"ძალიან თუ არ მოინდომე, ამ სფეროს რუტინულ სამუშაოდ ვერ აქცევ” - გაიცანი ბექა იჩქითი, Motion Design-ის ლექტორი

blog-detail-img

როცა ახალი სფეროს გაცნობას იწყებ, ალბათ, შენთვის საუკეთესო გზამკვლევი ამ მხრივ გამოცდილი ადამიანის მოსაზრებებია. ამიტომ, მოუშენ დიზაინის ლექტორს, ბექა იჩქითს, უკეთ გაგაცნობთ და, ამასობაში, მოუშენ დიზაინზეც მეტად შეიქმნით წარმოდგენას.

კომპიუტერული გრაფიკა, თავიდან უბრალოდ ბექას ჰობი იყო. როგორც მოგვიყვა, სკოლის პერიოდში თავის მეგობრებს სიამოვნებით უღებდა ხოლმე ვიდეოებს, რომლებსაც სპეც-ეფექტები სჭირდებოდა: 


“ვცდილობდი ცნობილი ფილმებიდან, რეკლამებიდან ჩემი ფავორიტი სცენების მსგავსი ეფექტები გამეკეთებინა. ზოგჯერ ოდნავ მაინც მსგავსი გამოდიოდა.”

ბექასთვის კომპიუტერული გრაფიკის თავის პროფესიად გადაქცევა ადვილი გზა არ იყო: “იმ პერიოდში უბრალოდ მომწონდა, რასაც ვაკეთებდი. თუმცა განვითარება ადვილი არ იყო, რადგან commschool-ის მსგავსი რესურსები, სადაც ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისგან რჩევას მიიღებდი, მაშინ არ იყო.”

ამის გამო მისთვის საინტერესო ინფორმაციას უცხოურ და ქართულ საიტებზე ეძებდა, ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებთან აზრებს ცვლიდა და საერთო ჯამში, პროგრესს მიაღწია:  “მალევე, ჩემდა გასაკვირად, ერთ-ერთ კრეატიულ სააგენტოში ჩემი სამოყვარულო ნამუშევრებით კომპიუტერულ გრაფიკოსად დავსაქმდი. იქ ბევრი რამ ვისწავლე; ცოდნაც კი მქონდა უკვე, მაგრამ რეალურ პროექტებთან და დამკვეთებთან მუშაობა საერთოდ სხვა საკითხია.”

იქიდან მოყოლებული, ბექამ, კრეატიული სააგენტოების გარდა, ტელევიზიებსა და მსხვილ ორგანიზაციებთანაც იმუშავა(TBC, GPI , Beeline, Subway, Toyota, Lenovo, Alta…), 11 წლიანი გამოცდილება დააგროვა და ამჟამად უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობს, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა: Kia UK, Tumblr, Paramount Pictures, Srixon Golf, Fluke corporation და ა.შ. ჯამში მას 500-ზე მეტ პროექტზე აქვს ნამუშევარი.

აქვე შეგიძლია, გადახედო მის პორტფოლიოს: 

ბექას თქმით, მოუშენ დიზაინერის სამუშაო ყოველთვის მრავალფეროვანია – იშვიათია შემთხვევა, როცა ერთმანეთის მსგავს პროექტებზე უწევს მუშაობა; ყოველ მათგანს ბევრი ფიქრი სჭირდება სწორი ტექნიკური გზის მისაგნებად,

“..ამის პარალელურად კი შემოქმედებითი უნარებიც უნდა ჩართო, თან ისე, რომ დამკვეთის ბრიფს არ ასცდე. მოკლედ, მგონია, რომ ძალიან თუ არ მოინდომე, ამ სფეროს რუტინულ სამუშაოდ ვერ აქცევ.”

ბექას თქმით, Კომპიუტერულ გრაფიკას ძალიან ბევრი მიმართულება აქვს და აქტიურად გამოიყენება როგორც დიდი ვიდეო ფროდაქშენის დაგეგმვის, ისე მისი დასრულებისას. Შესაბამისად, ხშირად კინო და სარეკლამო ინდუსტრიის ნაწილი ხარ.

საერთო ჯამში, მისი შეფასებით, მიუშენ დიზაინერის პროფესია გამუდმებული განვითარების პროცესია და მისი შესწავლა ცალსახად დამთავრებული არასდროს არის:

“ეს არ არის პროფესია, რომელსაც რაღაც პერიოდში ისწავლი და დამთავრდა. მაგალითად, 15 წელი იმუშავო და ყველაფერი იცოდე – ასე არ მოხდება. რა ეტაპზეც არ უნდა იყო, მუდმივად განვითარებას მოითხოვს და მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კუთხით ეს სირთულეც არის, მგონია, რომ ეს ერთ-ერთი ის მხარეა, რის გამოც სფერო საინტერესოა.”

ბექას აზრით, პროფესიის სირთულე უფრო მეტად საკუთარი და კლიენტის სურვილების ჰარმონიზებაშია:

“ჩემთვის სირთულე, განსაკუთრებით, დასაწყისში, ალბათ, ის იყო, რომ ბალანსი დამეჭირა ჩემთვის მოსაწონსა და დამკვეთის ბრიფს შორის. ზოგჯერ ამ სფეროს ხალხი ვცდილობთ, ისეთი ნამუშევარი დავდოთ, რომ კომპლექსურობით ან სტილით ჩვენი კოლეგები აღვაფრთოვანოთ.  მაგრამ ხშირად კომერციულ პროექტებს უფრო მეტი რამ სჭირდება, ვიდრე უბრალოდ ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად ლამაზი ნამუშევარი.”

სწორედ ამიტომ, კურსის განმავლობაში აქცენტი ამ მიმართულებითაც დაისმება: ის სტუდენტებს ბრიფის სწორ გააზრებას, ორგანიზებულ მუშაობასა და ბიუჯეტის სწორად განსაზღვრას ასწავლის.

“ერთ-ერთი მთავარი უნარი, რაც მოუშენ დიზაინერს უნდა ჰქონდეს, არის კრიტიკული თვალი საკუთარი ნამუშევრის მიმართ: მარჯვენა თვალით შემოქმედის გადმოსახედიდან უნდა აკრიტიკებდე და მარცხენათი – დამკვეთის.”

ბექას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მოუშენ დიზაინერი ანაზღაურებად პროექტებზე მუშაობის დროსაც კი აკეთებდეს პირად პროექტებს, ექსპერიმენტებს და ამით თვითგანვითარებაზე ზრუნავდეს. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, აქ მუდამ სიახლეების საქმის კურსში უნდა იყოს:

“სწრაფად მუშაობა და დედლაინები ამ სფეროს განუყოფელი ნაწილია, ასე რომ, მუდმივად უნდა ადევნებდე თვალს სამუშაო პროგრამების ტექნიკურ განვითარებას, რომ ყოველთვის ყველაზე ეფექტურ ხელსაწყოს იყენებდე.”

კურსის განმავლობაში ბექა სტუდენტებს, ძირითადად, Adobe After Effect-ით მუშაობას შეასწავლის, რომელიც, მისი თქმით, კომპიუტერულ გრაფიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხელსაწყოა.

თუ ეს ყველაფერი შენთვის საინტერესოა და მონდომებაც საკმარისად გაქვს, შეგახსენებ, რომ Commschool-ის მოუშენ დიზაინის კურსი თავის პირველ სტუდენტებს იღებს და შეგიძლია, ერთ-ერთი მათგანი იყო. შემოგვიერთდი 

 
ავტორი: ანანო ფეიქრიშვილი

გაუზიარე მეგობრებს
რელევანტური ბლოგები

შესაძლოა გაინტერესებდეს

საშუალო
1350₾
ტექ. ტალანტებზე მოთხოვნა ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა, რაც თავისმხრივ ართულებს კომპანიების მიერ საუკეთესო ადამიანური რესურსების მოძიებას და მოზიდვას.  ამგვარ კონკურენტულ გარემოში, რეკრუტერებს სჭირდებათ არამარტო ტექ. ინდუსტრიის სიღრმისეული აღქმა, არამედ პრაქტიკული ექსპერტიზა, თუ როგორ იპოვონ, დააონბორდინგონ (Onboarding) და შეინარჩუნონ A+ ტექ პროფესიონალები. კურსი დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით და შედგენილია მიმდინარე ტრენდების, პლატფორმების, კვალიფიკაციების დეტალურად აღსაქმელად - ეს არის ტექნოლოგიურ სივრცეში ადამიანური რესურსების რეკრუტინგის მინი MBA. შესაბამისად, კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან [Tech] რეკრუტინგის 360 გრადუსიან, სრულ პროცესს.
14 ლექცია
42 საათი
საშუალო
1000₾
დიზაინის ტრადიციული მეთოდები შრომატევადია და დიდ დროის რესურსს მოითხოვს, რაც, ხშირ შემთხვევაში, ზღუდავს შემოქმედობითობას და მოსაწყენს ხდის დიზაინერის ყოველდღიურობას. თუმცა, გენერაციული AI არის ის რევოლუციური გადაწყვეტა, რაც საშუალებას მისცემს დიზაინერებს გადალახონ ამგვარი დაბრკოლებები და მეტიც  იყონ მეტად ეფექტურები ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი დატვირთულია პრაქტიკული დავალებებით და ფინალური პროექტით, რაც  მოგცემს საშუალებას  დააგროვო პორტფოლიო და შეიძინო ცოდნა, რომელსაც  პრაქტიკაში გამოიყენებ
8 ლექცია
24 საათი
დამწყები
950₾
ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე მენეჯერის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გვესმის რა ენაზე და როგორ ვესაუბროთ ხელოვნურ ინტელექტს მით უფრო მარტივია მისი ყოველდღიურობაში ინტეგრირება. რაც მთავარია, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შესაძლებელია დროის ეფექტურად გამოყენება და რუტინული საქმეების თავიდან არიდება. ლექციების განმავლობაში დეტალურად შევისწავლით ისეთი პოპულარული AI სისტემების გამოყენებას, როგორიცაა ChatGPT, Claude.ai, და Gemini. პრაქტიკულ დავალებასა და ფინალურ ნაშრომზე მუშაობა კი დაგვეხმარება სიღრმისეული ცოდნა მივიღოთ AI ხელსაწყოების გამოყენებასა და მათ საკუთარ  ნებაზე “მოთვინიერებაში”.
6 ლექცია
18 საათი

ჯერ კიდევ არ იცი რომელი პროფესია შეგეფერება?

შეავსე ქვიზი და მიიღე პერსონალიზებული რეკომენდაციები კარიერულ გზასთან დაკავშირებით

დაწყება