ბექა ლობჟანიძის ფინალური პროექტი - React-ის კურსდამთავრებული

blog-detail-img

როცა პროგრამირებაში ჯერაც დამწყები ხარ, ხშირად გაქვს საკუთარ საქმიანობაში დაურწმუნებლობის განცდა. თუმცა, ბექა ლობჟანიძე, რომელმაც Commschool-ის React-ის კურსი დაამთავრა, კურსის ბოლოს თავის გარდატეხას ასე აფასებს: 

“კურსისგან, ცოდნასთან ერთად, წავიღე თავდაჯერებულობა და კრიტიკული აზროვნება: როდესაც კოდს ვწერ, უკვე თავად მსიამოვნებს კოდის ნახვა. ხოლო, თვითონ კოდი როგორიც არ უნდა იყოს, მაქსიმალურად ვცდილობ, კიდევ უფრო უკეთესი გავხადო."


ცოდნისა და ამ უნარების შეძენასთან ერთად, React-ის კურსის დამთავრებით ბექა Commschool-ის Alumni Club-ის წევრიც გახდა. თუ ჯერ არ იცი, გეტყვით, რომ Alumni Club-ის დახმარებით ნებისმიერი კურსდამთავრებული ჩვენი პარტნიორების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე იღებს წვდომას. ამ პარტნიორებს შორის კი ისეთ კომპანიებს იპოვი, როგორიც, მაგალითად, Space, Adjara Sport, Sweeft Digital, Omedia, ლიბერთი ბანკი და სხვა არიან

.

სულ ახლახანს, სწორედ Alumni Club-ის დახმარებით, ანა ლეჟავა Sweeft Digital-ის გუნდს შეუერთდა. ამის შესახებ უფრო ვრცლად ანას ბლოგში წაიკითხავ, ახლა კი ბექას ფინალურ ნამუშევარს გაგაცნობთ.

React - ფინალური პროექტი

"ფინალური პროექტზე მუშაობა ძალიან მომეწონა. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ ბევრნაირი ოპტიმიზაციის მოფიქრება შეიძლებოდა და დავალება საშუალებას გვაძლევდა, ისეთი კოდი დაგვეწერა, რითაც არასასურველ "რენდერს" თუ რექუესთს თავიდან ავიცილებდით."

ბექას ფინალური დავალება Github User Manager-ის აწყობა იყო. ეს მომხმარებლების პირადი მენეჯმენტის სისტემაა, სადაც მომხმარებელს რეგისტრაცია/ავტორიზაცია, Github-ის ტოპ-მომხმარებლების დათვალირება, მათი სრული პროფილისა და რეპოზიტორიების ნახვა, ფავორიტებში დამატება/ამოშლა და ასევე მომხმარებლების ძიება უნდა შესძლებოდა. თითოეული ეს ფუნქციონალი ბექამ დამოუკიდებლად, React ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა. მისი თქმით, დავალებები, რომლებიც კურსის განმავლობაში ეძლეოდა, მას ფინალური ნაშრომის შესაქმნელად გამოადგა:

"ფინალური პროექტი აბსოლუტურად ყველაფერს შეიცავდა, რაც კურსის მანძილზე ვისწავლეთ. ამასთანავე, გააჩნდა ზოგი ძალიან საინტერესო ფუნქციონალი"


ბექას შეფასებით, პროექტზე მუშაობამ გარდამტეხი როლი ითამაშა და მისი უნარები მნიშვნელოვნად დახვეწა:

"ვფიქრობ, რომ დამწყები დეველოპერი ასეთი პროექტის აწყობის შემდეგ საგრძნობლად იხვეწება - ამას საკუთარ თავზეც ვგრძნობ. ამ პროექტმა ჩემი სქილები საგრძნობლად განავითარა"

ბექა, ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით გამოარჩევს ლექტორის ძალისხმევას, რომელიც მასაც უზრდიდა მოტივაციას:

“ლექტორს ეტყობოდა, რომ საკითხის ახსნის დროს ბოლომდე იხარჯებოდა და როცა მსგავს რამეს ამჩნევ, შენც მზად ხარ, მაქსიმალური გაიღო.”


სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ფიქრობს ის, რომ React-ის კურსით ჩვენი ნებისმიერი მომავალი სტუდენტი კმაყოფილი დარჩება: 

“კურსი აუცილებლად მოეწონებათ, რადგან კურსის განმავლობაში React-ის ყოველ "საიდუმლოებას" ფარდა ეხდება და არანაირი დეტალი არ დარჩება გაუგებარი"


თუმცა ლექტორის გარდა, ბექა Commschool-ის პერსონალის თანადგომასაც აღნიშნავს:

“გამოვარჩევდი კოორდინატორს, რომელიც კურსის ნებისმიერ ეტაპზე უდიდეს ყურადღებას იჩენდა და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სტუდენტს მაქსიმალურად გვეხმარებოდა.” 

საბოლოდ, ბექა აღნიშნავს, რომ “ქომსქულელის” სტატუსი მისთვის მნიშვნელოვანია და მომავალ სტუდენტებს რჩევას აძლევს:

“ჩემთვის "ქომსქულელობა", პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, რადგან მის კურსდამთავრებულის სტატუსს ვატარებ.


ვისაც React-ის სწავლა სურს, ვურჩევდი, JavaScript-ის თუნდაც მცირედი ბაზა მოიმზადონ და მოვიდნენ კურსზე.”  

React - პროგრამის შესახებ

თუ React-ის კურსმა დაგაინტერესა, რამდენიმე სიტყვას იმის შესახებაც გეტყვით, რას უნდა ელოდე კურსისა და საკუთარი თავისგან 16 სამსაათიანი ლექციისა და 8 კვირის ბოლოს:  

React-ის კურსი თეორიული მასალისა და პრაქტიკული დავალებების კომბინაციაა. მისი გავლის შემდეგ შენ შეძლებ JavaScript-ის ენის თავისებურებების სწორად გამოყენებას, React-ით ეფექტურად მუშაობასა და პატარა და საშუალო აპლიკაციების შექმნა-განთავსებას, შედეგად კი მზად იქნები, React Developer-ების კომუნას შეუერთდე.

იმისთვის რომ კურსი გაიარო, WEB დეველოპმენტში საბაზისო ცოდნა დაგჭირდება, იგულისხმება HTML, CSS და Javascript -ის საწყისები. თუკი სრულიად დამწყები ხარ და ეს ცოდნა არ გაქვს, შეგიძლია Intro to Front-end Development-ის კურსს გადახედო.

ამდენად, თუ React  დეველოპერობის სურვილთან ერთად front-end-ის საბაზისო ცოდნაც  მოგეპოვება, Commschool-ის React-ის კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია. 


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება