ის გახსოვს, თამუნა ბუდაღაშვილი რომ ჩვენი ლექტორი გახდა?

blog-detail-img

დღეს გრაფიკული დიზაინი არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუში, არამედ ვიზუალური კომუნიკაციის საშუალებაა. ბრენდის ლოგოდან დაწყებული აპლიკაციების ინტერფეისით დამთავრებული, რომლებსაც ყოველდღიურად ვამჩნევთ და ვიყენებთ, იგი ჩვენი ციფრული და ფიზიკური სამყაროს განუყოფელი ნაწილია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, კომპანიებმა სამიზნე აუდიტორიასთან ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია დაამყარონ და მათი მთავარი გზავნილი საინტერესოდ მიაწოდონ მომხმარებლებს.

გაინტერესებს, როგორ შეგიძლია შექმნა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება გრაფიკული გამოსახულებების საშუალებით, ამ ბლოგს გაეცანი. თამუნა ბუდაღაშვილი, Commschool-ის ლექტორი, საკუთარი პროფესიისა და გამოცდილების შესახებ გესაუბრება.

თამუნა ბავშვობიდან ხატავს და ყოველთვის სურდა, მისი მომავალი პროფესია ხატვასა და ხელოვნებასთან ყოფილიყო დაკავშირებული. მისი ოცნება სამხატვრო აკადემიაში სწავლის შესაძლებლობა იყო. მედიახელოვნების ფაკულტეტმა დაანახა ბევრი გზა, სადაც ხატვასთან ერთად მრავალი სხვა რამის გაკეთება შეეძლო. თამუნამ ანიმაცია შეისწავლა, თუმცა, საბოლოოდ, საქმიანობა გრაფიკული დიზაინისა და ილუსტრაციის მიმართულებით გააგრძელა

ხელოვნების სამყაროში თამუნას მოგზაურობა საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა. ანიმაცია, ფოტოგრაფია, ვიდეო, Motion Design, UI/UX დიზაინი, Art Direction, Editorial Design (ჟურნალების მიმართულებით). რადგანაც წერა უყვარდა, ქოფირაითერობაც უცდია, რაც მის ბოლო პროექტშიც გამოიხატა – შეძლო, წერისა და ხატვის სიყვარული გაეერთიანებინა და ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მომენტები შეექმნა. ამჟამად თამუნა უცხოურ კომპანიაში წამყვანი დიზაინერის პოზიციას იკავებს და საკუთარ გუნდთან ერთად მუშაობს.

ხანდახან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხატვა და დიზაინი მარტივი რამეა. არადა, როგორც სხვა ნებისმიერი საქმე, ესეც მოითხოვს მუშაობას, დროს, ჩართულობასა და მოკვლევას. ამიტომ აუცილებლად დააფასეთ თქვენი დრო

პროფესია - გრაფიკული დიზაინერი

როგორც თამუნა იხსენებს, თავდაპირველად  ძალიან დაბნეული იყო მანამ, სანამ გაიგებდა, თუ რას ნიშნავს გრაფიკული დიზაინი. თუმცა ეს მისთვის ეტაპობრივად გამოწვევად იქცა. მისი თქმით, გრაფიკული დიზაინერის ძირითადი ამოცანა ადამიანებისთვის ესთეტიკურად გადამუშავებული ინფორმაციის მიწოდებაა. სწორედ ამიტომ, თამუნას აზრით, ხანდახან კარგი დიზაინი ცუდ პროდუქტსაც კი ყიდის.

თუ თან გახლავს ძლიერი სურვილი, რაც შეუძლებელად გეჩვენება, იმის დაძლევაც კი შეგიძლია.

გრაფიკული დიზაინერისთვის საჭირო მთავარ უნარად თამუნა მონდომებას მიიჩნევს. მნიშვნელოვანია ნებისყოფის ქონაც – ეს დაგეხმარება ხანდახან ერთი და იგივე მანიპულაცია რამდენჯერმე გაიმეორო, სანამ საუკეთესო შედეგს არ მიაღწევ. გარემოზე დაკვირვება კი ყოველთვის შთაგონების კარგი წყაროა. თამუნა სხვა არაერთ პლატფორმას მიმართავს შემოქმედების პროცესში:

  • Instagram;
  • Artstation – ილუსტრაციისა და ციფრული ხატვის მიმართულებით;
  • Pinterest – აქ ყველაფრის ინსპირაციისა და ესთეტიკის მოძებნა არის შესაძლებელი;
  • It’s Nice that – თანამედროვე ტრენდების გასაცნობად.

კარიერული გზა და შესაძლებლობები​

გრაფიკულ დიზაინს ბევრი მიმართულება აქვს. ეს შეიძლება იყოს ბრენდინგი, ფოტომანიპულაცია, პოლიგრაფიული დიზაინი, პოსტერები, შეფუთვა თუ ტიპოგრაფია. ამიტომ ეს სფერო მრავალ შესაძლებლობებს იძლევა და კარიერული გზაც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია. თამუნა აღნიშნავს, რომ Commschool-ის კურსი საბაზისო ცოდნას მოიცავს, რის შემდეგაც სტუდენტები მიხვდებიან, თუ რომელი მიმართულებაა მათთვის საინტერესო.

წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება გრაფიკული დიზაინის სწავლის სურვილი, რაც, ბუნებრივია, რომ კონკურენციას ზრდის. ამას ამძაფრებს ხელოვნური ინტელექტის აქტიურად შემოსვლაც, თუმცა ადამიანური რესურსი ყოველთვის საჭირო იქნება. სწორედ ამიტომ ყველაზე მთავარი რამ საკუთარ თავზე მუშაობა და განვითარებაა, რაც პორტფოლიოში საგრძნობ განსხვავებას იძლევა.

გრაფიკული დიზაინის მიმართულება დისტანციური მუშაობის საშუალებასაც მოგცემს. თამუნას შემთხვევაში ეს ერთ-ერთი დიდი სარგებელია. ის სახლიდან მუშაობს და ძალიან მოქნილი გრაფიკი აქვს, რის გამოც მისი სამუშაო დღეები ყველანაირი სტრესის გარეშე გადის და ბევრი თავისუფალი დროც რჩება. ამ დროს ყველაზე მეტად არის პროდუქტიულიც და დროის მენეჯმენტის მხრივაც უკეთესი შედეგები აქვს.

გრაფიკული დიზაინი: კურსის შესახებ

რაც შეეხება გრაფიკული დიზაინის კურსს, თამუნას თქმით, შეეცდება, რომ სტუდენტებს მისი 10+ წლიანი გამოცდილება და დაგროვებული ცოდნა გაუზიაროს. კურსის გავლა ყველა სტუდენტისთვის გამოწვევა იქნება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გრაფიკული დიზაინერი გახდეს. პროგრამა ასევე დააინტერესებს მათ, ვისაც შეხება აქვს სოციალურ მედიასთან და კონტენტთან, ფოტოგრაფებს, სტარტაპებისა ან ბიზნესის მფლობელებს, ვისაც სურს, თავად შეფუთონ საკუთარი პროდუქტი; ან სულაც მათ, ვისაც სურს, საკუთარი შვილის ნახატები ციფრულ პოსტერებად აქციოს.ამასთანავე, თამუნა თავადაც მოელის, რომ სტუდენტებისგან უამრავ რამეს ისწავლის – ბევრ რამეს სხვანაირად შეხედავს და ეს მისთვისაც უდიდესი გამოწვევა იქნება. 

გრაფიკული დიზაინი

14 ლექცია | 42 საათი | 7 კვირა

ძალიან ბუნებრივია ტექნიკური პრობლემები, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად იყენებს გრაფიკულ პროგრამებს. შეიძლება ჩამოყალიბებული იდეა გქონდეს, მაგრამ ტექნიკურად თავი ვერ გაართვა. სწორედ ამაში დაგვეხმარება ეს კურსი - ვისწავლოთ გრაფიკული პროგრამების ენა, რათა შემდეგში სხვადასხვა პლატფორმაზე მოძიებული სასწავლო ვიდეოები სრულიად გასაგები იყოს ყველასთვის.

თუ შენც დაინტერესდი ამ პროგრამით, გეტყვი, რომ კურსის განმავლობაში ისწავლი Adobe Photoshop-სა და Adobe Illustrator-ის გამოყენებას, დიზაინის ტექნიკურად, სტილისტურად და შინაარსობრივად გამართვას, ბრენდისთვის ვიზუალის შექმნასა და დიზაინ-პროექტების სწორად დაგეგმვა. პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი კი მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვების საშუალებას მოგცემს. გარდა ამისა, Commschool-სგან კარიერულ მხარდაჭერასაც მიიღებ – ფინალური პროექტის შედეგების მიხედვით საუკეთესო კურსდამთავრებული გარანტირებულ სტაჟირებას გაივლის ერთ-ერთ პარტნიორ კრეატიულ სააგენტოში.

ასე რომ, თუ კრეატიულ სამყაროში სამოგზაუროდ მზად ხარ, ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო. შემოგვიერთდი Commschool-ში!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება