Commschool-ში დაწყებული წარმატების ისტორიები - ლიკა ხარატიშვილი

blog-detail-img

ყველას ვურჩევ Commschool-ში ჩაბარებას, რადგან ეს ის ადგილია,სადაც ყველა ზრუნავს შენს განვითარებაზე და აქედან ისეთი ცოდნის წაღებაა შესაძლებელი, რომელიც მართლაც აჭარბებს მოლოდინებს

React ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიაა, რომელიც ისეთი SPA ვებსაიტების აწყობის საშუალებას იძლევა, როგორებიცაა: Facebook, BBC, Netflix, Airbnb, PayPal და სხვა. 

ამიტომ თუ Front-end Development-ში განვითარება ახალი მიმართულებით გსურს, მაშინ სწორ ადგილას შემოგიხედავს, რადგან ამ ბლოგში მინდა React-ის კურსდამთავრებული ლიკა ხარატიშვილი გაგაცნო, რომელიც კურსზე მიღებული ცოდნით კარიერულ განვითარებას Toptal-ში განაგრძობს.

 

React-ის სასწავლად აუცილებელი წინაპირობაა HTML, CSS და Javascript-ის ცოდნა. Javascript-ის კარგად ცოდნა და JSX-ის მოქნილი სინტაქსი React-ს სასწავლად მარტივს ხდის. სიმარტივისა და უნიკალურობის გამო კი React დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიაა მსოფლიოში, შესაბამისად უფრო მეტი კომპანია იყენებს მას და React-ის მიმართულებით დასაქმებაც უფრო ადვილია

როგორც იცი, ეს პროფესია კარიერის დასაწყისში დიდ მოთმინებესა და ძალისხმევას საჭიროებს, ამიტომ ლიკა გვიზიარებს იმ უნარებსა და მიდგომებს, რაც დეველოპმენტის შესწავლისას აუცილებელია:

წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თვითსწავლის უნარს. ცოდნის ამაღლება ყოველდღიურად მნიშვნელოვანია. ასევე, საჭიროა კომუნიკაბელურობა, რადგან ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გექნება შეხება, ამიტომ უნდა იყო აქტიური გუნდური მოთამაშე

ახლა კი მინდა React-ის კურსის ფინალური პროექტის შესახებაც გიამბო. ლიკამ, როგორც სხვა კურსდამთავრებულებმა, ფინალური პროექტი შეასრულა, რაც მოიცავს ვებ-აპლიკაციის აწყობას React-ის გამოყენებით. ფინალური პროექტის ფარგლებში მოხდა ფუნქციონალის გამართვა, ნასწავლი დეველოპმენტ ხელსაწყოების სწორად გამოყენება და პრაქტიკაზე იმ მიდგომების მორგება, რომლებიც კურსის განმავლობაში დაფარეს.

„პროექტზე მუშაობა საინტერესო იყო, რადგან მასწავლა როგორ შემექნა / განმევითარებინა React-ზე დაწერილი აპლიკაციები 0-დან და გამომეყენებინა არსებული საუკეთესო პრაქტიკები.“

ფინალურ პროექტამდე ლიკას ცოდნის მისაღებად დატვირთული გზის გავლა მოუწია.

კურსი დატვირთული იყო სწორად არჩეული თეორიული მასალით, პრაქტიკული და სალექციო დავალებებით. ვფიქრობ, პრაქტიკული და სალექციო დავალებები იყო ის, რაც კურსის განმავლობაში ყველაზე მეტად მომეწონა, რადგან საშუალება მომცა თეორიაში მიღებული ცოდნა სწორად გამომეყენებინა და ამეთვისებინა განვლილი მასალა

განსაკუთრებით სწავლების მეთოდები და ლექტორი გამოყო, რომელიც მისი თქმით:

„ცდილობს კრეატიულად მიუდგეს საქმეს - მასალის სლაიდებით ახსნის ნაცვლად, პრობლემა და მისი გადაჭრის გზა ეტაპებად, კოდის წერის მეშვეობით დაგანახოს. ასევე ძალიან კარგია, რომ კურსში განხილულია Javascript-ის ისეთი „პრობლემური“ საკითხები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში დამაბნეველია.“

ლიკა ყველას ურჩევს Commschool-ში ჩაბარებას, ვინაიდან მისმა გამოცდილებებმა უჩვენა, რომ  Commschool-ს ჰყავს გუნდი, რომელიც კურსის თითეული მონაწილის განვითარებასა და მხარდაჭერაზე ზრუნავს.

რა ფორმით ზრუნავს?

თბილისის კომუნიკაციის სკოლაში მოქმედებს Alumni Club. ეს არის კლუბი, რომელშიც ყველა კურსდამთავრებული ავტომატურად ხვდება Commschool-ის ნებისმიერი კურსის გავლის შემდეგ. იგი ეხმარება კურსდამთავრებულებს მათთვის მისაღები და საინტერესო ვაკანსიის მოძებნაში, ასევე უქმნის სტაჟირების გავლის შესაძლებლობებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში.

 

Commschool: React-ის კურსის შესახებ

უშუალოდ React-ის კურსზეც რომ მოგიყვე, იგი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც გარკვეულ ცოდნას ფლობს HTML, CSS და JavaScript -ის საწყისებში და გარდა ამისა, იცის საკმარისი ინგლისური, რომ შეძლოს წაიკითხოს და გაიაზროს ტექნიკური დოკუმენტაცია.

და მოტივაციაც! აქვს მოტივაცია და სურვილი ისწავლოს კომპლექსური საკითხები სხვადასხვა პრაქტიკულ მაგალითზე დაყრდნობით.

აქვე მოკლედ გავირბენ იმ შესაძლებლობებს, რაც კურსის გავლის შემდეგ მოგეცემა. მაშასადამე, შენ შეძლებ:

  • JavaScript -ის ენაზე დამოუკიდებლად წერას, მისი თავისებურებების სწორად გამოყენებას, მისი ასინქრონული ბუნების აღქმასა და მისი მუშაობის პრინციპების გამოყენებას
  • React-ის როგორც ხელსაწყოს ყველა ძირითადი კონცეფციის გააზრებასა და გამოყენებას, მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გარჩევას
  • React-ის ეკოსისტემის მთავარი ინსტრუმენტების გამოყენებას
  • პატარა და საშუალო ზომის აპლიკაციების შექმნასა და მათ განთავსებას

ესეც ასე.. დაინტერესების შემთხვევაში კი ბმულს გიტოვებ, მოგვყევი. 

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება