Graphic Design-ის ლექტორის, მერი ჭიკაძის პორტფოლიო

blog-detail-img

გრაფიკულ დიზაინერზე მოთხოვნა ყოველთვის არის და იქნება, იმის გათვალისწინებით რომ მომავლის პროფესიაა და ნელნელა ჩვენი ყოველდღიურობის გადაწყობა ხდება ციფრულ სფეროში.

Გრაფიკული დიზაინი დღეს ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი დარგია რომელიც დიზაინერისგან გონებრივ რესურსს მოითხოვს და ანაზღაურება შენი ნამუშევრის ხარისხისა და უნიკალურობის მიხედვით განისაზღვრება. დიზაინერების საერთაშორისო ბაზარზე წვდომა ამ სფეროს კომერციული და შემოქმედებითი თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველს ზდის.

თუ შენც გსურს მომავლის პროფესიას დაეუფლო და ციფრულ სამყაროში შედგა ფეხი, სწორ ადგილას მოხვედი, რადგან ამ ბლოგში გრაფიკული დიზაინის ახალ ლექტორს – მერი ჭიკაძეს გაგაცნობ.

როგორც იცი, აბიტურიენტობა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია – მომავალ პროფესიას ირჩევ. მერიმ სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ციფრულ სამყაროში გადაედგა პირველი ნაბიჯები. ის გვიზიარებს გრაფიკულ სამყაროში გავლილ ვარსკვლავურ გზას, სადაც დიდი წვლილი მის მენტორებს მიუძღვით. 

საწყის ეტაპზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მენტორები, რომლებიც პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას უშუალოდ რეალური პროექტის აღსრულებისას გიზიარებენ, ეს ამავდროულად დიდი გამოწვევაცაა და პასუხისმგებლობაც

მერი 4 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო სააგენტო Windfor-ში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ის მუშაობდა ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიცაა საქართველოს ტურიზმის ბრენდინგი, ცნობილი ბრენდების ბრიფები და სტარტაპები. გუნდურმა მუშაობამ მერის თქმით თავდაჯერებულობა, გამოცდილება და მომავალი მეწყვილე შესძინა.

მისი აზრით, დისციპლინა და სისტემური მიდგომა დიდ როლს თამაშობს გრაფიკული დიზაინერის ჩამოყალიბების პროცესში, რაც ასევე საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებასაც იძლევა.

გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კომუნიაციაა, ამიტომ ყოველთვის არსებობს ამოცანა რომელიც მან უნდა გადაჭრას.

გრაფიკული დიზაინის სტუდენტებს მერი სწორედ კომპლექსურ და სისტემურ მიდგომებს სთავაზობს. მისი თქმით, Სისტემატიური და მრავალფეროვანი პრაქტიკული დავალებები დაეხმარება სტუდენს შეიძინოს ახალი უნარჩვევები, ხოლო რეალური ქეისების განხილვა დაეხმარება – პროცესების სწორად დასწავლაში და საკუთარ თავზე მორგებაში.

Ეს კურსი იქნება კარგი ფუნდამენტი, რის შემდეგაც ისინი დამოუკიდებლად და სწორი ინერციით განვითარებას ამ სფეროში.

თუ არ იცი გეტყვი, რომ ქომსქულის კურსების ფარგლებში სტუდენტები დამოუკიდებლად მუშაობენ ფინალურ პროექტზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრაფიკული დიზაინერებისთვის. მათ ამით საშუალება ეძლევათ შექმნან ინდივიდუალური პორტფოლიო, რასაც სამომავლო პერსპექტივებში აუცილებლად გამოიყენებნ.

კურსის ფარგლებში შესრულებული დავალებები და ფინალური პროექტი სტუდენტს საშუალებას აძლევს პროტფოლიოს მასალა კურისის განმავლობაშივე მოამზადოს, ასევე კურსის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პორტფოლიოს განვითარების შესწავლას,ვისაუბრებთ სად შეუძლიათ სტუდენტებს განათავსონ საკუთარი ნამუშევრები, კონსულტაციას გავუწევ რა მიმართულებით გააგრძელონ მუშაობა, რა არის მათი ძლიერი მხარე და რაზე უნდა იმუშაონ, საწყის ეტაპზე ამ საბაზისო, მაგრამ ფუნდამეტალური ასპექტების გავლა დიდ როლს თამაშობს დიზაინერის სამომავლო კარიერულ გზაზე.

ხოლო მათ, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი, მერი ურჩევს რომ გაიფართოვონ თვალსაწიერი, მოიძიონ დიზაინ ბლოგები, გამოცემები, წიგნები და ტექნიკური რესურსი. “Საწყის ეტაპზე დიზაინით დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი უპირატესობა მიანიჭონ, ონლაინ კურსებს სადაც შესაძლებელია მენტორთან კომუნიკაცია, მჯელობა, კიკთხვის ცოცხალ რეჟიმში დასმა და ოპერატიულად  ამომწურავი პასუხის მიღება”

ასე რომ, თუ ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდი, რომ გრაფიკული დიზაინის შესწავლა გაინტერესებს, ახლა ამისთვის ნამვილად სწორი დროა, რადგან ვიზუალური კომუნიკაცია დღესდღეობით ყველა სფეროში მოთხოვნადი და საჭიროა. შემოგვიერთდი!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება