ტექ. ტალანტების რეკრუტირება - გიგა მეტრეველი სფეროსა და გამოცდილების შესახებ

blog-detail-img

მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ ტექ. ტალანტებზე სულ უფრო და უფრო იზრდება. დიდი კონკურენციის პირობებში კი კომპანიები ცდილობენ, რომ მოიზიდონ საუკეთესო კადრები და მათი მეშვეობით წარმართონ მომგებიანი ბიზნეს პროცესები. ამიტომ, ტექ. ტალანტების რეკრუტირება ასეთი მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე არასდროს ყოფილა.

თუ რეკრუტირების მიმართულებით მუშაობ და გაინტერესებს ტექ. ტალანტების მოზიდვის მხრივ ცოდნის შეძენა ან გაღრმავება, ამ ბლოგს აუცილებლად უნდა გაეცნო. გიგა მეტრეველი, [Tech] Talent Acquisition-ის კურსის ლექტორი, უფრო დეტალურად გაგაცნობს სფეროში მიმდინარე სიახლეებს და მოგცემს რჩევებს კარიერული განვითარების შესახებ.

გიგა ბაკალავრიატის საფეხურზე საერთაშორისო სამართალს სწავლობდა. დასაქმებულიც იყო საკუთარი პროფესიით, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ამ საქმის კეთება მის ინტერესებში არ შედიოდა. გერმანიაში მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში გადაწყვიტა სავალდებულო სტაჟირება იურიდიული ფირმის ნაცვლად სტარტაპ კომპანიაში გაევლო, რომელიც McKinsey-ისა და BCG-ის ეხმარებოდა გარკვეული კვლევების განხორციელებაში. ამ პერიოდში ურთიერთობა უწევდა წამყვან ევროპულ ტექნოლოგიური და სხვა სფეროს ორგანიზაციების მენეჯმენტთან. სწორედ ამ გამოცდილებამ გიგა დაარწმუნა, რომ ხალხთან, ტალანტებთან ურთიერთობა და მათი ჩართულობის მხრივ მუშაობა მისთვის სასიამოვნო და საინტერესო საქმე იყო.

ამის შემდეგ მცირე თუ დიდ სააგენტოებთან ითანამშრომლა, რომელთაც ადამიანური კაპიტალის მხრივ ზრდაში  დაეხმარა. გიგასთვის ერთ-ერთი გამორჩეული გამოცდილება Gorillas-ში მუშაობა აღმოჩნდა. მან 1 წლის განმავლობაში 7 000 ახალი თანამშრომლის აყვანა შეძლო, რაც საკმაოდ რთულ მისიას წარმოადგენდა. დღეს გიგას უკვე საკუთარი რეკრუტირების სააგენტო აქვს და ეხმარება სხვადასხვა კომპანიებსა და ინვესტორებს. მომავალი წლიდან კი ქართული წარმომადგენლობის ზრდასა და თბილისის ოფისის გაფართოებას გეგმავს.

ტექ. ტალანტების რეკრუტირება - მიმდინარე ტენდენციები

როგორც გიგა აღნიშნავს, 2 წლის წინ რეკრუტერებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა იყო. დღეს ბაზარი შედარებით დარეგულირდა და სტაბილური გახდა, რაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განაპირობა. ცვლილებები ტექნოლოგიურ სფეროსაც შეეხო და კომპანიები მაღალი რისკების მქონე სწრაფ ზრდას თავს არიდებენ. თუმცა, უახლესი ტენდენციები აჩვენებს, რომ რეკრუტერებზე მოთხოვნა კვლავ იზრდება და მომავალ წელს ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. სწორედ ამიტომ, რეკრუტერებს გიგა გირჩევთ, რომ ეს პერიოდი გადამზადებისთვის, ახალი ხელსაწყოების, ტექნიკებისა და უნარების შესწავლისთვისა და განვითარებისთვის გამოიყენოთ.

დღეს უზარმაზარი მოთხოვნა არის კომპეტენტური და კვალიფიციური კადრების მოზიდვაზე. კომპანიები კი კიდევ უფრო მაღალ კონკურენციაში არიან ლიმიტირებული საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. ისინი Smart Hiring-ზე ფოკუსირდებიან. შესაბამისად, ყველას სურს A+ კადრები აყვანა. აქედან გამომდინარე, გამორჩეულ რეკრუტერებზე მოთხოვნა ისევ მაღალია, რადგან სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ კომპანიის ტოპ ტალანტებით ზრდა.

რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად არის საჭირო? გიგას პასუხი ამ შეკითხვაზე შემდეგია: ტექნოლოგიური ინდუსტრიის აღსაქმელად საჭირო ბიზნეს ცოდნა და რბილი უნარები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იგი მოიცავს:

  • მაღალ ემოციურ ინტელექტს, 
  • დეტალებზე ორიენტირებულობას, 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარებს
  • მუდმივად ზრდაზე ორიენტირებას

[Tech] Talent Acquisition - კურსის შესახებ

ახლა კი სასიამოვნო სიახლეს გაგაცნობ – Commschool-ში უკვე შეგიძლია ტექ. ტალანტების რეკრუტირების მხრივ ცოდნის გაღრმავება და სფეროსთვის საჭირო ყველა უნარის შეძენა და გაუმჯობესება. [Tech] Talent Acquisition კურსს გიგა გაუძღვება, სადაც საინტერესო და მრავალფეროვანი საკითხების შესწავლის შესაძლებლობა გექნება:

კურსის განმავლობაში სტუდენტები შეძლებენ როგორც Hard ისე Soft უნარების პალიტრის გაფართოებას. გაეცნობიან როგორც უშუალოდ ხელსაწყოებსა და hands-on რეკრუტირების 360 გრადუსიან პროცესს, ასევე, ევროპულ და ამერიკულ ტექ. სივრცეში მიმდინარე ტრენდებსა და შესაძლებლობებს. ასევე შეისწავლიან ტალანტების მიმართულებით კონსულტირების გაწევასა და სპარინგ პარტნიორობას მათ დამსაქმებლებთან და უშუალო მენეჯერებთან.

[TECH] Talnet Acquisition-ის პროგრამა

14 ლექცია / 35საათი /7 კვირა ​

გიგას მიიჩნევს, რომ აუცილებელია გამორჩეული რეკრუტერი up-to-date იყოს, რათა შეძლოს მენეჯერებთან ერთ ენაზე საუბარი, აზროვნება და შესაბამისად, ნდობის ჯაჭვის შექმნა. ამიტომ, მომავალ სტუდენტებსა და ტექ. რეკრუტერებს ურჩევს:

  • დამატებით შეისწავლონ ახალი და საჭირო უნარები
  • მუდმივად ადევნონ თვალი სფეროში მიმდინარე ტრენდებსა და სიახლეებს
  • გაეცნონ ახალ ხელსაწყოებსა და ტექნიკებს
  • გააძლიერონ პერსონალური ბრენდინგი
  • სიღრმისეულად შეისწავლონ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზარი

აქვე დაგიტოვებ გიგას მიერ რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლებიც სფეროს უკეთ გაცნობაში დაგეხმარება:

 

ამგვარად, თუ რეკრუტირების სფერო გიზიდავს, სწორედ ახლა არის კარგი დრო მომავლისთვის საჭირო უნარების დასაუფლებლად. გაეცანი კურსის სილაბუსს უფრო დეტალურად და შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება