"აქამდე წარმოუდგენლად მეჩვენებოდა 14 ლექციაში იმ ცოდნის მიღება, რაც ახლა მაქვს" - თათული გუნცაძის ფინალური პროექტი

blog-detail-img

"გრაფიკულ დიზაინთან აქამდე შეხება არასდროს მქონია და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა 14 ლექციაში იმ ცოდნის მიღება, რაც ახლა მაქვს."

თათული გუნცაძემ  გრაფიკული დიზაინის შესწავლა Commschool-ში ნულიდან დაიწყო, კურსის ბოლოს კი ასე აფასებს თავის შედეგებს. თუმცა, ცოდნის მიღებასთან ერთად, თათული კურსის დამთავრების შედეგად Commschool-ის Alumni Club-ის წევრიც გახდა, რომელიც ჩვენს სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ეხმარებათ.

Commschool-ის წარმატებული კურსდამთავრებულები Alumni Club-ის წევრები ავტომატურად ხდებიან. კლუბი იმითაა განსაკუთრებული, რომ მის წევრებს ჩვენი პარტნიორების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე ეძლევათ წვდომა. Holmes & Watson, Adjarabet, Redberry, JWT Metro… – ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია ჩვენი პარტნიორები კომპანიებისა და მათთან კარიერის დაკავშირების შესაძლებლობა ჩვენს ნებისმიერ წარმატებულ კურსდამთავრეულს აქვს. აქვე, შეგიძლია ბარბარე რუხაძის ბლოგს გადახედო, რომელმაც გრაფიკული დიზაინის კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ JWT METRO-ში დაიწყო სტაჟირება.

ახლა კი, თათულის ფინალური ნაშრომს გაგაცნობ. მან სუში 24-ის რედიზაინზე იმუშავა:

ფინალური პროექტისთვის ავირჩიე “სუში 24”. ეს კომპანია რამდენიმე წელია, რაც ბაზარზეა, ბევრი მომხმარებელიც ჰყავს და ვიფიქრე, რომ ბრენდის ვიზუალის განახლება არ იქნებოდა ცუდი იდეა.”

ლოგოს რედიზაინის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა: 

თავდაპირველად შევქმენი რამდენიმე ლოგოტიპი და საბოლოოდ ერთ-ერთ მათგანზე შევჯერდი. ვეცადე დიზაინი  კომპანიის არსებულ სტილზე ყოფილიყო მორგებული.”

თათულის შეფასებით, ფინალური პროექტის მზადების განმავლობაში მან კურსზე შეძენილი უნარები მეტად განავითარა:

პროექტზე მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო, საპასუხისმგებლო და შრომატევადი იყო. მომიწია სხვადასხვა თულების გამოყენება, რაც სქილების მეტად განვითარებაში დამეხმარა.”

თათულის თქმით, მიზეზი, რის გამოც მან სწორედ Commschool აირჩია, გუნდის პროფესიონალიზმია:  

"სწავლის დაწყებამდე ბევრ სკოლაზე მოვიძიე ინფორმაცია, თუმცა გუნდის პროფესიონალიზმის გამო არჩევანი Commschool-ზე გავაკეთე."

და მისი იმედები – გამართლდა:

პირველივე ლექციაზე მივხვდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. გუნდის მხრიდან ვგრძნობდი დიდ ყურადღებასა და პროფესიონალიზმს.

თათულის აზრით, მათთვის, ვინც გრაფიკული დიზაინითაა დაინტერესებული,  Commschool შესაფერისი ადგილია: 

ვინც დაინტერესებულია გრაფიკული დიზაინით, მინდა ყველას ვურჩიო Commschool-ში სწავლა. დარწმუნებული ვარ ყველა ისეთივე კმაყოფილი იქნება, როგორც მე.”

ალბათ, გაინტერესებს, სულ რაღაც 14 სამსაათიანი ლექციის ბოლოს რა შეიძლება იცოდე გრაფიკულ დიზაინში. Commschool-ის კურსის ფარგლებში შენ არამხოლოდ Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ში მუშაობას დაეუფლები, არამედ:

დიზაინს სტილისტურად და შინაარსობრივად გამართავ, შეასრულებ სკეჩებსა და დრაფტებს. ამასთან, შეიძენ კლიენტთან ურთიერთობის, ბრიფის ანალიზისა და დიზაინ-პროექტის დაგეგმვის უნარებს.

არ დაგავიწყდეს, რომ კურსი არის ნებისმიერი ადამინისთვის, ვისაც გრაფიკული დიზაინი აინტერესებს და მის გასავლელად არავითარი წინასწარი ცოდნა ან განსაკუთრებული უნარები არაა აუცილებელი.

ამდენად, გრაფიკული დიზაინის დაუფლებასთან ერთად კარიერული წინსვლის პერსპექტივაც თუ გინდა, გეტყვით, რომ კურსზე რეგისტრაცია უკვე შეგიძლია. 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება