი, რომ Angular დეველოპერის საშუალო ხელფასი საქართველოში 4300 ლარია? ეს გასაკვირი არცაა, რადგან, მეორე: Angular Framework-ს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა Google-ის მიერ, დიდი წვლილი მიუძღვის Front-End Development-ის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და პერსპექტიულ ინდუსტრიად ჩამოყალიბებაში. 

მესამე: Angular არის N3 Front-end framework-ი, github-ის გამოკითხვის მიხედვით. მის პოპულარობას ხელს უწყობს მეოთხე: მისი დახვეწილი და გამარტივებული MVC არქიტექტურა, რომლის წყალობით, აპლიკაციების აწყობა ხდება ეფექტურად, ზედმეტი რესურსისა და კოდირების გამოყენების გარეშე.

თუ ამან შენზე შთაბეჭდილება მოახდინა, გირჩევ, ჩვენს კურსზე შემოიხედო: აქ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ამბავი გელოდება. კურსის განმავლობაში მთავარი აქცენტი გაკეთდება Angular-ის მთავარი კონცეფციების ღრმად შესწავლაზე. დიდი დრო დაეთმობა TypeScript-ის და RxJS-ის სიღრმისეულ განხილვას და ჩვენებას, თუ რატომ არის ღირებული ტიპიზაცია (TS) და რეაქტიული პარადიგმა (RxJS).

კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვინც უკვე რაღაც დონეზე შეისწავლა HTML, CSS და JavaScript, და უნდა კონკრეტულად Angular Framework-ით გააგრძელოს Front-End Development-ის შესწავლა. ასევე დეველოპერებისთვის, ვინც სხვა ტექნოლოგიებზე მუშაობს და აინტერესებთ Angular. მისი დამთავრების ბოლოს უკვე შეგეძლება:

კურსის განმავლობაში მიღებული გამოცდილების შესახებ თავად ირინას გადმოცემითაც შეგიძლია გაიგო: იგი ყვება, რომ განსაკუთრებით დაამახსოვრდა თეორიასთან ერთად სხვადასხვა პრაქტიკულ ამოცანებსა და ფინალურ პროექტზე მუშაობა. 

"გამოვარჩევდი სილაბუსის წყობას და სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობას, როგორც თეორიულის, ასევე სალექციო გაკვეთილების ვიდეო ჩანაწერებს. ასევე გამოვარჩევდი ლექტორს, რომელიც ძალიან სიღრმისეულად და დეტალურად ხსნიდა ყველა საკითხს, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებდა, საუკეთესო პრაქტიკებს გვასწავლიდა, ბევრ ინფორმაციას გვაწვდიდა შემდგომი განვითარებისთვის, ყოველთვის მზად იყო კითხვებზე პასუხის გასაცემად და დასახმარებლად."

ამ მხარდაჭერის გარდა, Commschool-ს გამორჩეულს ხდის ის ფაქტი, რომ ჩვენი კომუნიკაცია კურსის დასრულების შემდეგ არ შეწყდება. ჩვენთან ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა კლუბი, რომელშიც კურსდამთავრებული ავტომატურად ირიცხება ნებისმიერი პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ექსკლუზიურ სამუშაო შეთავაზებებს, სტაჟირებებსა და კონსულტაციებს ისეთი პარტნიორი კომპანიებიდან, როგორიცაა Sweeft Digital, Omedia და სხვა.

ჩვენი გუნდის ძალისხმევა და Alumni Club-ის მეშვეობით მიღებული შესაძლებლობები დაგეხმარება კურსზე შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო და მომავალში სასურველ პოზიციაზე გააგრძელო მუშაობა. ამაზე ირინაც მოგიყვებოდა:

"აღვნიშნავდი ადმინისტრაციულ მხარესაც. ძალიან კარგად ორგანიზებული კურსი იყო. კურსის კოორდინატორი ყოველთვის იყო მზად ნებისმიერ საკითხზე დასახმარებლად, იყო ძალიან ყურადღებიანი და ხშირად იღებდა ჩემგან უკუკავშირს იმისათვის, რომ სწავლის პროცესში ყველა საჭირო პირობა მქონოდა, კურსის კომფორტულად და წარმატებულად გასავლელად."

საბოლოოდ, იმედია, მოვახერხე შენი დარწმუნება, რომ თუ Angular-ის შესწავლა და Front-End Development-ის უფრო სიღრმისეულად გაცნობა შენთვის საინტერესოდ ჟღერს, აუცილებლად უნდა გადახვიდე ქვემოთ დატოვებულ ბმულზე. აბა შენ იცი, შემოგვიერთდი!

"ყველას, ვისაც აქვს სურვილი ცოდნის მიღების და საკუთარი თავის განვითარების კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, რომელიც შენს წარმატებაზეა ორიენტირებული, ვურჩევდი Commschool-ში ჩაბარებას."

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება