"ლოპოტას" რედიზაინი - სალომე პატაშურის ფინალური პროექტი

blog-detail-img

ეს არის ის ადგილი, სადაც მოგცემენ იმას, რაც ნებისმიერი იდეის რეალიზებაში დაგეხმარება.” – გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულის, სალომე პატაშურისთვის Commschool სწორედ ის ადგილია, რომელმაც იდეის რეალობად ქცევის საშუალება მისცა. ამ ბლოგში სწორედ მის ფინალურ ნაშრომს გიზიარებთ.

გრაფიკული დიზაინის კურსის ბოლოს სტუდენტები ფინალურ პროექტად მათივე შერჩეული ბრენდის რედიზაინს ასრულებენ. სალომემ ამ მიზნით “ლოპოტა” შეარჩია:

ფინალურ ნაშრომზე მუშაობის პროცესი ჩემთვის საკმაოდ დატვირთული, თუმცა ამავდროულად სასიამოვნო იყო – ბევრი კითხვა მიჩნდებოდა, რომლებზეც ყოველთვის ამომწურავ პასუხებს ვიღებდი.”

სალომეს მიერ შესრულებული რედიზაინი შეგიძლია, აქვე დაათვალიერო:

თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები
თბილისის კომუნიკაციის სკოლა კურსდამთავრებულები

სალომეს თქმით, ერთ-ერთი უნარი, რომელიც მან კურსის, განსაკუთრებით კი ფინალურ პროექტზე მუშაობის განმავლობაში განივითარა, საკუთარი იდეების გადახარისხება და საუკეთესოს შერჩევაა:

თავდაპირველად უამრავი იდეა მიტრიალებდა თავში და ვისწავლე მათი სწორად გაფილტრვა და ყველაზე ოპტიმალურის ამორჩევა.”

იდეის მიგნების მომდევნო ეტაპი უკვე მისი სისრულეში მოყვანაა. სალომეს აზრით, ლექტორისგან მიღებულმა დეტალურმა ცოდნამ მისთვის ეს გზა გაამარტივა:

იდეის სისრულეში მოყვანის პროცესი ბევრ ისეთ ნიუანსს შეიცავს, რომელთა დამოუკიდებლად გამორკვევაც ბევრ დროს წამართმევდა, ლექტორის დახმარებით კი ყველა ეს ნაბიჯი ჩემთვის საგრძნობლად იყო გამარტივებული.”

თავის მხრივ, სწორედ ნიუანსების დამოუკიდებელად შესამჩნევად საჭირო დროის სიდიდემ გადააწყვეტინა სალომეს, რომ დამოუკიდებელი ძალისხმევის მაგივრად პროფესიონალების ხელში დაეწყო გრაფიკული დიზაინის სფეროს გაცნობა:

“საჭირო ხელსაწყოების შესწავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება, თუმცა ახალბედასთვის ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ დროსთანაა დაკავშირებული. კურსის განმავლობაში, უმოკლეს დროში მივიღე საბაზისო ცოდნა. თანაც იმგვარი მნიშვნელოვანი დეტალებით სავსე, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლის პერიოდში მარტივად შეიძლება გამოგვეპაროს.”

საერთო ჯამში, სალომემ Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსში სწორედ იმას მიაგნო, რასაც ეძებდა:

კურსის გავლის შემდეგ ვხვდები,რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გავაკეთე.”

ყველაფერთან ერთად, მიზეზი, რის გამოც სალომე თავისი არჩევნით კმაყოფილია, სფეროში მომუშავე პროფესიონალებისგან გაზიარებული რეალური გამოცდილება და რჩევებია:

ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, ადამიანების უშუალო გამოცდილების შესახებ გამეგო; ასევე მიმეღო ისეთი რჩევები, რომლებიც რეალურად დამეხმარებოდა პროფესიულ განვითარებაში. რჩევების უწყვეტი მიმოცვლა,ნებისმიერ სფეროში გამორკვევის საუკეთესო გზა მგონია. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ამ სფეროში ცდილობს გამორკვევას ვურჩევდი გახდეს ქომსქულელი.”

ამდენად, თუ გრაფიკული დიზაინის გაინტერესებს, გეტყვით, რომ 14 სამსაათიანი ლექციის განმავლობაში, უამრავი დავალების დახმარებით მრავალ უნარს შეიძენ. კურსის ბოლოს Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის გამოყენებასთან ერთად შეგეძლება ბრენდისთვის შექმნა ვიზუალი, გააკეთო ლოგოს სკეჩები და დრაფტ ვერსიები, მოარგო ვიზუალი სხვადასხვა მედია არხს, სწორად გააანალიზო ბრიფი, შექმნა მუდბორდები და სწორად დაგეგმო დიზაინ-პროექტები. რაც მთავარია, კურსი არის დამწყებთათვის, მისი გავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და არანაირ წინა ცოდნას არ საჭიროებს.

გარდა იმისა, რომ გრაფიკული დიზაინის კურსი TOP 3 სტუდენტს შორის მოხვედრისა და სააგენტოში სტაჟირების შანსს იძლევა, Alumni Club-ც არ დაგავიწყდეს. ჩვენი ნებისმიერი წარმატებული კურსდამთავრებული ავტმატურად Alumni Club-ის წევრი ხდება, რაც მას ჩვენი პარტნიორი კომპანიების ექსკლუზიურ ვაკანსიებზე აძლევს წვდომას.

Commschool-ის გრაფიკული დიზაინის კურსმა სალომეს მინიმალურ დროში მაქსიმალურად დეტალური ბაზისი შეუქმნა, რომელსაც ის კარიერული განვითარებისთვის გამოიყენებს. მსგავსი რამ შენც შეგიძლია. შემოგვიერთდი.


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება