Android Development-ის კურსდამთავრებულის, გიორგი კახეთელიძის, ფინალური პროექტი

blog-detail-img

შენი აზრით, დამწყებ დეველოპერს რა დრო დასჭირდება Android-ის აპლიკაციის შექმნა რომ შეძლოს? Android development-ის კურსდამთავრებულებმა სამთვიანი ინტენსიური, პრაქტიკულ სამუშაოებით დატვირთული კურსის ბოლოს  აპლიკაციების აწყობა დამოუკიდებლად შეძლეს. ამჟამად, ერთ-ერთი კურსდამთავრებულის, გიორგი კახეთელიძის ნამუშევარს გაგაცნობთ:

“ძალიან მაგარი იყო, ნულიდან რომ დავიწყე პროექტის აწყობა; სანამ ბოლომდე მივიყვანდი, იმდენი მუშაობა მომიწია, რომ საკამოდ დიდი გამოცდილება შევიძინე.”-ამბობს გიორგი

Android-ის სტუდენტებმა კურსის დასაწყისში აირჩიეს პროექტი, რომელსაც სამი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად, ყოველ ლექციაზე მიღებული ცოდნისა და უნარების საფუძველზე ავითარებდნენ. გიორგიმ თავის პროექტად სერიალ Breaking Bad-ის აპლიკაციის შექმნა აირჩია. საბოლოო შედეგი ასე გამოიყურება: 

გიორგიმ უშუალოდ პროექტზე დამოუკიდებლად იმუშავა, მაგრამ ამ პროცესში ლექტორისგან მითითებებსა და უკუკავშირს მუდმივად იღებდა:

“გამოვარჩევდი ლექტორებისა და Commschool-ის ადმინისტრაციის ყურადღებას, როგორც კურსის დროს, ისე დამთავრების შემდეგაც მეხმარებიან კარიერული განვითარების კუთხით.”

კურსის დასრულების შემდეგ, გიორგის სხვა კურსდამთავრებულებთან ერთად კარიერული კუთხით სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს – როგორც ალბათ უკვე იცი, კურსდამთავრებულთა კლუბის ფარგლებში, მათ პარტნიორი კომპანიებიდან ექსკლუზიურ ვაკანსიებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს ვაძლევთ.

“აქამდე დამოუკიდებლად ვსწავლობდი, სხვადასხვა ტექნოლოგიასთან მქონია შეხება, მაგრამ დიდ დროში ნაკლებ ეფექტურობას ვიღებდი. 3 თვიანი კურსის გავლის შემდეგ უკვე სრული აპლიკაციის აწყობა შემიძლია – აქამდე ასე ეფექტურად არ გამიტარებია სწავლის 3 თვე.”

აქვე გეტყვი, რომ Android Development-ის პროგრამა 24 ლექციას მოიცავს და 3 თვეზეა გადანაწილებული, რომლის განმავლობაში სხვადასხვა პრაქტიკულ დავალებებსა და სავარჯიშოებზე იმუშავებ, კურსის შედეგად კი, გიორგის მსგავსად, აპლიკაციის დამოუკიდებლად აწყობა და კოდის წერა შეგეძლება. შემოგვიერთდი 👇

 

ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება