გაიცანი IT Project Management-ის ახალი ლექტორი, მარიამ ბაქრაძე

blog-detail-img

ვფიქრობ, IT პროექტების მენეჯმენტი პოპულარობით ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო სარგებლობს. ის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, მომავლის პროფესიაა.

სანამ IT პროდუქტი ჩვენამდე მოვა, როგორც ფუნქციონირებადი ვებ-საიტი ან აპლიკაცია, ის საკმაოდ დიდ გზას გადის. იმისთვის, რომ პროდუქტზე მუშაობისას ყველას ინტერესები და სურვილები გათვალისწინებული იყოს, საჭიროა IT პროექტების მენეჯერი.

IT პროექტების მენეჯერებზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზრებზე. დისტანციური რეჟიმის პოპულარიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა დასაქმების შესაძლო ვარიანტები. Amazon-ს, Google-ს და მსგავსი დონის სხვა კომპანიებსაც აქვთ უკვე გამოცხადებული სრულად დისტანციური (fully-remote) ვაკანსიები. პროექტების მართვის ინსტიტუტის (PMI) მიხედვით, 2027 წლამდე 88 მილიონი პროექტის მენეჯერი დასჭირდებათ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სფეროში,

ასე, რომ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებული ხარ, ახლა ძალიან კარგი დროა ამ პროფესიას დაეუფლო. ამ ბლოგში კი IT Project Magangement-ის ლექტორს, მარიამ ბაქრაძეს გაგაცნობ.

IT პროექტების მენეჯმენტი მარიამ ბაქრაძე

IT პროექტების მენეჯმენტი: პროფესია და გამოცდილება

პირველი კომპანია, რომელთანაც მარიამმა თანამშრომლობა დაიწყო იყო DoSo Management – software development კომპანია, სადაც პირველად დაინტერესდა IT სფეროთი.

ყველა ადამიანი ორ-ორ, შეერთებულ მონიტორთან იჯდა და შავ ეკრანზე ფერადი ფონტით წერდა ჩემთვის გაურკვეველ სიტყვებს. ძალიან მომინდა გამეგო თუ რას აკეთებდნენ და უამრავი შეკითხვის დასმა დავიწყე. ეს პირველი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც IT სფერომ დამაინტერესა.

მარიამის კარიერული განვითარების პარალელურად IT სფეროსადმი ინტერესი დროთა განმავლობაში იზრდებოდა. გარკვეული ეტაპის შემდეგ მარიამი მუშაობდა ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა TBC Insurance და Adjarabet, სადაც ძალიან დიდ კარიერულ წინსვლას მიაღწია. 

IT პროექტების მართვა

13 ლექცია 39 საათი 7 კვირა

როცა TBC Insurance-ის თანამშრომელი გავხდი, ჩემს მოვალეობაში შედიოდა პროდუქტის (Core, Web, Digital Services) განვითარებისთვის 2-კვირიანი სპრინტების დაგეგმვა: სტეიკჰოლდერების მოთხოვნების დამუშავება და ამოცანების გუნდის წევრებზე გადანაწილება, დეველოპმენთის პროგრესის მონიტორინგი, ახალი მოდულების layout-ების აწყობა და კონფიგურაცია, SQL query-ს გამზადება რეპორტინგისთვის, ტესტირება და release-ების მართვა, release-ის შემდგომი bug fixing და ა.შ.

დღესდღეობით, მარიამი Adjarabet-ის პორტფოლიოების მართვის მიმართულების ხელმძღვანელია. მის გუნდში გუნდში 12 პორტფოლიო მენეჯერია, რომლებიც, თავის მხრივ, 8 სტრატეგიულ პორტფოლიოს მართავენ, Adjarabet-ში არსებული ყველა სტრუქტურული მიმართულებისთვის. 

აქტიურად ვმუშაობ, რომ დავნერგო ახალი და გავაუმჯობესო მიმდინარე პროცესები, ასევე ჩემი გამოცდილება გუნდის წევრებს გავუზიარო და დავეხმარო კომპლექსური საკითხების გადაჭრაში. გუნდში ყველას გვაქვს პრეტენზია, რომ უმოკლეს დროში საუკეთესო ხარისხი დავდოთ, შესაბამისად, ვმუშაობთ უმაღლესი, საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით.

მნიშვნელოვანი უნარები

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პროექტი უნიკალურია თავისი შინაარსით, რისკებით, მარცხებითა და წარმატებებით, მათ თან ახლავს “სიურპიზებიც”. მარიამის თქმით, სწორედ ამ სიურპრიზებით სწავლობ გაკვეთილებს, რომელიც შემდგომი პროექტების მართვაში გეხმარება, იგივე შეცდომები რომ აღარ დაუშვა. ასე რომ, მისი აზრით, პროექტების მენეჯმენტში ყველაზე მნიშვნალოვანია კომუნიკაცია.

ყველაზე შრომატევადი კომუნიკაციის ნაწილია.

კომუნიკაციასთან ერთად, მნიშვნელოვანია მონდომებულობა. მარიამის თქმით, თუ მონდომებული იქნები და მუდმივად იმუშავებ შენ თავზე, ნელ-ნელა მზე გამოვა და გზას დაინახავ, საგზაო ნიშნების გარჩევასაც ისწავლი. შეკითხვის დასმა და დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოს. რაც მეტ კითხვას მოიფიქრებ, მით უკეთ გაიაზრებ კონკრეტულ საკითხს და მით უფრო დიდხანს დაგამახსოვრდება. 

კურსის შესახებ:

მარიამის რჩევით, თუ გინდა, რომ თეორია ცოდნაში გადავიდეს და ეფექტურად გამოიყენო, აუცილებელია პრაქტიკაში დაიწყო იმის მოხმარება, რასაც Commschool-იდან წაიღებთ.

როდის რა არის ეფექტური თეორიულად დასწავლადია, თუმცა, მგონია, რომ პრაქტიკაზე კარგად ეფექტიანობას ვერაფერი გვასწავლის. ყველა პროექტი ინოვაციაა და რაღაც ახალ პროდუქტს ან სერვისს ქმნის, დინამიკურ და სიახლეების მოყვარულ ადამიანებს მოსწონთ ყველაზე მეტად ამ როლში ყოფნა.

ქომსქულის IT Project Management კურსი მოიცავს სწორედ პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას, სადაც შეძლებ კომუნიკაციისა და პროექტების მართვის ხელოვნებას დაეუფლო.

ასე რომ, თუ ხარ სიახლეების მოყვარული, დინამიკური ადამიანი და მზად ხარ დაეუფლო მომავლის პროფესიას, Commschool-ში გელოდებით, IT Project Management-ის კურსი 26 თებერვალს იწყება!

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება