5 მიზეზი რატომ უნდა ისწავლო Digital Advertising

blog-detail-img

რას იტყოდი, სოციალური მედიაში რეკლამების გაშვება დამოუკიდებლად რომ შეგეძლოს? იქნებ, უკვე მუშაობ მარკეტინგის სფეროში და ახლა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით გინდა რომ განვითარდე? შესაძლოა, საკუთარ ბიზნესს მართავ და შენთვის მნიშვნელოვანია რელევანტური რეკლამა სწორ აუდიტორიას მიაწოდო – თუკი ციფრული მარკეტინგი  გაინტერესებს, ამ ბლოგში შეიძლება, ის მიზეზები იპოვო, რის გამოც მისი შესწავლა შენთვის ღირებული აღმოჩნდეს.

მოთხოვნადია

2021 წელს Social Media Advertising-ის მიმართულებით პროფესიონალებზე მოთხოვნა 45.6%-ით გაიზარდა, ხოლო Marketing Hiring Trends-ის კვლევაში კომპანიებმა მარკეტინგის კადრების ყველაზე დიდი ზრდა – 45% – სწორედ digital advertising-ის მიმართულებით დააანონსეს. ფაქტია ისიც, რომ მხოლოდ LinkedIn-ის ფარგლებში ციფრული მარკეტერებისთვის 860K+ ღია ვაკანსიაა და შედეგად, პოზიცია, LinkedIn-ისვე მოხსენებით, TOP 10 ყველაზე მოთხოვნად პროფესიას შორისაა.

მაღალანაზღაურებადია

კარგი ანაზღაურება, ალბათ, digital advertising-ის ერთ-ერთი მომხიბლავი მხარეა:  საქართველოში ციფრული მარკეტერის პოზიციაზე საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2000 ლარია; ხოლო თუ ფრილანს პლატფორმებსაც გამოიყენებ, კიდევ უფრო გაზრდი შენს შემოსავალს; მაგალითად, Upwork-ზე ციფრული მარკეტერის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 15$-45$- შუალედში ექცევა.

მზარდია

cmosurvey.org-ის მიხედვით, 2012 წლიდან digital advertising-ზე გამოყოფილ ბიუჯეტს ყოველწლიურად საშუალოდ 10%-15% ზრდა აქვს. ესეც არ იყოს, eMarketer-ის კვლევის თანახმად კომპანიები 2021 წლის განმავლობაში საშუალოდ თავიანთი სარეკლამო ბიუჯეტის 62.3%-ს სწორედ ციფრულ მარკეტინგს უთმობენ

ბრენდისთვის მნიშვნელოვანია

Our World in Data-ს მონაცემებით, მცირე ბიზნესთა 76% digital advertising-ს იყენებს. ციფრული მარკეტინგი ნამდვილად კარგი საშუალებაა როგორც ბრენდის ცნობადობის ამაღლების, ისე სამიზნე აუდიტორიამდე მისვლისა და შერჩული სტრატეგიის რეალური შეფასებისთვის. ამდენად, თუ საქმე შენს ბიზნესს ეხება, ციფრული მარკეტინგი შენს აუდიტორიასთან კომუნიკაციასა და პერფორმანსის რეალურ დროში ანალიზისთვის დაგეხმარება.

ხელმისაწვდომია

საერთო ჯამში, რა მიზნითაც არ უნდა გინდოდეს ციფრული მარკეტინგის შესწავლა, ერთი რამ უცვლელია: მის შესასწავლად არ გჭირდება არანაირი წინასწარი ცოდნა თუ კვალიფიკაცია. საკმარისია, ამის სურვილი და ცოდნის მისაღები კარგი წყარო გქონდეს. ამ მხრივ კი შეიძლება შენთვის Commschool-ის Digital Advertising-ის კურსი საინტერესო აღმოჩნდეს.

Digital advertising-ის კურსის ფარგლებში შეისწავლი ციფრულ სივრცეში ეფექტური რეკლამის დაგეგმვას, გაშვებას, მონიტორინგს, რეპორტინგსა და ანალიტიკას; ეს ნიშნავს, რომ კურსის ბოლოს შეძლებ ეფექტურად განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია და შექმნა შესაბამისი სარეკლამო სტრატეგია; გაწერო ბიუჯეტი ეფექტურად და რეკლამირება განახოციელო პლატფორმებზე – Facebook, Linkedin, Google; დამოუკიდებლად გამოიყენო სარეკლამო ხელსაწყოები და, საბოლოოდ, სწორად შეაფასო კამპანიის ეფექტიანობა.

რაც მთავარია, კურსის გასავლელად არანაირი წინაპირობა არ გჭირდება და ამ ყველაფრის ათვისებას 14 სამსაათიან ლექციაში მოახერხებ, რაშიც ლექტორი ტატიანა ბაშელეიშვილი დაგეხმარება. ტატიანას ციფრული მარკეტინგის ციფრული მარკეტინგის მიმართულებით 5 წლიანი გამოცდილება აქვს, რის განმავლობაშიც უმუშავია 50-ზე მეტ ბრენდთან სხვადასვა ბიზნეს სექტორში.

აქვე, გადახედე კურსდამთავრებულების შეფასებებს პროგრამაზე და მის როლზე პროფესიულ თუ კარიერულ განვითარებაში:

"COMMSCHOOL-ში თითოეული ლექციიდან ახალი იდეებითა და შესაძლებლობებით ვბრუნდებოდი. რადგან ეს სფერო ძალიან ცვლადია, ესაა ადგილი, სადაც მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მიიღებ" - ვერიკო ბაზალი (Founder of Hippo Velo)

"კურსმა მომცა ზუსტად ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც პრაქტიკაში მუშაობისას გამომადგება. სწავლების ტიპი მორგებულია დღევანდელ სამუშაო ბაზარს და ორიენტირებულია სტუდენტის კარიერულ მზაობა-განვითარებაზე" - ლუკა რაზმაძე (Freelance Digital Marketer)

"კურსის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე ღირებული თეორიული ინფორმაციის პრაქტიკაში პრეზენტირება იყო. ლექტორი ყოველ ახალ თემაზე გვაჩვენებდა მის პრაქტიკულ გამოყენებას, რაც მეხმარებოდა ამ საკითხების საფუძვლიანად გააზრებაში" - ქეთევან ბუხაიძე (Digital Marketer at Digital Genetics)

ამდენად, თუკი ციფრული მარკეტინგის შესწავლა შენთვის საინტერესო ჩანს და ამ მიმართულებით ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენა გინდა, შემოგვიერთდი, Digital Advertising-ის კურსზე!


ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება