ბექა ლობჟანიძის კარიერული განვითარების გზა - React

blog-detail-img

Web Development ერთ-ერთი საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სფეროა, რომელიც ამ სფეროში განვითარების საინტერესო გზას გვთავაზობს, მაგალითად თუ უკვე იცი HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის საწყისები, შენი შემდეგი ნაბიჯი შესაძლოა React ან Angular ტექნოლოგიის შესწავლა იყოს.

React Facebook-ის შექმნილი ტექნოლოგიაა, რომელიც საშუალებას გაძლევს სწრაფად და მოქნილად შექმნა მასშტაბირებადი WEB და მობაილ აპლიკაციები, ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი, რომ React-ის ტექნოლოგიით შექმნილია ისეთი დიდი კომპანიების საიტები, როგორებიცაა: Netflix, Twitter, Airbnb, Uber და სხვა.  

React: პროგრამის შესახებ

ამ ბლოგში კი მინდა React-ის კურსდამთავრებული ბექა ლობჟანიძე გაგაცნო, რომელიც კურსის გავლის შემდეგ Epam-ში დასაქმდა.   

ბექა ფიქრობს, რომ კურსის ფარგლებში JavaScript-ის ყველა ის ასპექტი შესწავლა, რაც საჭიროა React-ისა და მისი კონცეფციების დასაუფლებლად:

მინდა აღვნიშნო, რომ კურსის მანძილზე, ყოველ ლექციაზე გარდა იმისა რომ React-ს ვეუფლებოდით, ამასთანავე JavaScript-ის ყველანაირ უცნაურობას ვეცნობოდით. ყოველ ლექციაზე სხვადასხვა მაგალითს ვაკეთებდით, რაც გვეხმარებოდა უშუალოდ JavaScript-ის შესწავლაში და ასევე სასწავლო პროცესიც ბევრად უფრო მოსმენადი ხდებოდა

ბექა სასწავლო პროცესზეც გვიყვება, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას ლექტორის სწავლების მეთოდზე ამახვილებს:

ლექტორი ცდილობს შეგაყვაროს JavaScript მთელი თავისი უცნაურობებით, რომელიც კურსის ბოლოს საერთოდ აღარ გეჩვენება უცნაურად

ბექამ ისიც დაამატა, რომ ლექტორს სწორად ესმოდა, თუ როგორ მისდგომოდა სტუდენტებს და მაქსიმალურად ცდილობდა ყოველი ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში ჩაეტარებინა, “რაც ძალიან მაგარი იყო.” 

commschool: Alumni Club

თუ არ იცი გეტყვი, რომ Commschool-ის  Alumni Club-ის ფარგლებში კურსდამთავრებულებს საშუალება აქვთ დასაქმდნენ წამყვან კომპანიებში, მიიღონ ჩვენგან ექსკლუზიური შეთავაზებები, სტაჟირებები, რეკომენდაციები და კონსულტაციები.

კურსის განმავლობაში და არამარტო კურსის განმავლობაში, კურსის შემდეგაც Commschool-ის გუნდის წევრები ძალიან ყურადღებიანები არიან და სულ ცდილობენ, რომ დაგეხმარონ და სხვადასხვა კომპანიასთან დაგაკავშირონ

ბექას შემთხვევაში კი ეს ამბავი წარმატებით, კარიერული განვითარებით დასრულდა:

კურსის გავლის შემდეგ რამდენიმე კომპანიიდან დამიკავშირდნენ მაგრამ განსაკუთრებით გამოვარჩევდი ორ მათგანს: Sweeft Digital-სა  და Epam Georgia-ს

react

თავიდან ბექამ Sweeft Digital-ისთვის სატესტო პროექტი დაწერა, ტესტირების ეტაპიც დაძლია, მაგრამ პანდეემიის პირობებში გასაუბრებაზე ვერ გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, ბექამ შანსი Epam Georgia-სგანაც მიიღო:

მალევე დამიკავშირდნენ Epam Georgian-დან სტაჟირების შემოთავაზებით, რაზე მოსახვედრადაც რამდენიმე გასაუბრება გავიარე. ამჟამად შესაძლებლობა მაქვს, რომ დაახლოებით 2 თვეში ჯუნიორის დონეზე ავიდე და სრულფასოვანი ეპამელი გავხდე სათანადო შრომით

ბექა ასევე ფიქრობს, რომ: „ქომსქულელობა“ ჩემვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ადგილი, სადაც მონდომების შემთხვევაში ძალიან მაგარი ცოდნის წაღება შეგიძლია, რისთვისაც მთლიანად ქომსქული ყველაფერს აკეთებს”

ასე რომ თუ შენც გინდა ვებ დეველოპმენტში კარიერა ახალი მიმართულებებით განაგრძ, ვფიქრობ, ბექას ისტორია შენთვის საინტერესო და მოტიავიიც მომცემი უნდა იყოს.

აქვე გეტყვი, რომ კურსის გავლის შემდეგ შეგეძლება:

  • JavaScript -ის ენაზე დამოუკიდებლად წერა
  • JavaScript-ის ენის თავისებურებების სწორად გამოყენება
  • JavaScript-ის ასინქრონული ბუნების აღქმა და მისი მუშაობის პრინციპების გამოყენება
  • React-ის როგორც ხელსაწყოს ყველა ძირითადი კონცეფციის გააზრება და გამოყენება
  • React-ის ეკოსისტემის მთავარი ინსტრუმენტების გამოყენება
  • React-ის ძლიერი და სუსტი მხარეების გარჩევა
  • პატარა და საშუალო დონის აპლიკაციების შექმნა და მათი განთავსება

ახლა კი გადადგი პირველი ნაბიჯი და გაეცანი კურსზე ინფორმაციას სრულად 

 
ავტორი: ღონღაძე სოფიკო

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება