UX კვლევა & დიზაინი - გაიცანი ლექტორი, სალი მაზანაშვილი

blog-detail-img
UX კვლევა და დიზაინი სალი მაზანაშვილი

UX (User Experience) კვლევა და დიზაინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანებსა და მათ მოთხოვნილებებზე მორგებული ციფრული პროდუქტისა თუ სერვისის შექმნაში. მისი საშუალებით კომპანიები აგროვებენ მონაცემებს მომხმარებელთა ქცევის, საჭიროებებისა და მოლოდინების შესახებ. მათი დამუშავებითა და ანალიზით კი აუმჯობესებენ სამომხმარებლო გამოცდილებას. შესაბამისად, UX კვლევა & დიზაინი არის შესაძლებლობა, ციფრული პროდუქტის განვითარების გზით რეალური პრობლემები სწორად გადაჭრა.

თუ ციფრული პროდუქტის შექმნითა და განვითარებით ხარ დაინტერესებული, ამ ბლოგს გაეცანი. სალი მაზანაშვილი, UX კვლევისა და დიზაინის ლექტორი, მოგიყვება პროფესიის, საჭირო უნარ-ჩვევებისა და კარიერული შესაძლებლობების შესახებ.

სალი ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა და ამავდროულად, მისი ინტერესი ციფრულ პროდუქტსაც მოიცავდა. ამიტომ მუდმივად ეძებდა პროფესიას, სადაც ამ ორ სფეროს ერთმანეთს დაუკავშირებდა. ასეთი მიმართულება კი UX კვლევა აღმოჩნდა.

პირველ რიგში, სალიმ UX კვლევისთვის საჭირო მეთოდები და მიდგომები შეისწავლა. მალევე კი საქართველოს ბანკში მუშაობა UX მკვლევრის პოზიციაზე დაიწყო. პარალელურად, CRO (Conversion Rate Optimization) მიმართულებითაც ავითარებდა უნარებს. შედეგად, მისი მომდევნო სამსახური CRO სპეციალისტის როლი იყო აზარტული თამაშების კომპანიაში. ამ ეტაპზე კი სალი თიბისი ბანკში UX კვლევის ლიდერის პოზიციას იკავებს.

UX კვლევის შედეგად შეგვიძლია შევქმნათ პროდუქტები, რომლებიც მომხმარებელზეა ორიენტირებული და მათ ცხოვრებას უმარტივებს. ეს კი გვიფასდება მათი კმაყოფილებითა და ერთგულებით.

UX კვლევა და დიაზაინი

21 ლექცია | 63 საათი | 11 კვირა

პროფესია - UX მკვლევარი

პროდუქტის იდეის ჩამოყალიბებისთანავე პროცესში UX მკვლევარი ერთვება, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებს პროდუქტის განვითარების პირველივე წამებიდან მოუსმინო. სალის, როგორც UX მკვლევრის, სამუშაო პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

  • საწყის ეტაპზე პროდუქტის მიზნების განსაზღვრასა და მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებაში მონაწილეობს;
  • პროდუქტის შექმნის ფაზაზე დიზაინის გუნდებს შეგროვებული ინფორმაციის შედეგად მიღებულ მოსაზრებებს უზიარებს;
  • პროდუქტის განვითარების ფაზაზე უზრუნველყოფს მუდმივ უკუკავშირს განმეორებითი ტესტირებისა და იდეების გადამოწმების გზით;
  • ხოლო როცა უკვე პროდუქტის რეალური გამოყენება დაიწყება, აგრძელებს მონიტორინგსა და შეფასებას.
 

ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც პროდუქტის განვითარების თითოეულ ეტაპს თან
სდევს.

ახალი პროდუქტის დიზაინის ან არსებული პროდუქტის მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი არის მომხმარებელზე ფიქრი: რა სურს, როგორ იქცევა, რა გამოწვევები აქვს და როგორი საჭიროებები?

სალისთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილი ციფრული ბანკი, Hi App-ის აპლიკაციაა. როგორც აღნიშნავს, მოზარდებთან მუშაობა ძალიან საინტერესოა, რადგან მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ. პროდუქტი UX კვლევაზე დაფუძნებით, მოზარდების უკუკავშირის გათვალისწინებით შეიქმნა და მუდმივად ვითარდება. სალის როლიც სწორედ მათი საჭიროებების, ქცევის, დამოკიდებულებებისა და გამოწვევების შესწავლაა.

UX მკვლევრის საქმე ამ კითხვებზე პასუხების გაცემაა, რისთვისაც სხვადასხვა კვლევის მეთოდებს ვიყენებთ. ეს საშუალებას გვაძლევს, კითხვებს არა ჩვენი, არამედ მომხმარებლების გადმოსახედიდან ვუპასუხოთ. ჩვენ მათი ადვოკატები ვხდებით.

კარიერული შესაძლებლობები

როგორც სალი ამბობს, UX კვლევის სფეროზე მოთხოვნილება სწრაფად იზრდება. ამას კი შემდეგი მიზეზები განაპირობებს:

  • ტექნოლოგიები ინტეგრირებულია ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქედან
    გამომდინარე, აუცილებელია, სერვისებისა და პროდუქტების გამოყენება იყოს მარტივი;
  • ციფრულ სფეროში კონკურენცია ძალიან მაღალია, ამიტომ კომპანიებმა აუცილებლად
    უნდა გაითვალისწინონ მომხმარებლების საჭიროებები, რათა შექმნან წარმატებული პროდუქტები;
  • ცხადი გახდა, რომ მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ზრდის მომხმარებლის კმაყოფილებასა და ერთგულებას.
  • რაც შეეხება ქართულ სამუშაო ბაზარს, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, იგი ამ მიმართულებით
    ახალგაზრდაა. თუმცა კომპანიებმა უკვე დაინახეს UX კვლევის ღირებულება, რაც იწვევს კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდას.

შესაბამისად, UX კვლევის სპეციალისტი დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა. საქართველოში ყველაზე აქტიურად კადრებს საბანკო, აზარტული თამაშებისა და E-commerce კომპანიები ეძებენ. პოზიციები კი მრავალფეროვანია და კარიერის წარმართვა სხვადასხვა მიმართულებითაა შესაძლებელია: UX კვლევა, პროდუქტის დიზაინი, პროდუქტის მენეჯმენტი, UX კონსულტაცია.

ამ სფეროში კარიერის დასაწყებად და თავის დასამკვიდრებლად, სალის აზრით, რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი. აუცილებელია კვლევის მეთოდოლოგიების სიღრმისეულად ცოდნა, ანალიტიკური უნარები, ციფრული პროდუქტების ექსპერტული შეფასების გამოცდილება და სწორი კომუნიკაციის პრინციპები.

ემპათია არის მთავარი თვისება UX კვლევის მიმართულებით მომუშავე ადამიანისთვის. შენ თუ შეგიძლია, სამყაროს სხვისი თვალით შეხედო, აუცილებლად შეძლებ, მისთვის მოსაწონი პროდუქტი შექმნა.

UX კვლევა & დიზაინი: კურსის შესახებ

მთავარი გამოწვევა, რასაც დამწყები UX მკვლევრები აწყდებიან, არის გამოცდილება. გასაუბრების დროს კომპანიებს აინტერესებთ, რა პროექტებზე უმუშავია კანდიდატს. Commschool-ის კურსი სწორედ ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული – სფეროს მომავალ სპეციალისტებს მისცეს საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები რეალურ პროექტებზე იმუშავებენ, განიხილავენ მომხმარებლების რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რის მიხედვითაც შექმნიან საკუთარ პროდუქტებს ან განავითარებენ არსებულს. ეს კი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი სამსახურის დასაწყებად.

კურსი დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის (HCD), კერძოდ, კი Design Thinking-ის პროცესზე (Framework-ზე). შესაბამისად, სტუდენტები გაივლიან პროდუქტის შექმნისა და განვითარების სრულ პროცესს და შეისწავლიან ყველა საჭირო მეთოდს.

ასე რომ, თუ მზად ხარ, დაეუფლო ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიას და წვლილი შეიტანო ციფრული პროდუქტების განვითარებაში, ეს შესაძლებლობა აუცილებლად გამოიყენე. გაეცანი კურსის სილაბუსს და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება